Connect with us

თავის მოვლა

კვერცხის ნიღაბი თმისთვის

ქალები ხშირად ოქნებობენ ლამაზ და ჯანმრთელ თმაზე. ზოგს მბზინვარება აკლია, ზოგს მოცულობა, თმის ნელა ზრდაზეც ხშირად წუწუნებენ. აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა, ძალიან მარტივად, სახლში დამზადებული კვერცხის ნიღბებით შეიძლება.

დღეს მოგითხრობთ, როგორ დაამზადოთ თქვენი თმის ტიპისთვის შესაფერისი კვერცხის ნიღბები.

პირველ რიგში იმას მოგახსენებთ, რომ კოსმეტიკური მოქმედება კვერცხის ცილასაც გააჩნია და მის გულსაც. კვერცხი შეიცავს ამინომჟავებს, რაც ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. ლეციტინი თმას დაზიანებისგან იცავს და აღადგენს მას. სწორედ ამიტომ, კვერცხის ნიღბები სასარგებლოა როგორც შეღებილი, ასევე დაზიანებული თმისთვისაც.

კვერცხის გული ვიტამინ B3-ს შეიცავს, ის ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, აჯანსაღებს მას და უბრუნებს მბზინვარებას. ცილა თმის ფოლიკულებს თმის უკეთ დაჭერაში ეხმარება და ასქელებს მას,თმა უფრო მბზინვარე და გლუვი ხდება.

ნიღბისთვის მთლიანი კვერცხის გამოყენებაც შეგიძლით, მას თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედება ექნება, აღადგენს, დაატენიანებს და ფერს დაუბრუნებს თმას. თუ თავის კანი ცხიმიანია, აჯობებს მხოლოდ გული გამოიყენოთ, ხოლო ცილას – მშრალი თმის შემთხვევაშ ვიყენებთ. კვერცხს, პრობლემისა და ამოცანის მიხედვით, სხვადასხვა კომპონენტებს ვურევთ!

კვერცხით დამზადებული თმის ნიღბები:

1. ნიღაბი თაფლით

ეს ნიღაბი, მშრალი და მტვრევადი თმის მქონეებს მოუხდება. ის კარგად კვებავს თმას და აჩქარებს ზრდას. ნიღბის მოსამზადებლად, აურიეთ 2 სუფრის კოვზი თმის ბალზამი, 2 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი, უმი კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ათქვიფეთ ყველაფერი, ერთგვაროვანი მასისი მიღებამდე, შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ 15-20 წუთის მანძილზე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. კვერცხი + რძე
ეს ნიღაბი დაგეხმარებათ დაიტენიანოთ თმა და ის უფრო აბრეშუმისებრი გახადოთ. ათქვიფეთ 1 კვერცხი და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე. უკეთესია თუ სოფლის რძეს გამოიყენებთ (არაპასტერიზებული), რადგან მასში მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები და მინერალებია. ნიღაბი შეიზილეთ და დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. თმა რბილი და აბრეშუმისებური იქნება.

3. კვერცხი და ლიმონის წვენი

ლიმონიანი ნიღაბი კარგია ფერ და მბზინვარება დაკარგული, ღია ფერის თმისთვის. მათი განახლებისა და გაჯანსაღებისთვის, აურიეთ ათქვეფილი კვერცხი და 1 ლიმონის წვენი, შეიზილეთ თმაში, ჩამოიბანეთ და დატკბით შედეგით. თუ მშრალი თავის კანი გაქვთ, ლიმონის წვეთებთან ფრთხილად იყავით და ეცადეთ ნიღაბი თავის კანში არ შეიზილოთ.

4. კვერცხი + ყავისფერი შაქარი

მუქთმიანებისთვისაც არსებობს განსაკუთრებული რეცეპტი. თმის ფერის გაუმჯობესებისთვის და მათთვის მბზინვარების მიცემისთვის, ათქვიფეთ კვერცხი 3 სუფრის კოვზ ყავისფერ შაქართან ერთად. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ, თმები ბზინვას დაიწყებენ.

5. კვერცხს + ბანანი

ნახევარი ბანანი, დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი. შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი შესანიშნავად კვებავს და ამაგრებს თმას. ამ ნიღბის რეგულარული გამოყენება თმას ასქელებს. ის მტვრევადი და თხელი თმისთვისაც გამოგადგებათ.

6. კვერცხი + ოროვანდის ზეთი

თმის ზრდხისთვის, კვერცხისა და ოროვანდის ზეთის ნიღაბი გამოიყენეთ. აუცილებელია მოიძიოთ კარგი და ხარისხიანი ზეთი – დანამატების გარეშე! აურიეთ ზეთი ათქვეფილ კვერცხში, წაისვით თმაზე, შეიხვიეთ პირსახოცით და დაიტოვეთ 20 წუთის მანძილზე. ამ ნიღაბს თუ რეგულარულად გამოიყენებთ, მალე შენიშნავთ, თმის ზრდის გაუმჯობესებას.

7. კვერცხი + კონიაკი+ზეითუნის ზეთი

აურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს, ნიღაბი გამოიყენეთ რეგულარულად, მალე შენიშნავთ, რომ თმა გამაგრდა და ჯანმრთელი შესახედაობა შეიძინა. ინტენსიური ფერი, მბზინვარება და აქტიური ზრდა – ყველაფერს ერთი ნიღაბით მიიღებთ.

ეს ყველაზე პოპულარული კვერცხის ნიღბებია. დროთა განმავლობაში მათთვის სხვა კომპონენტების დამატებაც შეიძლება. ვაშლის ძმარი – დატენიანებისთის, მაიონეზი -კვებისთვის, აბუსალათინის ზეთი – ქერტლის საწინააღმდეგოდ. შეიძლება ნიღაბი მხოლოდ კვერცხითაც დამზადდეს, ის ნაკლები სარგებელს არ მოგიტანთ! აირჩიეთ შესაფერისი ვარიანტი და თქვენი ოცნება თვალისმომჭრელად ლამაზ თმაზე აუცილებლად ახდება!