Connect with us

ჯანმრთელობა

კეფირი ჭარხლით: მინუს 5 კილოგრამი ერთ კვირაში

კეფირისა და ჭარხლის დიეტა ყველაზე იაფი დიეტაა, მაგრამ მისი ეფექტი შესანიშნავია: ნაწლავის რბილი წმენდვა, ტოქსინების გამოდევნა და სწრაფი გახდომა.

სამდღიანი დეტოქსი 4-დან 7 კილოგრამამდე დაკლების საშუალებას მოგცემთ.


კეფირი ჭარხლით

კეფირისა და ჭარხლის სამდღიანი დიეტა არაჩვეულებრივად შველის მაშინ როდესაც უკვე კრიტიკულ წონას მიაღწიეთ და წონაში ვეღარაფრით იკლებთ.

დიეტა მთელი დროის განმავლობაში საკმაოდ ღარიბულ რაციონს ითვალისწინებს. 1 კილოგრამი მოხარშული ჭარხალი, 1.5 ლიტრი უცხიმო კეფირი, 1.5-2 ლიტრი წყალი – ეს არის პროდუქტის ნაკრები რომელიც ერთ დღეში უნდა მიირთვათ. აუცილებელია საკმარისი წყლის მირება რათა ორგანიზმის გაუწყლოვნება არ დაუშვათ რადგან შლაკებთან ერთად ბევრი სითხეც გამოდის.

პროდუქტების ჩამოთვლილი რაოდენობა 5-6 მიღებაზე უნდა მიირთვათ. თუ ასეთი საკვები არ გაკმაყოფილებთ, შეგიძიათ ჭარხალი დააბლენდეროთ კეფირთან ერთად და დალიოთ.

სამდღიანი მკაცრი დეიტის შემდეგ შეგიძიათ რაციონი მოხარშული ხორცით ან თევზით (დღეში 400 გრამი სამ მიღებაზე) გაამდიდროთ. ასევე მომდევნო დღეებში (4 დღე) სასარგებლო იქნება 2-2 ვაშლისა და ციტრუსის მიღება.

ორგანიზმის მსგავსი წმენდა – საკმაოდ რადიკალური ხერხია, ამიტომ თუ სერიოზული დარღვევები გჭირთ თირკმლის, კუჭის ან ღვიძლთან დაკავშირებით, აჯობებს გახდომის უფრო მარტივი ხერხები აირჩიოთ.