Connect with us

თავის მოვლა

კანის 10 პრობლემა, რომელსაც საკვები სოდით მარტივად მოიშორებთ

აკნეს მოსაშორებლად

ამ რეცეპტისთვის 2 ჩ/კ სოდა წყალს აურიეთ. სქელი პასტის მასა უნდა მიიღოთ. ნარევი სუფთა და გაწმენდილ კანზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. თავიდან, 2 წუთის განმავლობაში კანი დაიმასაჟეთ. აკნე მოსაშორებლად სოდის ნიღაბი ყოველდღე გაიკეთეთ.

ნაზი სკრაბი

თაფლი თანაბარი პროპორციით სოდას აურიეთ, შემდეგ ნარევი სახეზე წაისვით და 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. სოდას ამქერცლავი, ხოლო თაფლს ანთების საწინააღმდეგო და მკვებავი მოქმედება აქვს.

ცხიმიანი კანის სამკურნალოდ

რეცეპტის მოსამზადებლად 1 ჩ/კ სოდა, 2 ჩ/კ ლიმონის წვენი და ნახევარი ჩ/კ თაფლი დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და სახეზე წაისვით. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ. კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

კანის გასათეთრებლად

რეცეპტისთვის აიღეთ 2 კოვზი თაფლი, 2 კოვზი ძმარი და ჩვეულებრივი კრემი, რომელსაც ყოველდღე გამოიყენებთ. სოდა და ძმარი აურიეთ და წერტილოვნად კანის იმ ნაწილზე წაისვით, რომელსაც გათეთრება სჭირდება. პროცედურა 15 წუთს მოითხოვს, ამის შემდეგ კანი დაიტენიანეთ.

პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

სოდა და ლიმონის წვენი აურიეთ. პასტა მუქ ლაქებზე წაისვით და დაახლოებით 4 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ. პროცედურა ყოველდღე ჩაატარეთ, სანამ შედეგს არ დაინახავთ.

მუქი იღლიების მოსაშორებლად

ლიმონის წვენი და საკვები სოდა პასტის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ. ნარევი იღლიებზე წაისვით და მასაჟური მოძრაობით 10 წუთით შეიზილეთ. ამის შემდეგ ნარევი კიდევ 10 წუთით გაიჩერეთ, რომ გამოშრეს. შემდეგ ჩამოიბანეთ.

თმის ზრდის დასაჩქარებლად

საკვები სოდით თავის კანის მსუბუქი პილინგის გაკეთება შეიძლება, რომ მასში სისხლის მიმოქცევა გააქტიუროთ და თმის ზრდა გააძლიეროთ. პროცედურა ცხიმს და ქერტლს მოგაშორებთ.

სახეზე თმის მოსაშორებლად

არასასურველი თმის მოსაშორებლად საკვები სოდა თბილ წყალში აურიეთ ისე რომ ფაფის მასა მიიღოთ. ნარევი საჭირო ზონაზე წაისვით და კარგად დაიმასაჟეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაატარეთ.

ქერტლის მოსაშორებლად

სოდა და ვარდის წყალი აურიეთ. ფაფა თავის კანზე გადაანაწილეთ და 6 წუთით წრიული მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. სოდა ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის შემდეგ შამპუნის გამოყენება არ შეიძლება.

შეშუპების მოსაშორებლად

საკვები სოდა სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და თვალების ქვეშ შეშუპებას და მუქ წრეებს უმკლავდება. ამისთვის ფაფის მსგავსი მასა გააკეთეთ და 20 წუთით თვალზე გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.