Connect with us

ჯანმრთელობა

კაკლის უღელი იოდის დეფიციტისა და სხვა უსიამოვნებისგან დაგიცავთ

თავისი სამკურნალო თვისებებით ცნობილიკაკალი ნამდვილად უნიკალური პროდუქტია, რომელსაც გარკვეული გაგებით შეიძლება უნარჩენო ვუწოდოთ. ხალხური მკურნალები კაკლის უღელს არასდროს ყრიან, არამედ მისგან სხვადასხვა ნაყენს და ნახარშს ამზადებენ. კაკლის უღელს გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, თუმცა მისი მიღება გარკვეულ ნიუანსებს უკავშირდება.

კაკლის უღლის ნახარშით მკურნალობა

თანამედროვე სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ნიგოზი ხშირად გაწმენდილი სახით, პლასტმასის ყუთებში ან პაკეტებში შეფუთული იყიდება. საგანძურის მისაღებად კაკალი თავად გატეხეთ – თხელი მუქი-ყავისფერი ფირფიტები, რომლებიც კაკლის ბირთვებს ანაწილებენ, სწორედ რომ ჩვენი „ნადირობის“ საგანს წარმოადგენს. 10 გრ უღლის მისაღებად ძალიან ბევრი ნიგვზის გატეხვა მოგიწევთ.

კაკლის უღელი საკმაოდ ბევრ იოდს შეიცავს, ეს მთელ პროდუქტს ეხება. ამ მიკროელემენტის დეფიციტი საკმაოდ სახიფათო მასშტაბს იღებს, რადგან მსგავსი პრობლემა ბევრს აწუხებს. გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ხშირად აწუხებთ ორსულ ქალებს და ქალებს, მშობიარობის შემდეგ, ასევე ოფისის თანამშრომლებს, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ. იოდის დეფიციტი ხშირად ორივე სქესის ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ.

კვების პროდუქტებიდან დღიური დოზა იოდის მიღებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ და მზა ფარმაკოლოგიურ პრეპარატებთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის. ამ ნივთიერების მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებისგან პროფილაქტიკაში ნიგვზის უღლის ნახარში დაგეხმარებათ: ½ ჭიქა უღელს 1:4 პროპორციით ცივი წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, თავსახური დაახურეთ და ძალიან სუსტ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით ხარშეთ. როცა ნახარში გაგრილდება, 2-3 ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ, მინის ქილაში გადაასხით და მაცივარში შეინახეთ. მიღების სქემა ასეთია: 1 ყლუპი ნახარში ჭამამდე 5-10 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ. მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ – ექიმი კურსის ხანგრძლივობის შესახებ რეკომენდაციებს მოგცემთ.

კაკლის უღლის თვისებები

სწორი იქნება, თუ არა თავად უღლის, არამედ მისგან მომზადებული საშუალების თვისებებზე ვისაუბრებთ. უღლის ნახარში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ჭარბი წონის საწინააღმდეგო „მედიკამენტი“ შეიძლება იყოს. ის იმუნიტეტს აძლიერებს, ნერვულ სისტემას აწესრიგებს, ჭარბ შფოთვას და გაღიზიანებას მოგიხსნით და უძილობას გააქრობს.

კაკლის უღლის ნახარში ფართოდ გამოხატულ ბაქტერიოციდულ თვისებებს ფლობს, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ კონიუნქტივიტის სამკურნალოდ საფენების სახით გამოიყენოთ.

კაკლის უღლის ნაყენი

კაკლის უღლიდან სასარგებლო თვისებების „ამოქაჩვა“ არა მხოლოდ წყლის, არამედ სპირტის დახმარებით შეიძლება. ამ ნედლი მასალისგან არაყზე დაფუძნებულ ნაყენებს ხშირად ამზადებენ. ამ პრეპარატების კონსისტენციაზე მისი გამოყენების სფეროა დამოკიდებული. მაგალითად, მასტოპათიის და ონკოლოგიური დაავადებების დროს რეკომენდებულია 25 ნიგვზის უღელს 200 მლ 70%-იანი სპირტი დაასხათ. მინის ბოთლში ჩაასხით და ბნელ ადგილას 1 კვირა დააყენეთ. ამის შემდეგ 15-20 წვეთი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ.

სახლის აფთიაქში უფრო მსუბუქი კონსისტენციის ნაყენის ქონა კარგია, რომელიც დიარეის ან ქრონიკული კოლიტის დროს დაგეხმარებათ, ასევე ნერვებს მოგიწესრიგებთ ან შაქრიანი დიაბეტის დროს თქვენი დამხმარე საშუალება გახდება. 1 ს/კ უღელს 200 მლ ჩვეულებრივი არაყი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, დღეში 1-2-ჯერ შეანჟღრიეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 2 კვირას შეადგენს.

გაითვალისწინეთ, რომ აქ აღწერილი ხალხური საშუალებებით მკურნალობა პირდაპირ მოქმედების რეკომენდაციას არ წარმოადგენს. ამა თუ იმ მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდის წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.