Connect with us

თავის მოვლა

იყავით ლამაზები და არაფერი შეიძინოთ: კოსმეტიკაზე ფულის დაზოგვის 17 მეთოდი

იმისთვის, რომ ლამაზი იყოთ ძვირადღირებული საშუალებების შეძენა საჭირო არაა. გაოცდებით, მაგრამ სასარგებლო სილამაზის პროდუქტებს უმეტესობა თქვენ სახლში გაქვთ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, თუ სწორად როგორ გამოიყენოთ. ჩვენ რამდენიმე სილამაზის ხრიკს გაგიმხელთ, რომელიც კოსმეტიკაზე ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

1. ქოქოსის ზეთი თმის გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგოდ

ქოქოსის ზეთი ნამდვილად ჯადოსნური საშუალებაა, რომელიც დაზიანებულ თმას აღადგენს. თუ სპეციალური კოსმეტიკური თმის ზეთი არ გაქვთ, საკვები ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. ის შეიცავს პროტეინებს, ამიტომ თმისა და კანისთვის კარგია. თმის ბოლოებში ზეთის რეგულარული წასმა პრობლემას დაგავიწყებთ.

2. საპკური ზღვის წყლით

ცხელ ამინდში, როცა გაგრილება ძალიან გვსურს, თერმული წყალი შეგიძლიათ ჩვეულებრივი საპკურით ჩაანაცვლოთ. მინერალური ან უბრალოდ გაფილტრული წყლით გაავსეთ, 1 ჩ/კ ზღვის მარილი დაუმატეთ და პერიოდულად სახეზე იპკურეთ. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ზღვაზე ყოფნისას კანის პრობლემები უკან იხევს და გამონაყარი ქრება. ასე, პატარა ზღვა სახლში მოიწყეთ!

3. სველი სალფეთქი თმის სტატიკური ელექტროობის მოსაშორებლად

გრძელი თმისთვის სტატიკურ ელექტროობაზე უფრო ცუდი არაფერია. სახეზე თმის მიკვრა და დამახასიათებელი ტკაცუნი რომ მოიშოროთ, ჩვეულებრივი სველი სალფეთქი გამოიყენეთ. უბრალოდ თმაზე ოდნავ გადაისვით და წყალი ელექტროობას გაანეიტრალებს.

4. იოგურტი ნიღბის და კრემის ნაცვლად

თუ მზეზე დაიწვით, სპეციალური დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალების შეძენა არ იჩქაროთ. მაცივარში არაჟანი ან იოგურტი იპოვეთ. რძის მჟავე პროდუქტები კანს შესანიშნავად დაამშვიდებენ. სხვათა შორის, იოგურტის ნიღაბი ცხელი უთოს გამოყენებით დაზიანებულ თმას აღადგენს. ასე კოსმეტიკაზე ეკონომიის გაწევას შეძლებთ!

5. ვაშლის ძმარი ტონიკის სახით

ჩვეულებრივი ვაშლის ძმარი თქვენს კანს ცხიმოვან ბზინვარებას მოაშორებს. ცოტა ძმარი ბამბის დისკს წაუსვით და პრობლემური T-ზონა გაიწმინდეთ, თუ სახლში ტონიკი ან ლოსიონი არ აღმოგაჩნდათ.

6. ზეითუნის ზეთი დასაბან რძეს ჩაანაცვლებს

ალბათ, ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გსმენიათ. როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ სალათს უხდება, არამედ დასაბანი რძის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ. როგორც წესი, მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებას ზეთოვანი საფუძველი აქვს, რადგან კოსმეტიკის მოშორება სწორედ ცხიმის დახმარებით ხდება. თუ წყლით და ზეითუნის ზეთით დაიბანთ, კანი არა მხოლოდ გაიწმინდება, არამედ ხავერდოვანი გახდება.

7. ყავის ფილტრი ცხიმოვანი ბზინვარების საწინააღმდეგოდ

თუ სახლში ან ოფისში ხართ, სახე გიპრიალებთ, ხელთ კი მატირების სალფეთქი არ გაქვთ. კოსმეტიკაზე ეკონომიის მიზნით სახე ჩვეულებრივი ყავის ფილტრით გაიწმინდეთ. მისი ფორებიანი ტექსტურა შესანიშნავად იწოვს, ასე რომ ცხიმოვან ბზინვარებას ორ წამში გააქრობს.

8. მწვანე ჩაის პაკეტი თვალების ქვეშ შეშუპების საწინააღმდეგოდ

ჩვენ შეგვიძლია დაგიჯეროთ, რომ სახლში თვალების ქვეშ დაღლილობის მოსაშორებელი სპეციალური კრემი არ გაქვთ, მაგრამ ჩაი ნამდვილად გექნებათ! ჩაის ფოთლებში შემავალი კოფეინი შეშუპებას ეფექტურად აქრობს. ამ მიზნით სჯობს მწვანე ჩაის პაკეტი გამოიყენოთ. ცივ წყალში დაასველეთ და თვალების ქვეშ 5-10 წუთით გაიჩერეთ.

9. სკოჩი ლაინერის ხაზის გასავლებად

თუ ლაინერის ხაზის სწორად გავლება ჯერ კიდევ ვერ ისწავლეთ, სკოჩი დაგეხმარებათ. სკოჩის გამჭვირვალე ლენტი თვალის გარე კუთხესთან ფრთხილად მიიმაგრეთ იმ მიმართულებით, სადაც ისარი უნდა დახაზოთ. სკოჩი ხელს კანკალის საშუალებას არ მისცემს და სწორი ხაზი გამოგივათ. ოღონდ წამწამებთან ფრთხილად იყავით.

10. სოდა კბილების გასაწმენდად

ეს ბებიების მეთოდი კბილების გასათეთრებლად გამოგადგებათ. კბილის პასტა და საკვები სოდა აურიეთ, კბილები ამ ნარევით გაიწმინდეთ. სოდა სიყვითლეს შესანიშნავად გაუმკლავდება და ჩაის და ყავის ნადებს გააქრობს.

11. შვრია აბაზანისთვის

შვრიის საუზმეზე მიღება ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არა ნაკლებ კარგია საღამოს, როცა მოდუნებას და აბაზანის მიღებას გადაწყვეტთ. შვრია შეიცავს ცხიმებს, რომელთაც მშრალი კანის დატენიანება შეუძლიათ. შაქართან ერთად უხილავ გელის მსგავ ფირს ქმნის და კანს ტენის დაკარგვისგან დაიცავს. გამოყენების მეთოდი მარტივია: აბაზანა თბილი წყლით გაავსეთ და წყალს 200-300 გრ შვრია დაუმატეთ.

12. თმის კონდიციონერი საპარსი კრემის სახით

საპარსი კრემის მიზანია საპარს პირსა და კანს შორის დამატენიანებელი „ბალიშის“ შექმნა. ამ ამოცანას თმის კონდიციონერიც გაუმკლავდება, რომელიც კრემის ნაცვლად თამამად შეგიძლიათ წაისვათ. ამ საშუალების წყალობით საპარსი კარგად სრიალებს და კანი დატენიანებული რჩება.

13. სხეულის სკრაბი ყავისფერი შაქრით

ყავისფერი შაქარი იდეალური ვარიანტია სხეულის სკრაბისთვის. მისი ნაწილაკები მკვდარ უჯრედებს შესანიშნავად მოგაშორებთ. ამასთან თბილ წყალში დნება, კანზე ქვიშასავით არ რჩება. უბრალოდ შაქარი შხაპგელს თანაბრად აურიეთ და სხეულზე მასაჟური მოძრაობით წაისვით.

14. ვაზელინი მდგრადი პარფიუმისთვის

გაოცდებით, თუ როგორ საინტერესოდ შეიძლება ვაზელინის გამოყენება. თუ მაჯაზე სუნამოს პკურება გიყვართ, ეს ხრიკი თქვენთვისაა. პარფიუმის გამოყენების წინ მაჯაზე ვაზელინი წაისვით – ცხიმიან საფუძველზე არომატი უფრო დიდხანს გაჩერდება.

15. კბილის ჯაგრისი და პასტა ფრჩხილებისთვის

ეს ხრიკი გაყვითლებულ ფრჩხილებს მოგაშორებთ. თქვენ დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისი და მათეთრებელი პასტა: ფრჩხილები გაიწმინდეთ ისე, როგორც კბილები. საქმე იმაშია, რომ პასტა წყალბადის ზეჟანგს შეიცავს და არა მხოლოდ სიყვითლეს, არამედ ფრჩხილის ფირფიტის ნებისმიერ ცვლილებას ებრძვის.

16. კბილის პასტა ვერცხლეულის გასაპრიალებლად

კბილის პასტა შეგიძლიათ ვერცხლეულის გასაპრიალებლად გამოიყენოთ. საყვარელი ბეჭედი კვლავ ბზინვარე გახდება!

17. სკრაბი ყავით და ზეითუნის ზეთით

ცოტა თბილი ყავის ნალექი ზეითუნის ზეთს აურიეთ და სხეულზე სკრაბის სახით წაისვით. კოფეინი, რომელსაც ყავის მარცვლები შეიცავს, ცელულიტს ებრძვის, ზეითუნის ზეთი კი კანს ატენიანებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.