Connect with us

საკითხავი

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

მეტალის სახეხი ნეჭა ან ღრუბელი აუცილებელი ნივთია სამზარეულოში, რადგან მიმწვარი ტაფის და ქვაბის გასაწმენდად მასზე უკეთესი არაფერია. როგორც აღმოჩნდა, მისი გამოყენების შესახებ ყველაფერი არ ვიცით, ზოგიერთზე წარმოდგენაც არ გვაქვს.

ონკანის ნიჟარა რომ არ გაიჭედოს

შემდეგში, როცა ძაღლის დაბანას გადაწყვეტთ, სანიაღვრე ადგილას ნეჭა მოათავსეთ (შეგიძლიათ ძველი ნეჭა გამოიყენოთ, რომელსაც ადრე სამზარეულოში ხმარობდით). ნეჭაზე ძაღლის ბეწვი დაგროვდება და აბაზანის ან შხაპის მილი არ გაიჭედება. ოღონდ შემდეგ ნეჭის ამოღება არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჟანგება.

სამშენებლო ზუმფარა ჩაანაცვლეთ

ზოგიერთ შემთხვევაში მეტალის ნეჭა ზუმფარაზე უფრო მოსახერხებელია. ის უფრო გამოგადგებათ რთულად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა მაგიდის მრგვალი ფეხი ან კარის მოლდინგი. ნეჭა შეგიძლიათ შეღებვამდე ნებისმიერ მასალაზე გამოიყენოთ, რომ ძველი საღებავი მოაშოროთ ან ზედაპირი გაასწოროთ.

სახლი მღრღნელებისგან დაიცავით

სახლში თაგვი გაჩნდა? სახლი კარგად დაათვალიერეთ ყველა შესაძლო ხვრელზე, რომლითაც ისინი შემოდიან. თუ ასეთი ხვრელი აღმოაჩინეთ, მაგალითად იქ, სადაც კაბელი გადის ან ხის ყუთი მდებარეობს. აქ მეტალის ნეჭა ჩადეთ. თაგვი ასეთ დაცვაში გამოძვრომას ვერ შეძლებს, რადგან მეტალის ნეჭის დაღრღნა არ შეუძლია. სახლი მღრღნელებისგან უკეთ რომ დაიცვათ, მეტალის ნეჭა სამშენებლო ქაფით გაავსეთ.

ბორბლის დისკი გაწმინდეთ

პატარა ღრუბლით მუშაობა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დიდი ავტომობილის ჯაგრისით. ავტომობილის შამპუნთან ერთად ჭუჭყს, მაზუთს და ჟანგს მარტივად გაუმკლავდებით.

ხე დააძველეთ

ხის ზედაპირი სწრაფად რომ დააძველოთ და მას უფრო კარგი შეფერილობა მიანიჭოთ, მეტალის ღრუბელი გამოიყენეთ. მცირე ნაჭრებად დაყავით, ქილაში მოათავსეთ და ძმარი (ჩვეულებრივ ან ვაშლის) დაასხით, თავსახური დაახურეთ (ზუსტი პროპორცია: მთელი ღრუბელი 2-3 ჭიქა სუფთა ძმარი). 1 დღის შემდეგ ღრუბელი ძმარში გაიხსნება და „რკინის“ ძმრიანი ხსნარი გამოვა. ასეთი ნარევი ხეს ფუნჯით წაუსვით და დაელოდეთ, როცა ძმარი შეიწოვება და აორთქლდება. შედეგი შთამბეჭდავია!

მაკრატელი გალესეთ

როგორც ფოლგის შემთხვევაში მაკრატლით მეტალის ღრუბელი უბრალოდ რამდენჯერმე გაჭერით.

ჟანგი მოაშორეთ

თუ ძველი ჟანგიანი ჭიშკრის გადაღებვას აპირებთ ან ფეჩსა და ბუხარზე ჟანგი გაჩნდა – ჟანგის მოსაშორებლად ღრუბელი ყველაზე უკეთ გამოგადგებათ.

ჭანჭიკი დაამაგრეთ

თუ ჭანჭიკი მოშლილია ან ხვრელში თავისუფლად მოძრაობს, მის დამაგრებას პატარა მეტალის ღრუბლით შეძლებთ. ჭანჭიკზე დაახვიეთ და შემდეგ ძველ ადგილას დაამაგრეთ.

ფერადი ცარცი მოაშორეთ

ფერადი ცარცი მომენტალურად მოშორდება, როგორც შავი ზოლები ფეხსაცმლის ლინოლეუმს.

ღია ფერის ფეხსაცმელი გაწმინდეთ

ფეხსაცმლის რანტს ძველებური სიქათქათე შეგიძლიათ მელანინის ღრუბლით დაუბრუნოთ ან მეტალის ნეჭა გამოიყენოთ, რომელიც საქმეს უფრო სწრაფად გაუმკლავდება.