Connect with us

თავის მოვლა

ის ერთი წელი სახეს არ იბანდა და მის კანზე სასწაული მოხდა

ბლოგერ მოლი გრინბლატს წლების განმავლობაში აკნე აწუხებდა. ერთხელ გაიგო, რომ ზოგიერთი კოსმეტოლოგი რეკომენდაციას იძლევა სახე არ დაიბანოთ – და ამით კანი გაუმჯობესებას დაიწყებს. მოლიმ ექსპერიმენტი ჩაატარა და შედეგები გაგვიზიარა. ეს ფანტასტიკაა!

მოლი გრინბლატი:

„ბოლო 5 წელია აკნე მაქვს. ეს არ არის უბრალოდ გამონაყარი, ეს ნამდვილი პრობლემაა. რა თქმა უნდა, დერმატოლოგთან დავდივარ. გამომიწერეს კურსი „როაკუტანი“, ეს ძლიერი პრეპარატი რეცეპტით. ის მეხმარებოდა მანამ, სანამ ვიღებდი. შესვენებისას პრობლემა ძველ მოცულობას უბრუნდებოდა. მკურნალობის სხვადასხვა სქემის შესახებ ტონობით საიტი და პაციენტების მიმოხილვები დავათვალიერე, პრობლემური კანისთვის განკუთვნილი ასობით კოსმეტიკური საშუალება გამოვცადე.

ერთხელ წავიკითხე, რომ კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ დაბანას შევწყვეტთ. ალბათ, ეს ყველაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო და დღემდე ვერ შევძლებ გიპასუხოთ, თუ რატომ გადავწყვიტე ამ რჩევის საკუთარ თავზე გამოცდა. მაგრამ გამოვცადე: შედეგს თავად ხედავთ.

მინდა სიცხადე შემოვიტანო: რა თქმა უნდა, შხაპის მიღების დროს სახეზე წყალი ხვდებოდა. მე მიზანმიმართულად არ ვიბანდი, საპონს, გამწმენდ ქაფს, გელს ან მუსს არ ვიყენებდი.

როგორ გამოიყურებოდა ჩემი კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა:

დილით:

  • შხაპს ვიღებ, სხეულის შხაპგელს ვიყენებ, სახეს უბრალოდ წყლის ნაკადს ვუშვერ, ხელით არ ვიზელ და რაიმე საშუალებას არ ვიყენებ.
  • სახეზე დამამშვიდებელ ლოსიონს SPF 30–ით ვისვამ.

საღამოს:

  • სახეს მიცერალური წყლით ვიწმენდ.
  • დამატენიანებელ კრემს ვისვამ.
  • თუ გამონაყარი მაქვს, მასზე ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატს ვისვამ.

სულ ესაა. ასეთ სისტემას უკვე 1 წელია ვიყენებ. არანაირ წამალს არ ვიღებ, არანაირ კოსმეტიკურ პროცედურას არ გავდივარ, რაციონს არ ვცვლი და დიეტაზე არ ვარ.

ვფიქრობ, ფოტოები „მანამდე“ და „შემდეგ“ უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგება“.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.