Connect with us

ჯანმრთელობა

ისპანახი – “ნაწლავების გამწმენდი”: სასმელი, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაათავისუფლებს

ისპანახს ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტი, კერატინი, ფოლიუმის მჟავა და იოდი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, სისხლძარღვების გაწმენდასა და გაძლიერებას, კუჭქვეშა ჯირკვალში ანთების ჩაცხრობას, ჰორმონალური ფონის დარეგულირებას, მხედველობის გაუმჯობესებას. ისპანახის მოხმარება ზრდის გემოგლობინის მაჩვენებელს ფეხმძიმეებსა და ბავშვებში, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

თუმცა, ისპანახი, მასში დიდი რაოდენობით შაველის მჟავის შემცველობის გამო, არაა რეკომენდებული პოდაგრით, ართრიტითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფოთლებში ეს მჟავა ძალიან მცირე რაოდენობითაა, ამიტომ, თუ გამწვავებული მდგომარეობა არ გაქვთ, ისპანახის მიღება რეკომენდებული და საჭიროც კია, თერმული დამუშავების შემდეგ.

მისი დამატება უამრავ კერძში შეიძლება: სალათებში, ომლეტებში, პეროგებში, პიცასა და ფლოვში. ყველა ეს კერძი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ყველაზე კარგი ვარიანტი კი მისგან სმუზის მომზადებაა.

ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, როცა ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის და გრიპის ეპიდემიაა გავრცელებული. იგი შემდეგნაირად მზადდება: მოათავსეთ ბლენდერში ისპანახის ახალი ფოთლები, დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი, სურვილისამებრ კივი, გარგარი, 0.5 ჭიქა წყალი. კარგად ათქვიფეთ და მიირთვით. ეს სმუზი შესანიშნავად წმენდს ღვიძლს, ოღონდ აუცილებლად უზმოზე უნდა მიირთვათ.