Connect with us

ჯანმრთელობა

იოგა სახლში. 5 უმარტივესი მეთოდი თავის ტკივილის მოსაშორებლად

ძალიან ხშირად თავის ტკივილებს მიზეზს კისრის და ზურგის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. სპაზმირებული კუნთების მოდუნება გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე მასაჟის კურსი!

კრიტიკული გასწორების კურსი ჰოლანდიელმა იოგის სპეციალისტმა ჰერტ ვან ლიუენმა შეიმუშავა. ის 40 წელზე მეტ ხანს სწავლობდა ანატომიას და შედეგად ძალიან ეფექტური მეთოდი შეიმუშავა რომელიც ევროპის, აზიის და ამერიკის ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული.

მეთოდი დაჭმული კუნთების მოდუნებას გულისხმობს სპქციალური ფიზიკური სავარჯიშოების მეშვეობით. ამის შემდეგ ხერხემლის გასწორება ხდება. იოგის კლასიკური პოზები განსაკუთრებული ყურადღებით სრულდება – კუნთის მოდუნებისთვის განკუთვნილი გარკვეული სავარჯიშოების კომპლექსის შემდეგ.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი მის ნერვულ სისტემას გამძლეობაზე ამოწმებს, ეს ყველაფერი ძილზე აისახება. კრიტიკული გასწორება ღრმა და სრულფასოვან მოდუნებას უწყობს ხელს, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, რაც ძილის პროცესის ნორმალიზებაში გვეხმარება.

სტრესი

სტრესი დაავადებათა უმეტესობის მიზეზს წარმოადგენს. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ყველა სისტემაზე. გასწორების პრაქტიკის დროს სტრესის კვალი ქრება და ადამიანის ახალ სტრესულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნებას სწავლობს. დღეს იოგის 5 პოზას გასწავლით, რომელიც კუნთების მოდუნებასა და სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

პოზა ნომერი 1

დაგეხმარებათ მკერდის და ხერხემლის კუნთების მოდუნებაში და მოძრაობას გაგიიოლებთ. იცვლება დგომი, იხსნება გულ-მკერდის არე, კისერს ეხსნება დაძაბულობა.

პოზა ნომერი 2

დაძაბულობა იხსნება წელსა და ხერხემლის კუნთებში. ეს პოზა გრიჟებისა და ხერხემლის დისკთშორისი პროტრუზიის დროს პროფილაქტიკასაც წარმოადგენს.

პოზა ნომერი 3

მკერდის არე სწორდება, კისერი ნელ-ნელა ზურგთან მიმართებაში ერთ ხაზზე დგება. დუნდება კუნთისა და მხრების კუნთები. ხერხემალი სწორდება.

პოზა ნომერი 4

დუნდება გავის კუნთები, ძლერდება ქვედა წელის კუნთები. მუხლებისა და ტერფების მდგომარეობაც ნელ-ნელა გაუმჯობესებას იწყებს.

პოზა ნომერი 5

ეს სავარჯიშო სხეულის ყველა ნაწილზე მოქმედებს. მამოძრავებელი კუნთები მოდუნდებიან, შიდა კუნთოვანი სისტემა კი გაძლიერდება. სავარჯიშოს ძლიერი თერაპიული ეფექტი აქვს, მათ შორის სქოლიოზის დროსაც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.