Connect with us

ჯანმრთელობა

ინსულტი? მენინგიტი? ტვინის ანევრიზმა? როდის არის თავის ტკივილი სასიკვდილოდ სახიფათო სიმპტომი

დროდადრო თავი ყველას სტკივა: გადაღლილობის, ვირუსული ინფექციების, ამინდზე ცვლილების დროს, ზოგიერთისთვის კი თავის ტკივილი უცვლელი თანამგზავრია. ზოგჯერ თავის ტკივილი სახიფათო დაავადების სიმპტომია. ტვინის ანევრიზმა, ინსულტი, მენინგიტი – ყველა ეს სახიფათო დაავადება სტარტს აუტანელი თავის ტკივილით იღებს. ეს ერთგვარი განგაშის სიგნალია, რომელიც გაფრთხილებთ, რომ ცოტა დრო გაქვთ და სწრაფად უნდა იმოქმედოთ. დღეს გიამბობთ, როგორ გაარჩიოთ სახიფათო თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება ინსულტის, ტვინის ანევრიზმის, მენინგიტის ან სხვა სახიფათო დაავადების სიმპტომი იყოს.

თქვენ გრძნობთ გაშეშებას, თქვენი მეტყველება გაურკვეველია

თავის ტკივილი, რომელსაც მსგავსი სიმპტომები ახლავს, შეიძლება ტვინის ანევრიზმის ნიშანი იყოს. ექიმები აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად ანევრიზმას თავის ტკივილი ხშირად ახლავს, სწორედ მის გამო დიაგნოზის დასმა გვიან ხდება. პაციენტები ტკივილგამაყუჩებლებს იღებენ და ექიმს ბოლო წუთამდე არ მიმართავენ. თუ მეტყველების სირთულე ან გაშეშება შენიშნეთ, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ. ანევრიზმა – არის დაავადება, როცა ყოველი წუთი ძვირფასია.

თქვენ ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ

ეს შეიძლება ტვინის შერყევის ნიშანი იყოს. დაავადებას ღებინება და გონების დაკარგვა ყოველთვის არ ახლავს, მაგრამ ძლიერი თავის ტკივილი და კონცენტრაციის პრობლემები – თითქმის უეჭველი ნიშნებია. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ თავის ტკივილს კონცენტრაციის პრობლემები ახლავს – წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მიიღოთ.

თავის ტკივილი გაღვიძებთ

თუ თავის ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ დაძინება გიჭირთ ან ტკივილი გაღვიძებთ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ. საქმე იმაშია, რომ ასეთი ძლიერი თავის ტკივილი ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანია. ეს ის შემთხვევაა, როცა დაავადების დროულად აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი გაქვთ

იმის მიუხედავად, რომ მენინგიტი იშვიათად გვხვდება, მისი სიმპტომების ცოდნა მნიშვნელოვანია. ესაა ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ზურგის ტვინს აზიანებს და ნამდვილად სახიფათოა. მისი დროულად ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის ტკივილი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი ახლავს, ერთ-ერთი ნაადრევი ნიშანია. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ რაღაც მსგავსი თქვენში ან ახლობლებში შენიშნეთ.

თქვენ მხედველობის პრობლემები გაქვთ

თავის ტკივილი, რომელსაც მხედველობის დაქვეითება ან ვიზუალური ცვლილებები ახლავს – ე.წ. „აურის“ ნიშანია, რომელიც შაკიკის ხშირი თანამგზავრია. სიმპტომები არ უგულებელყოთ და ნევროლოგს მიმართეთ.