Connect with us

თავის მოვლა

ინდოელი ქალების ლამაზი თმის საიდუმლო

მოვლილი თმა ინდოელი ქალების სიამაყის საგანია. არ იფიქროთ, რომ სქელი და ხავერდოვანი თმა მათ დაბადებიდანვე აქვთ. პირიქით, ეს ყოველდღიური შრომის და განსაკუთრებული უნარების დამსახურებაა, რომელთაც ბავშვობიდან აჩვევენ. ამ ცოდნის გამოყენებით თქვენი თმაც უფრო ჯანსაღი და ლამაზი გახდება.

ბავშვობიდან ინდოელ ქალებს კონტრასტული ტემპერატურის წყლით თავის დაბანას აჩვევენ. ისინი თავს ცხელი წყლით იბანენ, ხოლო თმის დასარბილებლად და შამპუნის ქიმიური კომპონენტების აგრესიული ზემოქმედების გასანეიტრალებლად თავზე ბრინჯის გრილ ნაყენს ივლებენ. ამისთვის 1 ფინჯანი თეთრი ბრინჯის მარცვლები აიღეთ, ონკანის გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, რომ სახამებელი და ჭუჭყი მოაშოროთ, შემდეგ ემალის ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და 15 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ მარლაში გადაწურეთ. ბრინჯის წყლის თავზე გადავლების შემდეგ მოხერხებული გოგოები თმას ნაზი ნატურალური ქსოვილით იშრობენ, რაც მათ თმას ბზინვარებას და ხავერდოვან სირბილეს ანიჭებს.

ინდოელი ქალები თავის კანზეც ზრუნავენ, რადგან მისი ნორმალური მდგომარეობა თმის ჯანსაღ იერზე პირდაპირ დამოკიდებულია. დრო და დრო (კვირაში 1-2-ჯერ) თავის კანში ჯადოსნური თვისებების მქონე ქოქოსის ზეთს იზელენ. ქოქოსის ზეთი თმის თითოეულ ბოლქვზე თხელ დამცავ ფენას ქმნის, რითაც სასარგებლო ნივთიერებებს საიმედოდ აკავებს და თმას დაყოფისა და მტვრევადობისგან იცავს.

ზოგჯერ მასაჟის დროს სხვა ზეთსაც იყენებენ. მაგალითად, ინდური ხურტკმელის ზეთი ჭარბ ცხიმიანობას მოგაშორებთ, პაჩული – ქერტლს, ილანგ ილანგი – ზრდას სტიმულირებს, ნუში – ფერის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ზეთისხილი – თმას აძლიერებს, ხორბლის აღმონაცენები – ატენიანებს, სეზამი – თმის ცვენას ამცირებს და ა.შ. საშუალება 30 წუთით წაისვით, ამის შემდეგ თავი ჩვეული მეთოდით დაიბანეთ. არომატული ზეთი შეგიძლიათ შამპუნს დაუმატოთ – 100 მლ შამპუნზე 8-10 წვეთი ზეთი საკმარისი იქნება.

ინდოელი ქალები მკვებავ ნიღბებსაც იყენებენ, რომლებიც მარტივი პროდუქტებისგან მზადდება. მათ პოვნას სახლში ან უახლოეს მაღაზიაში შეძლებთ.

თმის მკვებავი ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 4 ს/კ ინა (უფერო ინაც იყიდება, რომელიც თმას არ ღებავს)
  • 40 მლ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ ნატურალური იოგურტი ან რბილი ხაჭო
  • 2 კვერცხი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მიღებული ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 40 წუთის შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და ბალზამი წაისვით.

ინდოელი ლამაზმანები არა მხოლოდ გარეგნულ საშუალებებს იყენებენ, არამედ სპეციალურ სასარგებლო სასმელებსაც ამზადებენ. თუ თმის გაიშვიათება შეამჩნიეთ, ვიტამინების ნაკრების შეძენა არ იჩქაროთ, არამედ ნატურალურ ანალოგს მიმართეთ.

ვიტამინების სასმელი

მწიფე ბანანი ნაჭრებად დაჭერით და 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ იოგურტი და 1 ჭიქა ახალი ან უკიდურეს შემთხვევაში პასტერიზებული რძე (0,5-1,5% ცხიმიანობით) დაუმატეთ და დააბლენდერეთ. მიღებული გემრიელი კოქტეილი ძირითადი საკვების მიღებებს შორის მცირე ყლუპებად ან ერთ-ერთი საკვების ნაცვლად დალიეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ სასურველ შედეგს დაინახავთ, ამასთან წონაში დაკლებასაც შეძლებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.