Connect with us

ჯანმრთელობა

იმუნური სისტემის განახლება და აღდგენა შესაძლებელია, თანაც სულ რაღაც 3 დღეში

მეცნიერები ირწმუნებიან: იმუნური სისტემის გადატვირთვა შესაძლებელია. ამისთვის მხოლოდ 3 დღე დაგჭირდებათ

იმუნური სისტემა კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმია, რომელიც ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში ნებისმიერი უცხო სხეულის ამოცნობა, განადგურება და გამოდევნაა. სისტემა კარგად აწყობილია, მაგრამ ზოგჯერ დარღვევები შეინიშნება.

ადამიანის იმუნური სისტემა

ახალგაზრდებს იმუნური სისტემის პრობლემა ნაკლებად აქვთ. საქმე იმაშია, რომ ადამიანს ყველაზე კარგი იმუნური სისტემა 15-დან 25 წლამდე აქვს. ამის შემდეგ მისი მოქმედება ნელ-ნელა მცირდება. ეს შეუმჩნევლად ხდება, მაგრამ ხანდაზმულ ასაკში იმუნური სისტემის მუშაობა მნიშვნელოვნად მცირდება. ამის გამო ზრდასრულ ასაკში სიმსივნის, იმუნოდეფიციტის და სხვა სერიოზული დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

ცხადია, რომ იმუნიტეტის შენარცუნებისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უნდა დაიწყოთ. სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა – პრევენციული ღონისძიებები, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება.

ცოტა ხნის წინ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა იმედს გვაძლევს, რომ იმუნიტეტის აღდგენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. საქმე საკვებზე მცირე ხნით თავის შეკავებას ეხება. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და სიმსივნით დაავადებულ ადამიანებზე ქიმიოთერაპიის ეფექტი შეისწავლეს. კვლევის დროს პაციენტებს 6 თვიანი მკურნალობის პერიოდში 2-დან 4 დღემდე შიმშილობა შესთავაზეს.

დამტკიცდა, რომ ასეთი შიმშილობა ქიმიოთერაპიის უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს, ასევე დაბერებასთან დაკავშირებულ ფერმენტებს და სიმსივნის გამზრდელ ჰორმონებს ამცირებს.

მეცნიერების თქმით, მცირე ხნით შიმშილობა ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ასევე ახალი სისხლის თეთრი სხეულების (ლეიკოციტები) წარმოებას ხელს უწყობს, რომლებიც ინფექციებს ებრძვის. ეს კი იმუნიტეტის აღდგენას ხელს უწყობს.

„შიმშილობა ღეროვან უჯრედებს მთელი ორგანიზმის აღსადგენად სრული წინსვლის ბრძანებას აძლევს. ამასთან, ორგანიზმი ძველი და დაზიანებული უჯრედებისგან თავისუფლდება. ავადმყოფი და ხანდაზმული ადამიანები შიმშილობის პროცედურით ახალ იმუნურ სისტემას ღებულობენ“ – ამბობს ვოლტერ ლონგო, გერონტოლოგიის და ბიოლოგიის პროფესორი.

ბევრი დიეტოლოგი შიმშილობის მეთოდზე დაობს და მას ორგანიზმისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა ჩატარებული კვლევები ამტკიცებს, რომ მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანის.

რედაქციის რჩევა

საკვებზე უარის თქმა ორგანიზმისთვის რთული გამოცდაა, განსაკუთრებით პირველ დღეებში. სხეულს ზიანი რომ არ მიაყენოთ, ყველაფერი თანდათანობით უნდა გააკეთოთ და მდგომარეობა არ გააწმვაოთ. უფრო მსუბუქი და მცირე ხნიანი შიმშილით დაიწყეთ და ხანგრძლივ კურსზე ნელ-ნელა გადადით.

სანამ შიმშილის პრაქტიკას დაიწყებთ, ექიმთან კონსულტანციის გავლა არ დაგავიწყდეთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვადასხვა უკუჩვენებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად სხვა მეთოდებიც არსებობს – სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში არავის ავნებს!

რას ფიქრობთ შიმშილით მკურნალობაზე?თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ!