Connect with us

ჯანმრთელობა

იმკურნალეთ მხოლოდ და მხოლოდ წყლით! ის ერთადერთი წამალია, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა

იაპონელებს სამკურნალო და ღრმა სიბერემდე კარგი ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი არაერთი საკუთარი საკმაოდ ეფექტური მეთოდი გააჩნიათ. ისინი ცნობილები არიან, როგორც დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მაცხოვრებლები, რაც არა მხოლოდ მათი კვების, არამედ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პრაქტიკების დამსახურებაა.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყლის მიღება მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. მეტიც, უბრალო წყლის დახმარებით იაპონელები არაერთ სერიოზულ დაავადებასაც კი მკურნალობენ. მთავარია, სწორად მიიღოთ ის.

აუცილებელია წყლის მირთმევა გაღვიძებისთანავე. არაერთი საკმაოდ სერიოზული დაავადების სამკურნალოდ, წყალი ერთადერთი წამალია, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა.

იაპონელმა მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევებით დაადასტურეს, რომ გაღვიძებისთანავე მირთმეული წყალი გვეხმარება ისეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: თავის ტკივილი, გულთან დაკავშირებული პრობლემები, ბრონქიტი, კუჭის გაღიზიანება და ა.შ.

გარდა ამ მცირე ჩამონათვალისა, სუფთა სასმელი წყალი კიდევ არაერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრაში გვიწყობს ხელს.

წყალი აღიარებულია ეფექტურ წამლად შემდეგი პრობლემების წინააღმდეგ: 

  • თავის ტკივილი
  • სხეულის ტკივილი
  • გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებები
  • ართრიტი
  • ტაქიკარდია
  • ეპილეფსია
  • ჭარბი წონა
  • ასთმური ბრონქიტი
  • ტუბერკულოზი
  • მენინგიტი
  • თრიკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებები
  • ღებინების შეგრძნება
  • გასტრიტი
  • დიარეა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ყაბზობა
  • თვალის დაავადებები
  • სასქესო ორგანოების დაავადებები
  • ყელის, ყურისა და ცხვირის დაავადებები

წყლით მკურნალობის იაპონური მეთოდი

  1. დილით, სანამ ჯერ კიდევ კბილებს გაიხეხავთ აუცილებელია 4 ჩაის ჭიქა წყლის მიღება (1 ჭიქა – 200 მლ).
  2. გაიხეხეთ კბილები, არ მიირთვათ და არ დალიოთ არაფერი მომდევნო 45 წუთის განმავლობაში.
  3. 45 წუთის გასვლის შემდეგ ჭამეთ და დალიეთ რაც მოგესურვებათ.
  4. საუზმობიდან მომდევნო 2 საათის განამვლობაში არ მიიღოთ სითხე და საკვები.
  5. თუ დილით 4 ჩაის ჭიქა წყლის დალევა უბრალოდ არ შეგიძლიათ, დაიწყეთ უფრო მცირე ულუფით და ნელ-ნელა მოუმატეთ მას.

რატომ არის აუცილებელი დილით 4 ჭიქა წყლის მირთმევა? 

ძილის შემდეგ ჩვენი სისხლი შედარებით ბლანტია, რაც წყლის უკმარისობით არის განპირობებული. გაღვიძებისთანავე, უზმოზე აუცილებლად უნდა მიირთვათ საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყალი. თუ დილას სენდვიჩითა და ყავით იწყებთ, სისხლი კიდევ უფრო ბლანტდება, რაც საზიანოა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

ყავა და ჩაი შარდმდენი სასმელებია. თუ დილას სწორედ ამ სასმელებით იწყებთ, თქვენს თირკმელებს ორგანიზმიდან უფრო მეტი წყალი გამოაქვს, ვიდრე თავად იღებს, რის შედეგადაც ვითარდება ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, სხეული განიცდის დეჰიდრარტაციას, ხოლო სისხლი – სულ უფრო და უფრო ბლანტდება.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდიანრე, დაიწყეთ თქვენი დილა წყლით, რათა ორგანიზმში ყველა პროცესი სრულფასოვნად წარიმართოს, გაიუმჯობესოთ ნაწლავების მუშაობა, საჭმლის მონელების პროცესი, სისხლის მიმოქცევა და თავიდან აირიდოთ არერთი სერიოზული პრობლემა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.