Connect with us

ჯანმრთელობა

იკლებენ თუ არა წონაში მწვანე ჩაის დახმარებით

დღეს მწვანე ჩაით წონაში დაკლება სულ უფრო და უფრო პოპულარული მეთოდი ხდება. მწვანე ჩაი ნამდვილად ასეთი კარგია გასახდომად, თუ ეს მხოლოდ მითია?

სპორტსმენებმა, განსაკუთრებით ბოდიბილდერებმა მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ კარგად იციან, რომლებიც უამრავ რეკლამირებულ სპორტულ საკვებ დანამატში შედის.

პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ მწვანე ჩაი ჭარბი წონის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე გზით მუშაობს: ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, უკვე დაგროვებული ცხიმის მოცილებას ხელს უწყობს, მაგრამ ეს მოქმედება უმნიშვნელოა.

რიგი კვლევები აჩვენებს, რომ ოთხი ჭიქა (600-800 მლ) მწვანე ჩაი დამატებით 85 კალორიას წვავს, რაც 3 თვეში 1 კგ დაგროვებულ ცხიმს უდრის. თუმცა მცირე ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში (კვირაში 3 საათი) მწვანე ჩაის რეგულარული მიღების ეფექტი მკვეთრად იზრდება.

მწვანე ჩაი საკვებიდან სახამებლის ათვისებას ხელს უშლის (დღიურ რაციონში შემავალი ნახშირწყლების 80% სწორედ სახამებელზე მოდის. მას შეიცავს კარტოფილი, ბრინჯი, მანანის ფაფა, ლობიო, პურის ნაწარმი და ა.შ.)

არსებობს ასეთი რწმენა, რომ მწვანე ჩაის შეგიძლიათ ნებისმიერი პურის ნაწარმი მიაყოლოთ. სინამდვილეში, მწვანე ჩაი არც ასეთი ძლიერ მოქმედია, რომ მთელი სახამებლის ათვისებას ხელი შეუშალოს. მასში შემავალი ფერმენტები ამილაზას (ფერმენტი, რომელიც სახამებლის გლუკოზად გარდაქმნაში მონაწილეობს) ნაწილობრივ ბლოკავენ.

მეცნიერებისთვის უცნობია სახამებლის ზუსტი რაოდენობა, რომელიც მწვანე ჩაის დახმარებით საჭლის მომნელებელ სისტემაში „ხელშეუხებელი“ გადის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ სახამებელი გლუკოზამდე იშლება, რაც ცხიმოვანი დაგროვების მთავარ საფუძველს წარმოადგენს (ამავდროულად კუნთებში გლიკოგენს ზრდის, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ ბოდიბილდერებისთვის ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება და მწვანე ჩაის დაყოლება რეკომენდებული არაა.)

გარდა ამისა, ორგანიზმში მოხვედრილი გლუკოზა სისხლში ინსულინის წარმოებას ზრდის, რომლის ანაბოლური თვისებები უმნიშვნელოა, მაგრამ ცხიმის ფორმირებასა და შენახვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ინსულინი უკვე არსებული ცხიმების დაშლას ხელს უშლის და ახლის დაგროვებას ხელს უწყობს.

სწორედ ამიტომ, ბოდიბილდერებისთვის რეკომენდებულია 1-2 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა ვარჯიშის წინ ბოლო კვების მიღებამდე. ეს ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და ცხიმის წვაზე დადებით გავლენას მოახდენს.

და ბოლოს, მწვანე ჩაი წიდებს ან მავნე ნივთიერებებს მოგაშორებთ. ზრდასრულ ადამიანში მთელი განავლის მასა 15 კგ-ს აღწევს. მწვანე ჩაის საფაღარათო ეფექტი არ გააჩნია.

მწვანე ჩაის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია სწორად მოადუღოთ. მდუღარე წყალი ჭარბ წონასთან მებრძოლ ფერმენტებს შლის, ამიტომ მწვანე ჩაი არა მდუღარე, არამედ უბრალოდ ცხელ წყალში მოადუღეთ.

ამასთან 2-ჯერ გააკეთეთ: პირველად ნაყენი 1-2 წუთის შემდეგ გადაასხით, მეორეჯერ კი რჩება მანამ, სანამ არ დალევთ. 1 ჩ/კ ჩაიზე 100 მლ წყალი გამოიყენეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.