Connect with us

ჰოროსკოპი

იდეალური რძალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: საუკეთესო ნიშნების რეიტინგი

ოჯახური ურთიერთობის დაწყებისთანავე დედამთილთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. როგორი წვნიანიც არ უნდა გამეკეთებინა, მისი გემო ქმრის დედას არ მოსწონდა. ჩემი დიზაინის გადაწყვეტილებები, სახლის დალაგების სტილი და ბავშვის აღზრდის მეთოდებიც ნეგატიურ კომენტარებს იწვევდა. ვფიქრობდი კიდეც, რომ „საუკეთესო რძლის“ წოდებას ვერ დავიმსახურებდი.

დროთა განმავლობაში ადაპტირება მოვახდინე, თუ დედამთილი შეეგუაა არ ვიცი, მაგრამ სიტუაცია გაუმჯობესდა. რამდენიმე გულახდილი საუბრის შემდეგ ჩემ წინ სულ სხვა, ბრძენი ქალი გამოჩნდა. გადავწყვიტე შემემოწმებინა, თუ ვინ არის საუკეთესო რძალი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. წარმოიდგინეთ, მათ შორის საკუთარი თავი ვიპოვე!

რძალი – სასწორი

მგრძნობიარე, ემოციური და რომანტიული სასწორი ოჯახში კომფორტის და ჰარმონიის შექმნას მიჩვეულია. სწორედ ამიტომ, ის სკანდალებს, განსაკუთრებით წვრილმანების გამო, არ დაუშვებს.

ქალი სასწორი წყენას უფრო ადვილად გადაყლაპავს და დედამთილის ახირებებზე თვალს დახუჭავს, ვიდრე კონფლიქტს დაუშვებს. მით უფრო, რომ კონფლიქტის მოგვარება დიალოგით ადვილია.

მოლაპარაკებების უნარის გამო ქმარი მასზე გიჟდება და დედამთილი პატივს სცემს. თუმცა სტატუს ქვოს შენარჩუნება ყოველთვის რთულია, ამიტომ ზოგჯერ სასწორს ემოციებისგან დაცლა სჭირდება.

რძალი – ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული რძალი ხასიათით ძლიერი და ნებისყოფის მქონე ქალია. სახლში სტატუსის გაყოფას მიჩვეული არაა. რატომ არის ვერძი საუკეთესო რძალი? ყველაფერი მარტივია.

დედამთილთან წარმოუდგენლად თავაზიანია. ის პატივს სცემს ქალს, რომელმაც მას მსოფლიოში საუკეთესო ქმარი აჩუქა. ქმარი ვერძისთვის – მისი არჩევანია, ის კი მხოლოდ საუკეთესოებს ირჩევს.

ვერძი ზედმეტად ემოციური არაა. თბილ მისალმებას მისგან არ უნდა ელოდოთ. მაგრამ მას ერთი მნიშვნელოვანი თარიღიც არ დაავიწყდება, ყოველთვის კარგ საჩუქრებს აკეთებს და კომპლიმენტებს არ იშურებს.

რძალი – მერწყული

ბუნებრივი მომხიბვლელობის, ცხოვრების მიმართ სიყვარულის და ღიმილის წყალობით შეუძლია ქმრის ნათესავები ერთი ნახვით მოხიბლოს. ყვავილები და საჩუქრები მის მიზნებს მხოლოდ ხელს უწყობს.

მერწყული კომუნიკაბელური და გულწრფელია. თუმცა ზოგი დედამთილი ამას თამაშად მიიჩნევს. რას ვიზამთ, ყველას ვერ ვასიამოვნებთ.

ამის მიუხედავად, მამამთილი და დედამთილი შვილის სახლში ყოველთვის მისასალმებელია. მათ ყოველთვის ღიმილით ხვდება, სუფრას უშლის და ღამით დარჩენასაც სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ქალი მერწყული საუკეთესო რძალია.

რძალი – თევზები

თევზები დედამთილთან დამეგობრებას ცდილობენ. პირველ რიგში, საერთო ინტერესებს ეძებენ, თუ ასეთს ვერ იპოვიან, ქმრის დედის ჰობზე უფრო მეტის გაგებას ცდილობენ.

დროთა განმავლობაში რძალი თევზები დედამთილისთვის საუკეთესო მეგობარი ხდება. ერთად შეუძლიათ ბაზარში ყაბაყის საყიდლად წავიდნენ ან აგარაკზე პეტუნიები დარგონ და ფანჯრები გაწმინდონ.

თევზები შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან. ადამიანის პოზიტიურ და ნეგატიურ თვისებებს ადვილად ამოიცნობენ და მათი გაკონტროლება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, თევზებისთვის დედამთილთან ურთიერთობა მუდმივი სამსახურია.

თუ ანჩხლი დედამთილის რძლობა მოგიწიათ, მისი კეთილგანწყობის მოპოვება გაგიჭირდებათ. როგორი ანგელოზიც არ უნდა იყოთ, რამდენად გულწრფელი ზრახვებიც არ უნდა გქონდეთ, ამ შემთხვევაში არაფერი გიშველით. სწორედ ამიტომ, ეცადეთ მოდუნდეთ და კონცენტრირება ქმართან ურთიერთობაზე გააკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო რძალია ის, ვინც ოჯახში ჰარმონიის შექმნა შეძლო.