Connect with us

ჯანმრთელობა

თხევადი ოქრო: როგორ ეხმარება სელის თესლი გახდომის მსურველებს და კურნავს საშიშ დაავადებებს

სელის თესლი – სასარგებლო ზეთების, ძვირფასი მიკროელემენტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მჟავების მთელი საგანძურია. ამ პროდუქტს მაღაზიაში არც ერთმა დიასახლისმა არ უნდა ჩაუაროს. მრავალი სხვა მარცვლეული კულტურისგან განსხვავებით, სელი სასარგებლოა როგორც ფქვილის, ისე მისი ექსტრაქტის სახით, დიდხანს არ ფუჭდება და არ კარგავს თავის თვისებებს. სელის ზეთი ძალიან მსუბუქია თავისი კონსისტენციით, აქვს სასიამოვნო არომატი და ცვლის მრავალ საკვებ დანამატს.

სელის ზეთის სასარგებლო თვისებები

1. დაბალკალორიულობა: სელის თესლი მოიხმარება დიეტის დროს, მათ მიერ, ვისაც გახდომა სურს.

2. ნიტრატების ნეიტრალიზება: სალათში 1 კოვზი ზეთის დამატებით, თქვენ არსებითად შეამცირებთ იმ ქიმიკატების აქტიურობას, რომლებსაც შეიძლება ბოსტნეული შეიცავდეს.

3. ომეგა-3-ის მაღალი შემცველობა: ეს ჯერადი მჟავები იცავს და აძლიერებს გულს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

4. ამცირებს კიბოს უჯრედების ზრდას: იმ თავისუფალი რადიკალების დონის შემცირებისაზე, რომლებიც სიმსივნესა და უჯრედების ანომალურ ზრდას იწვევენ, პასუხს აგებს ზეთში არსებული ანტიოქსიდანტი თიოპროლინი.

5. გამაახალგაზრდავებელი ეფექტი: სელის ნაყენის ან ზეთის რეგულარული მოხმარების დროს, უმჯობესდება კანისა და თმის მდგომარეობა.

6. ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები: სელის თესლი ცნობილია თავისი შემხორცებელი თვისებებით, ომეგა-3-ის შემცველობის გამო.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სელის თესლი ეფექტურია მაჯის არხის სინდრომის მკურნალობის დროს, ასევე, გამოიყენება, როგორც დამატებითი სამკურნალო პროცედურა დიაბეტიკების ფეხებზე წყლულების სამკურნალოდ. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ საკვები დანამატია და მხოლოდ მასზე დაყრდნობა მკურნალობის დროს – დიდი სისულელეა.

სელის თესლის დღიური ნორმის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით – 1 ჩ.კ.-დან 2-3 ს.კ.-,დე – მოიხმარეთ ყოველ ჭამამდე, 2-3 თვის განმავლობაში. სელის თესლის დოზის გადაჭარბება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან მისი ინგრედიენტები ორგანიზმში არ გროვდება. შეწყვიტეთ მისი მიღება. თუ იგი გაფუჭდა ან მომწკლარტო გემო გაუჩნდა.

ზეთის მოხმარების უკუჩვენებები

  • მწვავე ქოლეცისტიტი
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • დიარეა
  • კერატიტი(თვალის რქოვანას ანთება)
  • სისხლის გამთხელებელი პრეპარატების მიღება

სელის თესლის მოხმარებამდე, წამლების პარალელურად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

აღნიშნულ სტატიას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს. ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!