Connect with us

ჯანმრთელობა

თქვენს თირკმლებს ხალხური რეცეპტის გამოყენებით დაეხმარეთ

ამ ხალხური რეცეპტის მომზადების ეტაპები:

  1. 2 კგ ხახვი ფურცლებისგან გაათავისუფლეთ.
  2. წვრილად დაჭერით ან მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  3. 2 კგ შაქრის ფხვნილს აურიეთ.
  4. 2 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ხშირად აურიეთ, რომ არ დაიწვას.
  5. ქვაბის ნაცვლად შეგიძლიათ ტაფა გამოიყენოთ.
  6. 2-2,5 ლ ქარვისფერი მასა გამოგივათ.
  7. ქილებში გადაანაწილეთ.

ერთი ქილა სამზარეულოში თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რომ მისი მიღება არ დაგავიწყდეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ და წყალი დააყოლეთ.

დანარჩენი ქილები მაცივარში შეინახეთ. მათ სრულად 3 კვირაში დაამთავრებთ. 2-5 დღის შემდეგ შარდის ანალიზი გაიკეთეთ და თავად ნახავთ ქვიშას და მუქი ფერის წვრილ კენჭებს.

შეიძლება ტკივილმა შეგაწუხოთ. მისი მიღება არ შეწყვიტოთ. ეს კენჭები იშლება. იყო შემთხვევები, როცა ნიგოზი დაიფშვნა და ფხვნილის სახით გამოვიდა.

თირკმლების ტკივილი ხშირად თან ახლავს ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა:

  • პიელონეფრიტი (თირკმლის მენჯის ღრუს ანთება) – სუსტი ტკივილი, რომელსაც პულსური ხასიათი აქვს და რომელიც აღინიშნება გვერდით, ზოგჯერ ორივე მხარეს.
  • გლომერულონეფრიტი
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • თირკმლის სიმსივნე
  • ნეფროპტოზი (თირკმლის დაწევა)
  • თირკმლის დადებითთვისებიანი სიმსივნე (ადენომა, ფიბრომა)
  • თირკმლის ჰიდრონეფროზი
  • შარდკენჭოვანი დაავადება

თირკმლის დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები: ტკივილის გაძლიერება გვერდსა და მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი ზურგში, მგრძნობელობა შეხების დროს, მაღალი ტემპერატურა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ხშირი შარდვა.

ხშირად თირკმლების ტკივილი ისეთ დაავადებაზე მითითებას გაძლევთ, რომელიც პირდაპირ თირკმლებს არ უკავშირდება. სწორედ ამიტომ, პირველივე სიმპტომების დროს სჯობს უროლოგს გამოკვლევისთვის მიმართოთ.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილი გაქვთ, გირჩევთ ექიმს კონსულტანციისთვის მიმართოთ. თვითმკურნალოაბ შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.