Connect with us

საკითხავი

თუ ეს 12 თვისება გაქვთ, თქვენ უიშვიათესი ტიპის ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებით

კარლ იუნგის თანახმად, პიროვნების ტიპი ფსიქოლოგიურ (ექსტრავერტი ან ინტროვერტი), ასევე ფსიქიკურ (აზროვნება, გრძნობა, განცდა და ინტუიცია) ფუნქციების საფუძველზე განისაზღვრება.

მოგვიანებით ამ კატეგორიების სხვადასხვა კომბინაციებით პიროვნების 16 ტიპი  (მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი) გამოყვეს. მათ შორის ყველაზე იშვიათი ტიპია INFJ (ინტროვერსია, ინტუიცია, გრძნობა, მსჯელობა).

გსურთ, გაიგოთ მიეკუთვნებით INFJ ტიპის ხალხს?

აი, 12 განსაკუთრებულობა, რომლებიც ამ პიროვნებისთვის დამახასიათებელია:

1. ყურადღებას მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებენ

INFJ ტიპის ადამიანები ყურადღებას მხოლოდ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას და წვრილმანებს უგულებელყოფენ.

ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს ცივსისხლიანად უმკლავდებიან. ამასთან საკმაოდ თავდაჯერებულნი არიან.

თუ რაღაც ისე არ მიდის და ცხოვრებაში საკუთარი გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებენ, ისინი უბრალოდ პოულობენ ადამიანებს, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.

2. ზუსტად იციან, თუ რატომ ასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს

INFJ ტიპის ადამიანები დიდი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლები არიან.

სამუშაოს სხვის დასანახად არასდროს ასრულებენ. ყოველთვის მთელ ძალისხმევას იყენებენ, რომ დასახულ ამოცანას რაც შეიძლება უკეთესად გაუმკლავდნენ.

3. მათ განვითარებული ინტუიცია აქვთ. გრძნობენ იმას, რაც უნდა მოხდეს

ეს თანდაყოლილი ნიჭი, მათი ბუნების ნაწილია. ისინი გრძნობენ, როცა რაღაც რიგზე არაა. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ მოქმედებენ, ამასთან მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ეყრდნობიან. მათ იციან, რომ ინტუიცია ძალიან იშვიათად ღალატობთ.

მათი ინტუიცია იმდენად კარგად განვითარებულია, რომ იმის გრძნობა შეუძლიათ, რომ მათ ცხოვრებაში მალე რაღაც მოხდება. ეს შეიძლება იყოს ცუდი, ან კარგი.

4. სიმართლის გასარკვევად ყველაფერს აკეთებენ

ამ ტიპის ადამიანებს ცოდნის და ზოგადად მიღებული ფაქტების სტანდარტული ბაზა არ აკმაყოფილებთ. სიმართლის გარკვევას ჯიუტად ცდილობენ და პოულობენ მეთოდებს, რომ მსოფლიოს და მთელი სამყაროს საიდუმლოებები გაიგონ.

მათ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება უყვართ. სამყარო მათ აღფრთოვნაებას იწვევს, რადგან მასში ბევრი საიდუმლოა.

5. მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ

INFJ ტიპის ადამიანები მეგობრებს გონივრულად ირჩევენ.

დროს მხოლოდ ისეთ ადამიანებთან ატარებენ, რომლებიც თავად აირჩიეს და რომლებიც მთავარ ცხოვრებისეულ ღირებულებებს იზიარებენ და ხვდებიან, რომ INFJ ტიპის ადამიანს ზოგჯერ განმარტოება სჭირდება.

ისინი მეგობრების დიდ წრესთან ერთად ბარებსა და რესტორნებში არ დადიან, უპირატესობას სახლში დასვენებას და განმარტოებას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, მათ ბევრი მეგობარი არ ჰყავთ.

მათ ჰყავთ რამდენიმე, მაგრამ ნამდვილად ერთგული და ახლობელი მეგობარი.

6. მათ ემპათიის ნიჭი აქვთ

ამ ტიპის ადამიანები გულწრფელები და მგრძნობიარეები არიან. ისინი გულუხვები არიან და ადამიანებზე ზრუნვა უყვართ. გარშემომყოფების დახმარებას ადვილად ახერხებენ.

ისინი გრძნობენ ყველაფერს, რასაც ირგვლივ მყოფი ხალხი განიცდის. სწორედ ამიტომ, დიდ ჯგუფთან შეხვედრა მათთვის დამღლელია. როცა ასე ხდება, განმარტოების სურვილი უჩნდებათ. ეს მათთვის ენერგიის შევსების საშუალებაა.

7. ხალხის წაკითხვა ადვილად შეუძლიათ

INFJ ტიპის ხალხს ემპათიის გრძნობა სხვების ემოციების გაგებაში ეხმარება. როგორ ძლიერადაც არ უნდა სცადოს ადამიანმა თავისი ჭეშმარიტი განზრახვის დამალვას, ის მაინც მიხვდება, რომ ეს ადამიანი იტყუება.

ტყუილის გამოცნობის უნარი საკუთარი დაცვის საშუალებას აძლევს იმ ადამიანებისგან, რომელთაც მათთვის ზიანის მიყენება სურთ ან სხვა არც თუ ისე კარგი მოტივი ამოძრავებთ.

ასეთ ადამიანებს სამეგობრო წრიდან წარმატებით იშორებენ, სანამ ისინი რაიმე ცუდი საქციელის ჩადენას მოასწრებენ.

8. საკუთარ თავთან განმარტოებაზე გიჟდებიან

INFJ ტიპის ადამიანებისთვის საკუთარ თავთან განმარტოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს დრო ყველაფერზე დასაფიქრებლად და ენერგიის შესავსებად სჭირდებათ. მათი შინაგანი სამყარო უზარმაზარია. სწორედ ამიტომ, სხვამ რაც არ უნდა თქვას, მარტო ყოფნა არ ბეზრდებათ.

ქუჩაში სეირნობის თუ რესტორანში ვახშმის დროს, საკუთარ თავთან კომპანიაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.

9. ისინი არაპროგნოზირებადები არიან

მათი განწყობა შეიძლება წამში შეიცვალოს. ერთ წამს შეიძლება დადარდიანებული იყოს, მეორე წამს კი გულწრფელად იღიმოდეს.

ასეთი ადამიანები იმდენად არაპროგნოზირებადები არიან, რომ ვერ მიხვდებით, შემდეგ წამში რას გააკეთებენ.

10. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან

თუ INFJ ტიპის ადამიანმა პირობა მოგცათ, დარწმუნებული იყავით: ის ყველაფერს გააკეთებს.

ასეთი ადამიანისთვის ნახევარი ძალით მუშაობას აზრი არ აქვს. ისინი ყოველთვის 100%-ით იხარჯებიან.

ასეთი ადამიანებისთვის სამუშაოს შესრულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი ცხოვრების დევიზი ასე ჟღერს: ან ყველაფერი, ან არაფერი“.

11. პრობლემის გადაჭრის გზას ადვილად პოულობენ

ისინი პრობლემის გადაჭრას ყოველთვის ახერხებენ და სიტუაციას კომპლექსურად უყურებენ.

საკუთარი შესაძლებლობის წყალობით მნიშვნელოვანი დეტალები ყურადღების მიღმა არ რჩება, ამიტომ პრობლემის განსაზღვრას და მათ გადაჭრას ადვილად ახერხებს.

უბრალოდ, რომ იცოდეთ: ასეთი ადამიანები შეცდომებს იშვიათად უშვებენ.

12. ისინი საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების წერილობითი ფორმით გამოხატვაზე გიჟდებიან.

INFJ ტიპის ადამიანს ბევრი საუბარი არ უყვარს, მას ურჩევნია საკუთარი თავი წერილში გამოხატოს.

ამ ფორმით საკუთარი თავის წარმოჩენის რაც უფრო მეტი შანსი აქვთ, მით უკეთესი. ასე შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას პოულობენ.