ჯანმრთელობა
თუთის ფოთლების ჩაი 22-ჯერ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე
თუთის ფოთლების ჩაი ჩვეულებრივ მენოპაუზის ნიშნების შესასუმბუქებლად გამოიყენება. ცნობილია, რომ მას დიდი სამედიცინო გამოყენება აქვს.
ცოტა ხნის წინ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუთის ფოთლები 22-ჯერ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ცხოველური წარმოშობის რძე და იდეალურია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს ან უბრალოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღება არ უყვარს.
კალციუმთან ერთად თუთის ფოთლების ჩაის სხვა უპირატესობაც გააჩნია:
- C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით ძვლების, კბილებისა და სისხლძარღვებისთვის კარგია; იმუნიტეტს აძლიერებს.
- ტონზილიტის, ფარინგიტის და ბრონქიტის სამკურნალოდ გამოდგება.
- თმის ცვენას ამცირებს. სურდოს, გაციებას, დიერას აქრობს. შაკიკის შეტევებს და თავის ტკივილს ამსუბუქებს.
- უძილობის, ლიბიდოს ცვლილების და დეპრესიის დროს დაგეხმარებათ.
- თუთის ფოთლებს სისხლში ქოლესტერინის დონის დაბალანსება, გასუქებასთან ბრძოლა, დიაბეტის, ჰიპერტონიის და სიმსივნის შეფერხებაც შეუძლია.
აი, მარტივი რეცეპტი, როგორ მოვამზადოთ „თუთის“ ჩაი
1 ს/კ თუთის მშრალ ფოთლებზე 4-5 ჭიქა წყალი გამოიყენეთ. წყლის ადუღების შემდეგ ხმელ ფოთლებს დაასხით, გაგრილება აცადეთ და დალიეთ. ჩაი არ დაატკბოთ.
ჩაი მაცივარში ან თერმოსში მაქსიმუმ 1 დღით შეინახეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.