Connect with us

თავის მოვლა

თმის ძვირადღირებული ნიღბები წარსულს ჩაბარდა. ახლა ნიღაბს თავად ვამზადებ, ასე თმა გადავარჩინე და თანხაც დავზოგე

ძვირადღირებული თმის ნიღბები წარსულს ჩაბარდა. ახლა ნიღაბს თავად ვამზადებ, ასე თმა გადავარჩინე და თანხაც დავზოგე

დახვეული, დაზიანებული ან ძალიან მშრალი თმა გაღიზიანებთ? გამოსავალი არსებობს. ამ პრობლემის გადაჭრას სახლში მომზადებული, იაფი და ხელმისაწვდომი კონდიციონერის დახმარებით შეძლებთ.

გრძელი და ძლიერი აბრეშუმისებრი თმა ჯანმრთელობის ნიშანია. სწორედ ამიტომ, მის შიგნიდან (ვიტამინების და მინერალებით სავსე საკვების გამოყენება) და გარედან (სხვადასხვა ნიღბების გამოყენება) გამოკვებაზე უნდა იზრუნოთ. კარგი ნიღბის მოსამზადებლად ბუნებრივი ინგრედიენტები გამოიყენეთ.

ასეთი ნიღაბი უვნებელი და საკმაოდ ეკონომიურია, რადგან ინგრედიენტების შეძენას იაფად შეძლებთ. ამასთან, წარმოუდგენლად კარგი ეფექტი აქვს.

თმის სწრაფი ნიღბები სახლის პირობებში

პირველი ნიღაბი თმის სტრუქტურას აუმჯობესებს

ბანანის და ავოკადოს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ავოკადო
  • 1 ბანანი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

ავოკადოს და ბანანს ქერქი მოაშორეთ. თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ, მთელი კვერცხი გამოიყენეთ, სხვა შემთხვევაში მხოლოდ კვერცხის გული. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

ნიღაბი სუფთა, სველ თმაზე 10 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ. უკვე ერთ თვეში შედეგს დაინახავთ: თმა რბილი, დატენიანებული გახდება, დავარცხნა გაგიადვილდებათ და თმა სწრაფად ზრდას დაიწყებს.

ლიმონის წვენის და ძმრის ნიღაბი

ეს ნიღაბი უსიცოცხლო თმას გარდაქმნის და ჯანსაღ მბზინვარებას მიანიჭებს.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხის გული
  • 2 ს/კ ძმარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადება და გამოყენება:

ინგრედიენტები პასტის მსგავსი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. დაბანილ თმაზე თანაბარ ფენად იმწამსვე წაისვით  და 15 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. შედეგად თმა გაძლიედება, ცვენა შემცირდება და ჯანსაღ მბზინვარებას შეიძენს.

იოგურტის ნიღაბი

ეს ნიღაბი თმას აძლიერებს და აახლებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 200 გრ იოგურტი

მომზადება და გამოყენება:

ცილა ათქვიფეთ, იოგურტი დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი სუფთა თმაზე წაისვით, ეცადეთ თავის კანში კარგად შეიზილოთ. ნიღაბი ნახევარი საათით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახლში თმის მკვებავი ნიღბები მოამზადეთ და სილამაზით და სიჯანსაღით იკაშკაშეთ.

ნიღბების სასარგებლო რეცეპტები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.