Connect with us

თავის მოვლა

თმის ნიღაბი ჟელატინით: 3 საუკეთესო შინაურული რეცეპტი

ჟელატინს სახლის პირობებში თმის ლამინირების პროცედურის ალტერნატივის სახით იყენებენ. დამატენიანებელი თვისების წყალობით ამ ნივთიერებას დაზიანებული თმის აღსადგენად იყენებენ.

ჟელატინის ფხვნილი კოლაგენს შეიცავს, რომელიც გამძლეობას და მოქნილობას უზრუნველყოფს. დაზიანებულ თმას კი სწორედ ეს სჭირდება. ჟელატინის შინაურული ნიღბების რეგულარულად გამოყენება სილამაზის სალონების პოპულარული პროცედურის, ლამინირების მსგავს ეფექტს იძლევა. დღეს გთავაზობთ თმის შინაურულ საუკეთესო რეცეპტებს ჟელატინით.

თმის ნიღაბი ჟელატინით სახლის პირობებში

3 ს/კ თბილი, მდუღარე წყალი და 1 ს/კ ჟელატინი აურიეთ. ზემოდან თეფში დაახურეთ და 20 წუთით გააჩერეთ. თმა შამპუნით, კონდიციონერის გარეშე დაიბანეთ. ჟელატინის მასას რამდენიმე კოვზი ჩვეულებრივი, მაღაზიაში შეძენილი თმის ნიღაბი დაუმატეთ. მიღებული ნარევი სველ თმაზე, ძირებიდან 3 სმ-ით დაშორებით წაისვით. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და საკვები ცელოფანი შემოიხვიეთ, ზემოდან კი პირსახოცი დაიფარეთ. ნიღაბი 30 წუთში შამპუნის გარეშე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თმის ნიღაბი ჟელატინით და თაფლით

ჟელატინი და წყალი 1:3 პროპორციით აურიეთ. ნარევი ოდნავ შეათბეთ. როცა ჟელატინი გაიხსნება, 1 ს/კ თაფლი და 2 ს/კ თმის კონდიციონერი დაუმატეთ. ნიღაბი თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით (ძირების გარდა), შემდეგ საკვები ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ. 30 წუთის შემდეგ თმა გრილი წყლით დაიბანეთ.

თმის ნიღაბი ჟელატინით, რძით და თაფლით

ამ რეცეპტში წყალი რძით ჩაანაცვლეთ. 1 ს/კ ჟელატინი და 3 ს/კ რძე აიღეთ. ჟელატინი რძეში გახსენით და 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლის ორთქლზე შეათბეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ნარევს 1 ს/კ თაფლი და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. ნიღაბი 40 წუთით გაიჩერეთ და შამპუნის გარეშე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.