Connect with us

თავის მოვლა

თმის ნიღაბი კაკაოთი – 4 რეცეპტი თმის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

კაკაოს თმის ნიღბის სარგებელი ბევრმა ქალმა სწრაფად დააფასა. მისი დახმარებით თმა უფრო ბზინვარე და მოცულობითი ხდება. ნარევი არა მხოლოდ ცხიმიან, არამედ მშრალ თმას კურნავს, სხვაობა მხოლოდ დამატებით კომპონენტებშია. კაკაოს მარცვლები დაახლოებით 300 სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც თმასა და თავის კანზე დადებით გავლენას ახდენენ.

რით არის სასარგებლო კაკაო თმისთვის

შოკოლადის თმის ნიღაბი პოპულარული ცოტა ხნის წინ გახდა, მაგრამ რეცეპტი ძალიან ბევრ ქალს მოეწონა. პირველივე გამოყენების შემდეგ თმა ლამაზ შოკოლადისფერ შეფერილობას იღებს, რომელიც ადვილად ჩამოიბანება და კვლავ აღდგება. კაკაო ძლიერ ანტიოქსიდანტს, ფლავანოლს შეიცავს, რომელიც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და თმის ზრდას ხელს უწყობს. ამასთან, კაკაო თმის გამოშრობას აფერხებს. სწორედ ამიტომ, კაკაოს ნიღბები სიცხესა და სიცივეში თმის დასაცავად რეკომენდებულია.

კაკაოს დამატებითი სარგებელი თმისთვის:

  • მტვრევადობას ამცირებს
  • თმის ცვენას აფერხებს
  • ზრდას არეგულირებს
  • გაყოფილ ბოლოებს კურნავს
  • თმის ფოლიკულებს კვებავს
  • თმის სტრუქტურას აუმჯობესებს

როგორ გავაკეთოთ კაკაოს ნიღაბი სწორად:

  1. ნარევი სველ თმაზე წაისვით.
  2. პროცედურის დროს თავი ცელოფნით და პირსახოცით შეიფუთეთ.
  3. ფხვნილის ეფექტი შეგიძლიათ შავი შოკოლადით გააძლიეროთ.

კაკაო თმის ზრდისთვის

ნიღაბი ეფექტური რომ იყოს, მხოლოდ ახალი კაკაო გამოიყენეთ. ფხვნილი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, ხსნადი კაკაო არ გამოგადგებათ. მწარე შოკოლადით ან კაკაოს ზეთით ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ სასურველი არაა, რადგან შოკოლადი თმას არ ატენიანებს, ხოლო ზეთი არ ღებავს. თმის აღსადგენად და ზრდისთვის ყველაზე ეფექტურ ნიღბებად ითვლება – კეფირი, კვერცხი, კაკაო. თუმცა რძის პროდუქტი შეღებვაზე გავლენას ახდენს და ამიტომ უფრო დიდხანს უნდა გაიჩეროთ.

ნიღბის რეცეპტი თმის გასაზრდელად

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ კაკაო
  • 0,5 ჭიქა კეფირი
  • 1 კვერცხი

მომზადება და გამოყენება:

  1. კვერცხი ათქვიფეთ, კეფირი კაკაოში გახსენით.
  2. კომპონენტები აურიეთ და ფენებად წაუსვით, როცა წინა ფენა გაშრება.
  3. შეფუთეთ, ნახევარი საათით გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.

კაკაოს ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

კაკაოს ნიღაბი ცხიმიან თმაზეც გამოიყენება, მაგრამ პროცედურის დროს შეფუთვა საჭირო არაა. ნარევს რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ, თმა მით უფრო ძლიერად შეიღებება. ასე რომ ხანგრძლივობა შეგიძლიათ გაზარდოთ. შეღებვის ეფექტი რომ დააფიქსიროთ, თავზე ჭინჭრის ნახარში ან ძმრიანი წყალი (2 ს/კ ძმარი 500 მლ წყალზე) გადაივლეთ.

ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაო
  • 0,25 ჭიქა რძე
  • 2 წვეთი ლავანდის ზეთი
  • 1 ს/კ ქოქოსის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

  1. კაკაო რძეში გახსენით და კარაქი დაუმატეთ.
  2. ოდნავ შეათბეთ და თმაზე წაისვით.
  3. 40 წუთით გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.

ღებავს თუ არა კაკაო თმას?

თმის შეღებვის უნარი ბევრმა ქალმა დადებითად შეაფასა. თუ ნიღაბს უფრო მეტ კაკაოს ფხვნილს დაუმატებთ, უფრო მეტად გაჯერებულ ფერს მიიღებთ. სუსტი შეღებვის მისაღებად კაკაო თანაბარი პროპორციით შამპუნს აურიეთ და თმაზე 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ ნარევი თმის ყოველი დაბანის დროს გამოიყენოთ. თმისთვის მოწითალო შეფერილობის მინიჭება რეალურია, თუ კაკაოს 1 ს/კ ინს აურევთ.

ნიღაბი თმის შესაღებად

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მწარე შოკოლადი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1-1 ჩ/კ სელის, ბირკავას, ნუშის და აბუსალათინის ზეთები

მომზადება და გამოყენება:

  1. შოკოლადი გახეხეთ, თაფლს და კაკაოს აურიეთ.
  2. ზეთები შეაერთეთ და შოკოლადის ნარევს აურიეთ.
  3. მიღებული საშუალება თმაზე წაისვით და ცელოფანით შეიფუთეთ.
  4. 1-3 საათით გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.

როგორ გავაკეთოთ ნიღბები კაკაოთი?

კაკაოთი თმის ნიღბის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ რამდენიმე დეტალის გათვალისწინება აუცილებელია. უფრო კარგ ეფექტს მიიღებთ, თუ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ, 2 თვის განმავლობაში გაიკეთებთ. ამის შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. ნიღბის წასმის დროს სასურველია ხელთათმანები და მოსახური გამოიყენოთ, რადგან კაკაოს ლაქების მოშორება რთულია.

კოსმეტოლოგები გირჩევენ:

  • ნიღბის გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. ნარევი ყურის კანზე 15 წუთით წაისვით. თუ სიწითლე და ქავილი არ გაწუხებთ, ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  • დასაშვებია, როგორც კაკაოს ფხვნილის, ასევე ზეთის გამოყენება.
  • ცხიმიანი თმისთვის ზეთის, თუნდაც ეთერზეთის დამატება არ ღირს.

თმის ნიღაბი კაკაოს ფხვნილით

შეგიძლიათ მშრალი კაკაოს ფხვნილი მშრალი შამპუნის ნაცვლად გამოიყენოთ. ის თმას შესანიშნავად წმენდს. წარმატებული მეთოდი მივლინებისთვის, როცა თავის დაბანას ვერსად ახერხებთ. ნარევი თავის კანზე გადაინაწილეთ, შეიზილეთ და შემდეგ დაიფერთხეთ. დასაშვებია, 4 დღეში ერთხელ გამოყენება. პოლისაქარიდების და ტანინების წყალობით თმა უფრო ძლიერი და მოქნილი გახდება.

რჩევები, თუ როგორ გააკეთოთ ნიღაბი კაკაოს ფხვნილით:

  • კაკაოს საფუძველი შეათბეთ, სჯობს ორთქლზე.
  • გამახურებელი ეფექტის წყალობით თმა უფრო სწრაფად გაიზრდება.
  • თმის ცვენის დროს კაკაოს და კეფირის ნიღაბი დაგეხმარებათ.

ნიღაბი თმის ცვენის დროს

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ კაკაო
  • 100 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ წყალი

მომზადება და გამოყენება:

  1. კაკაო წყალში გააზავეთ და კეფირს აურიეთ.
  2. თავის კანში შეიზილეთ და 40 წუთით შეიფუთეთ.
  3. შამპუნით ჩამოიბანეთ.
  4. მკურნალობის კურსი შეგიძლიათ 3 თვე ჩაიტაროთ.

თმის ნიღაბი კაკაოს ზეთით

კაკაოს ნიღაბი ზეთოვანი ნარევის გამოყენებასაც გულისხმობს. კაკაოს ზეთი სალონურ პროცედურებს არ ჩამოუვარდება. არარაფინირებული, მუქი ფერის და კაშკაშა არომატის მქონე შეიძინეთ. თუ მას A და E ვიტამინებს აურევთ მტვრევადი თმის ნიღაბს მიიღებთ, ხოლო კეფირთან ერთად მშრალი თმის ნიღაბს. როზმარინის ბალახთან ერთად ნაადრევ ჭაღარას აქრობს და თმის ძირებს აძლიერებს.

თმის ნიღაბი კაკაოს ზეთით

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაო
  • 2 ს/კ როზმარინის ნახარში
  • 200 მლ წყალი

მომზადება და გამოყენება:

  1. მშრალ ბალახს მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ.
  2. კაკაოს ზეთი გაადნეთ და ნახარშის პორცია აურიეთ.
  3. თმაზე წაისვით, ცელოფნით და პირსახოცით შეიფუთეთ.
  4. კაკაოს ნიღაბი 2 საათით გაიჩერეთ.
  5. წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.