Connect with us

თავის მოვლა

თიხის ნიღბები კანის ამ პრობლემების მოშორებაში დაგეხმარებათ

თიხას საუკუნეების განმავლობაში კანის პრობლემების სამკურნალოდ მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, თიხა, რომელიც კანზე წასმის დროს დიდ სარგებელს შეიცავს, ცნობილია როგორც „ბენტონიტი“. მას ასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ და ამჟამად დეტოქსიკაციის თერაპიაში მისი გამოყენება ტენდენციას წარმოადგენს. ამასთან მწვანე, წითელი, თეთრი, ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი და შავი თიხა ასევე ფართოდ გამოიყენება.

ნახეთ თიხის სხვადასხვა სახეობა კანისთვის რა სარგებელს შეიცავს, რომ მოვლილი და თანაბარი სახის ფერი გქონდეთ.

თიხა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კრემნიუმი, ნატრიუმი, სპილენძი, რკინა და კალიუმი, რომელიც ვულკანური ფერფლისგან არის წარმოქმნილი და კანის მდგომარეობას ბუნებრივად აუმჯობესებს. მისი დეტოქსის, მკვებავი და ანტიმიკრობული თვისებები თიხას თქვენი სილამაზისთვის შესანიშნავ მოკავშირედ აქცევს, ახალგაზრდა და ლამაზი კანის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ბევრი კოსმეტიკური კანის მოვლის საშუალება შეიძლება ტოქსიკური გახდეს, რადგან უმეტესობა მათგანი ძალიან აგრესიულ ქიმიურ კომპონენტებს შეიცავს. მაგალითად, პარაბენები, სინთეზური არომატები, ფტალიტები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც კანის გაღიზიანებას იწვევენ. სწორედ ამიტომ, ქრონიკული დაავადებების დროს მისი გამოყენება შესანიშნავია ადამიანებისთვის, რომელთაც კომერციული პროდუქტების მოშორება და კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებთან დაბრუნება სურთ.

თიხა სახის კანს იცავს და წმენდს

თიხის სახეზე წასმისას მთელი ჭუჭყი თქვენს კანს ტოვებს, რადგან თიხას ძალიან უარყოფითი მუხტი აქვს. როცა ის კანის ტოქსინებს უკავშირდება, ისინი ქრება და კანს განახლებულს, სუფთას და ჟანგბადით გაჟერებულს ტოვებს. ასევე თიხა კანიდან ტოქსიკური ნაერთების გადატანას აფერხებს, რაც კანზე მის ფიზიკურ დამცავ ეფექტს ადასტურებს.

სახის დერმატიტი შეიძლება განკურნოს

თიხას ანტიბიოტიკური თვისებები გააჩნია და კანზე წასასმელად შესანიშნავი საშუალებაა. შედეგად, დერმატიტის გამომწვევი ინფექციები ქრება. ბენტონიტი, რომელიც გამოსაყენებლად ერთ-ერთი საუკეთესოა, ასევე ეფექტურია კანის დაზიანების და წყლულების სამკურნალოდ.

აღმოვაჩინეთ, რომ თიხა საკმაოდ სასარგებლოა და აახლებს კანს, რომელიც აკნეთი გამოწვეული ჭრილობებით იტანჯებოდა.

კანს ჟანგბადით ამდიდრებს

როგორც ადრე ვნახეთ, თიხა არა მხოლოდ კანიდან ტოქსინებს აქრობს, არამედ უჯრედებს ჟანგბადით ამდიდრებს, რომ ქსოვილები დაიცავს. ასე კანი ახალგაზრდული რჩება.

თიხა კანის ფორებს წმენდს და ამცირებს

სახის ფორების შემცირება თქვენი კანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშანია, რადგან ფორები ჭარბი ცხიმის და ბაქტერიების გამო იზრდება. სწორედ ამიტომ, თიხის წასმა ძალიან ეფექტურია. შედეგად, თიხა სახეს აშრობს, კანს ნატურალურ ზეთს აძლევს მანამ, სანამ კანზე არსებული მთელი ჭუჭყი არ გაქრება და წმენდის შეგრძნებას არ მიაღწევთ.

კანში ცხიმის წარმოებას აბალანსებს, გამონაყარს ამცირებს

კანი ნატურალურ ზეთს აწარმოებს, რომელიც საკუთარი თავის დასაცავად და დამატენიანებლად გამოიყენება. როცა იმუნური სისტემა ტოქსინებით გადატვირთულია ან გაზრდილი აქტივობა აქვს, ჭარბი ცხიმი წარმოიქმნება. შედეგად, ეს აკნეს, ცხიმიან კანს და გაფართოებულ ფორებს იწვევს. თიხის ნიღბების გამოყენება დახშულ ფორებს წმენდს და ჭარბი ცხიმის შთანთქმას ხელს უწყობს.

სახის კანს აღადგენს, აახალგაზრდავებს და არბილებს

თიხა კანის ბოჭკოების აღდგენას ხელს უწყობს, შედეგად ნაოჭები ქრება. ასევე სისხლის კარგ მიმოქცევას ხელს უწყობს და კანის ქსოვილების აღდგენის ხარჯზე კოლაგენის სინთეზს აუმჯობესებს. ამ შემთხვევაში ყველაზე სასარგებლოა მწვანე თიხა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ადვილად იპოვით.

მეორე მხრივ, თიხა შეიცავს მინერალს Silice, რომელიც კუნთებს, ქსოვილებს, მყესებს, ხრტილებს და ძვლებს აძლიერებს და ამით კანს უნიკალურ გარეგნობას და სირბილის შეგრძნებას ანიჭებს.

თიხის სახეობები სახისთვის

თიხის ნიღბები სხვადასხვა ტიპისთვის მზადდება და თითოეულ სახეობას თავისი მიზანი აქვს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომელი მათგანი დაგეხმარებათ კანის მკურნალობაში, ჩვენ მათ უპირატესობებს შეგახსენებთ.

ბენტონიტური თიხა

ყველაზე პოპულარული თიხა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და სამედიცინო კვლევებში ფართოდ გამოიყენება. ის კანს წმენდს, ჭუჭყს აქრობს, ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვის და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

უდაოდ, ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია!

ფრანგული მწვანე თიხა

მწვანე თიხა მეტნაკლებად მრავალფეროვან ქიმიურ ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა რკინის ოქსიდი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, ალუმინი, კრემნიუმი, სპილენძი და კობალტი. ეს თიხა ნაადრევ სიბერესთან ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურია. ის კანიდან ჭარბ ცხიმს აქრობს, ქსოვილებს მინერალური მარილებით კვებავს, ნაოჭებს და ანთებას ამცირებს. შემკვრელი, მატონიზირებელი, მასტიმულირებელი და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.

თეთრი თიხა

რეკომენდებულია მგრძნობიარე, მშრალი და გაუწყლოებული კანისთვის, რადგან მისი ph კანის ph-ს ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ის ყველაზე რბილი თიხაა. ის კანის ცხიმს შთანთქავს, გააჩნია მათეთრებელი, დამარბილებელი, სამკურნალო მოქმედებები. მზის ზემოქმედებით დაზიანებული კანისთვის ძალიან სასარგებლოა.

წითელი თიხა

ის მდიდარია რკინით და სპილენძით, რაც უჯრედული სუნთქვისთვის აუცილებელია. მიმიკურ ნაოჭებს აქრობს და სახეს ჯანსაღ ფერს ანიჭებს. ასევე არსებული ჭარბი ცხიმის შთანთქმას ხელს უწყობს.

ნაცრისფერი თიხა

მისი გამოყენება ცხიმიანი და დაზიანებული კანისთვის იდეალურია. ტიტანი, რომელსაც აკნესთან ბრძოლის უნარი გააჩნია და მკვდარ უჯრედებს აქრობს, ძალიან ძლიერ ბუნებრივ ანტიოქსიდანტად მიიჩნევა.

შავი თიხა

ყველაზე ხელსაყრელი თიხა, რომელიც ცხიმიანი კანის დეტოქსისთვის ფართოდ გამოიყენება. მას ანთების საწინააღმდეგო, შთანმთქმელი და ანტისტრესტული თვისებები გააჩნია, ამიტომ კანს ძალიან აახლებს.

როგორ წავისვათ თიხის ნიღაბი სწორად?

  1. 1 ს/კ წყალი ½ ს/კ დაქუცმაცებულ თიხას აურიეთ, სანამ პასტის მსგავს მასას არ მიიღებთ.
  2. ხის კოვზით კარგად აურიეთ.
  3. თიხის ნიღაბი სახეზე ფუნჯით ან თითის ბალიშებით წაისვით.
  4. 15 წუთით მოქმედება აცადეთ. ნიღაბს სრულად გაშრობა არ აცადოთ, იდეალური იქნება, თუ მხოლოდ კუთხეებში გაშრება და ცენტრში სველი დარჩება, რომ უკეთ შეღწევა შეძლოს.
  5. თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და სახე ნაზად გაიმშრალეთ.
  6. რეკომენდებულია, ნიღბის გამოყენების შემდეგ სახეზე ნუშის ზეთი ან სხვა ნებისმიერი ზეთი წაისვათ.

სახის კანის მოვლა თიხის ნიღბის წასმამდე

თიხის ნიღბისგან უფრო დიდი სარგებელი რომ მიიღოთ, კოსმეტიკის და სხვა პროდუქტების კვალი უნდა მოიშოროთ. შემდეგ სახე ნატურალური ზეთით და თბილი წყლით დაიბანოთ. ამის შემდეგ თიხის სქელი ფენა წაისვით და აუცილებლად ჰორიზონტალური პოზა მიიღეთ.

თიხის ნიღბის გვერდითი ეფექტები

სინამდვილეში, თიხას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს, მაგრამ შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ჩვეულებრივ ძალიან მგრძნობიარე კანზე ხდება, მაგრამ მის დამშვიდებას დამატენიანებელი საშუალებებით შეძლებთ.

გაფრთხილება

თიხის ნიღბებმა შეიძლება ხანმოკლე დროით აკნეს რაოდენობა გაზარდოს, მაგრამ ეს შეხორცების ბუნებრივი პროცესია. თიხის ნიღაბს ჭუჭყი კანის ზედაპირზე ამოაქვს, რომლებიც ფორებს დროებით აღიზიანებენ, მაგრამ სრულად გაწმენდის შემდეგ კანი მშვიდდება.

ძალიან მშრალი კანისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია თეთრი თიხა და მისი სხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებთან არევა, მაგალითად, ალოე ვერასთან კომბინაციაში. სხვა სახეობის თიხის გამოყენებამ შეიძლება კანის სიმშრალე გამოიწვიოს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.