Connect with us

ჯანმრთელობა

თითოეული თითი 2 ორგანოსთან არის დაკავშირებული! იაპონური მეთოდი ნებისმიერ პრობლემას 5 წუთში გადაჭრის

ჩვენს ხელისგულზე ბევრი აქტიური წერტილი მდებარეობს, რომლებიც ამა თუ იმ ორგანოს მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი. ჩინურმა ხალხურმა მედიცინამ აკუპუნქტურის დახმარებით წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია.სპეციალური ნემსებით სხეულის გარკვეული წერტილების გაღიზიანებით მკურნალები მთელ სხეულზე ზემოქმედებას ახდენენ. იაპონელების სწამთ, რომ თითოეული თითი სხეულის ორ სპეციფიკურ ორგანოზეა პასუხისმგებელი და მათზე ზემოქმედების მოხდენა უბრალოდ მასაჟით შეიძლება.

როგორც აღმოჩნდა, წარმოუდგენელი ეფექტის მიღწევა სპეციალური ნემსების გამოყენებით შეიძლება. დღეს გიამბობთ, რომელი აქტიური წერტილები უნდა დაიმასაჯოთ, რომ ესა თუ ის პრობლემები თავიდან აიცილოთ. ეს მასაჟზე მეტია, ეს უბრალოდ გასაოცარი სამკურნალო პროცედურაა!

ხელის თითებზე მასაჟი

1. მადის შემცირება

ბევრი ჭამა რომ არ მოგიწიოთ, საკვების მიღების წინ ნეკა თითის წვერი (ზედა ნაწილი) დაიმასაჟეთ. ხალხური მკურნალები ქალებს და მამაკაცებს ამ მასაჟის განსხვავებულად ჩატარებას ურჩევენ.

ქალებმა შუადღემდე თითი საათის ისრის მიმართულებით უნდა დაიმასაჟონ, სადილის შემდეგ კი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მამაკაცებმა კი ყველაფერი პირიქით უნდა შეასრულონ.

2. ღვიძლის სამკურნალოდ

ღვიძლის მუშაობაზე პასუხისმგებელი საჩვენებელი თითია. მისი ყოველდღიური მასაჟი ამ ორგანოს მუშაობას დაარეგულირებს. თითი მთლიანად უნდა დაიმასაჯოთ, განსაკუთრებული ყურადღება თავად წვერს დაუთმეთ.

ასევე შემდეგი ვარჯიში შეასრულეთ: საჩვენებელი თითები მკერდთან ახლოს გადააჯვარედინეთ და სხვადასხვა მხარეს გაჭიმეთ, სცადეთ მათი დაშორება. ჩასუნთქვაზე კუნთები დაჭიმეთ, ამოსუნთქვაზე მოადუნეთ.

პროცედურა დღეში რამდენჯერმე შეასრულეთ და ასე ღვიძლის მუშაობას გააქტიურებთ.

3. სისველის დროს

სისველის მოშორებას შეძლებთ, თუ ცერა თითის ბოლოს წერტილს გააქტიურებთ. როცა ავად იქნებით, მასზე დააჭირეთ. თქვენ მტკივნეულ შეგრძნებას იგრძნობთ. პლასტირის დახმარებით ამ ადგილას წიწიბურას მარცვალი დაიკარით. დრო და დრო მასზე დააჭირეთ – ეს ცხვირის შეშუპებას მოგაშორებთ და სუნთქვას გაგიმარტივებთ.

4. მუხლების ტკივილის დროს

შუა და არათითი თქვენს ფეხებზე არიან პასუხისმგებელნი. ასე რომ, თუ მუხლები გტკივათ, პლასტირის დახმარებით თითის შუა სახსარზე სტაფილოს, პომიდვრის ან წითელი წიწაკის თესლი დაიმაგრეთ. დრო და დროს მასზე წრიული მასაჟი გაიკეთეთ – ეს მუხლების მტკივნეულ შეგრძნებას გააქრობს.

5. სტრესის მოსაშორებლად

სტრესის მოსაშორებლად ცერა და საჩვენებელი თითები მარცხენა ხელის ნეკა თითი დაიმასაჟეთ. ეს თქვენს ნერვებს დაამშვიდებს და მთელი დღე მხნეობას შეგმატებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ აქტიური წერტილები, რომლებიც შინაგანი ორგანოების მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი, ფეხის ტერფებზეც მდებარეობს. ფეხის მასაჟი – წარმოუდგენლად სასიამოვნო პროცედურაა მაშინაც კი, თუ მას თავად გაიკეთებთ.

ეს ცხრილი აუცილებლად შეინახეთ. იაპონელებს სწამთ, რომ თითის მასაჟის დახმარებით არა მხოლოდ დაავადების, არამედ ნეგატიური ემოციების მოშორებასაც შეძლებთ.

რაზეა პასუხისმგებელი თითოეული თითი

1. ცერა თითი

ორგანოები: ელენთა და კუჭი

ემოციები: დეპრესია და შფოთვა

სიმპტომები: თავის ტკივილი, კანის პრობლემა, ნერვიულობა და მუცლის ტკივილი.

2. საჩვენებელი თითი

ორგანოები: თირკმლები, შარდის ბუშტი

ემოციები: გონების დაბნევა, უკმაყოფილება და შიში

სიმპტომები: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუნთების ტკივილი, კბილის ტკივილი და ზურგის ტკივილი.

3. შუა თითი

ორგანოები: ღვიძლი

ემოციები: გაღიზიანება, სიბრაზე და გაურკვევლობა

სიმპტომები: სისხლის მიმოქცევის პრობლემები, თავის ტკივილი, დაღლილობა, მენსტრუაციული ტკივილი და შაკიკი.

4. არათითი

ორგანოები: ფილტვები, მსხვილი ნაწლავი

ემოციები: შიში, პესიმიზმი და დარდი

სიმპტომები: კანის დაავადება, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადება

5. ნეკა თითი

ორგანოები: გული, წვრილი ნაწლავი

ემოციები: შფოთვა, ნერვიულობა და თავდაჯერებულობის არ არსებობს

სიმპტომები: გულის დაავადება, ძვლების პრობლემები და ყელის ტკივილი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.