Connect with us

თავის მოვლა

თეთრებად ღირებული სახის ნიღბები მომთხოვნი კოსმეტოლოგის რეცეპტით

ბოლო პერიოდში ჩვენი ცხოვრება არსებითად შეიცვალა. და მაინც, ნებისმიერ ქალს სურს ლამაზი და მოვლილი იყოს. პირბადის ტარება კი ამას ხელს არ უწყობს. დღეს გიამბობთ, თუ რომელი შინაურული საშუალება დაგეხმარებათ კანის ტონუსის დაბრუნებაში.

სახის მოვლა სახლის პირობებში

კარანტინი ადრე თუ გვიან დასრულდება და თქვენ სრულად კაშკაშს შეძლებთ, თუ გარეგნობაზე ზრუნვას ახლა დაიწყებთ. საქმე არა მხოლოდ თქვენშია. ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მოვლის ერთ–ერთი მთავარი ეტაპი გაწმენდაა. ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან სახის ხარისხიანად გაწმენდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაცვა. ამ ეტაპს ბევრი უგულებელყოფს, შემდეგ კი ვერ ხვდებიან, თუ საიდან ჩნდება ფორები და სიწითლე. დღეს გიამბობთ ყველაზე მარტივ, მაგრამ მოქმედ ნიღბებზე, რომლებიც სახის კარგად გაწმენდასა და ბევრი პრობლემის თავიდან მოშორებაში დაგეხმარებათ.

კუპრის ნიღაბი

არყის კუპრზე დაფუძნებული ნიღაბი ძალიან ნაზ და მგრძნობიარე კანს არ გამოადგება, თუმცა ცხიმიანი და ნორმალური კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების დარეგულირებას შეძლებს. ნიღბის მოსამზადებლად 1 ჩ/კ გახეხილი კუპრის საპონი 1 კოვზ საბავშვო კრემს აურიეთ. მთელი სახის დაფარვა საჭირო არაა, მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ.

გაითვალისწინეთ, კუპრის საპონს ძალიან სპეციფიკური სუნი აქვს. ამის შესახებ ყველამ იცის, ვინც კუპრის შამპუნს იყენებს. სუნი ღამით გაქრება, სჯობს ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ. თუმცა თვითიზოლაციის დროს ნიღბის გაკეთება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.

ნიღაბი ვიშნევსკის მალამოთი

მალამოს შემადგენლობაში შედის კუპრი, ამიტომ მისი მოქმედება პირველივე გამოყენებაზე შესამჩნევია. მალამო ნებისმიერ, თქვენი ტიპის შესაფერის კრემს, თიხას აურიეთ. 1 ს/კ თიხას 1 ჩ/კ მალამო აურიეთ. მომზადების პროცესში ლითონის საგნები არ გამოიყენოთ. ნიღაბი კანზე მაქსიმუმ ნახევარი საათით გაიჩერეთ.

ნიღაბი დასაბანი ქაფით ჩამოიბანეთ, რადგან მალამო შეიცავს აბუსალათინის ზეთს, რომლის კანიდან მოშორება საკმაოდ რთულია. ვიშნევსკის მალამო მძიმე ანთების და აკნეს დროს შესანიშნავი საშუალებაა. ის არა მხოლოდ აკნეს, არამედ პოსტაკნეს ებრძვის.

თიხის ნიღაბი ლიმონით

რეცეპტი გამოადგება მას, ვისაც სურს არასასურველი ბზინვარების მოშორება, ასევე სახეზე ყველა სახის გაუგებრობის გაჩენისგან დაცვა. ნიღაბი კანს გლუვს ხდის და მაკიაჟის ნარჩენებს აშორებს.

1 ს/კ კოსმეტიკური თიხა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი აურიეთ. სკრაბის ეფექტისთვის 1 ჩ/კ შვრიის ფანტელები დაუმატეთ. ცოტა წყალში გაზავება არ დაგავიწყდეთ, რომ სახეზე ნიღბის გაშრობა არ დაუშვათ.

მსგავს ნიღბებს საკმაოდ ძლიერი მოქმედება აქვს, ამიტომ კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.