Connect with us

სახლი და დიზაინი

თეთრებად ღირებული საშუალება მტვრის მოსაშორებლად და ზედაპირების გასაპრიალებლად

დამეთანხმეთ, უფრო მარტივია სახლში სისუფთავე ყოველდღე შეინარჩუნოთ, ვიდრე ყოველ შაბათს გენერალური დალაგება ჩაატაროთ. მით უმეტეს, თუ ეს საქმე თქვენთვის ისეთივე დამღლელია, როგორც ჩემთვის. საბედნიეროდ, სახლის დასალაგებლად რამდენიმე ხრიკი არსებობს. ერთ–ერთი საყვარელი ხრიკია – გლიცერინი მტვრის მოსაშორებლად.

სველი წმენდა რაც არ უნდა კარგად და რეგულარულად ჩაატაროთ, მტვრის პირველ ფენას უკვე რამდენიმე საათში დაინახავთ. ასე საქმე სწრაფად გვბეზრდება. დავინტერესდი, თუ რატომ იყენებენ გამოცდილი დიასახლისები გლიცერინს მტვრის მოსაშორებლად. აი, როგორ მუშაობს ეს საშუალება!

რატომ არის გლიცერინი ეფექტური მტვრის მოსაშორებლად

გლიცერინით სველ წმენდას უკვე რამდენიმე თვეა ვატარებ. ამ დროში შევამჩნიე, რომ მტვერი ავეჯსა და სარკეზე უფრო ნელ–ნელა ჯდება. მხოლოდ ახლა მივხვდი, თუ რა არის ამის მიზეზი. სადღაც ხომ უნდა გაქრეს!

დავიწყებ იმით, რომ ჩემს სახლში მტვრის დაგროვება ყველაზე უკეთ სარკესა და ავეჯზე ჩანს. უკანასკნელს ლაქით დაფარული ზედაპირი აქვს. თავად ხვდებით, მასზე თითოეული მტვრის ნაწილი ჩანს. სწორედ ამიტომ, ჯერ სველი ჩვრით ვწმენდ.

შემდეგ კი ვიყენებ თვითნაკეთ გასაპრიალებელს გლიცერინით. ის თითქოსდა ზედაპირს თხელი მცურავი ფირით ფარავს. ავეჯი და სარკე ამით არ ზიანდება, მაგრამ მტვერი ამ ფირზე უბრალოდ ვერ ჩერდება.

როგორ გავაკეთოთ და გამოვიყენოთ მტვრის მოსაშორებელი საშუალება

გლიცერინი მტვრის მოსაშორებლად სჯობს ხსნარის სახით გამოიყენოთ. ინსტრუქციას მიყევით:

  1. გლიცერინი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით. შემდეგ ხსნარი სპრეი ბოთლში გადაიტანეთ.
  2. ხსნარი უკვე სუფთა ავეჯს და სარკეს შეასხით. თქვენ ძალიან ცოტა საშუალება დაგჭირდებათ.
  3. სუფთა პირსახოცი აიღეთ (მე ვაფლის პირსახოცს ვიყენებ) და ზედაპირი კარგად გადაწმინდეთ. ხაზები არ უნდა დარჩეს.

ასეთი პროცედურის შემდეგ ლაქიანი ავეჯი იპრიალებს ისე, როგორც მის საუკეთესო დღეებში. უფრო მეტს გეტყვით, სახლი უფრო მოვლილი და მოწესრიგებული უფრო დიდხანს დარჩება. ეს ხომ ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა?

გლიცერინს მტვრის მოსაშორებლად სახლში ჯერ კიდევ ჩემი ბებია იყენებდა. როგორც ახლა მახსოვს, მისი კარადა და კომოდი ყოველთვის სისუფთავით ბრწყინავდა და მტვერი არსად ჩანდა. სარკიან მაგიდაზე კი პიონების თაიგული ბროლის ლარნაკში თამამად იდო. სახლი კი არა მოკრძალებული რეზიდენციაა. რაც მთავარია – ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.