Connect with us

ჯანმრთელობა

თევზის ქონის სარგებელი ორგანიზმისთვის რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

თევზის ქონი – ზეთი ან ცხიმი რომელსაც თევზის კანს აცლიან. მას ცხიმიანი თევზისგან იღებენ, მაგალითად ანჩოუსებისგან, ქაშაყის, სკუმბრიასა და თინუსისგან. ზოგჯერ ის სხვა სახეობების თევზის ღვიძლიდანაც მიიღება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვირაში 1 ან 2 პორცია თევზის მირებას გვირჩევს. ცხიმოვან მჟავა ომეგა 3-ში ძალიან ბევრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებაა.

ეს მჟავები განსაკუთრებით ტვინის სწორი მუშაობისთვის და ჩვენი ორგანიზმის განვითარებისთვის არის საჭირო. ის ეფექტურად ებრძვის რიგ პრობლემებს, მაგალითად ანთებას ან იმუნიტეტის სისუსტეს. ადამიანები რომლებსაც ომეგა 3-ის დეფიციტი აქვთ კიბოს, ართრიტის, ზოგიერთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ხასიათის ხშირი ცვალებადობის რისკის ქვეშ არიან.

თევზის ქონში შემავალი ომეგა 3-ის მჟავები უფრო სასარგებლოა ვიდრე მცენარეულ წყაროებში არსებული ანალოგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეიკოზაპენტაენის და დოკოზაგეკსაენის მჟავები, მცენარეულ წყაროებში ომეგა 3 ძირითადად ალფა-ლინოლენის მჟავას წარმოადგენენ.

როგორ მივიღოთ

დღეს თევზის ქონის კაფსულების შეძენა ნებისმიერ მაღაზიასა და აფთიაქში შეგვიძლია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ მის მისაღებად საუკეთესო საშუალება თევზის მიღებაა. ომეგა სამით მდიდარი თევზია – მტკნარი წყლის კალმახი, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, სარდინი და თინუსი, მათ შორის კონსერვირებული ვარიანტებიც. რეკომენდებული რაოდენობაა, კვირაში 2-3 პორცია.

ვინ უნდა მიიღოს თევზის ქონი?

ის დაეხმარება ყველას, როგორც აქტიურ სპორცმენებს ასევე მჯდომაირე რეჟიმის მქონეთაც. ახლა კი თევზის ქონის დადებით თვისებებს გაგაცნობთ.

1. სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

კვლევებმა აჩვენეს, რომ თევზის ქონი წნევას არეგულირებს და ამცირებს ტრანსგლიცერინებს, ამასთანავე ზოგიერთ შემთხვევაში ამცირებს ნადების გაჩენას სისხლძარღვებზე. ის ასევე არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ამიტომ თევზის ქონის მიღების შემთხვევაში ამ დაავადებებისგან სიკვდილის შანსი ნაკლებია.

2. თევზის ქონი რევმატული ართრიტის დროს

როგორც ვახსენეთ, ომეგა სამი სასარგებლოა ორგანიზმში ანთებასთან საბრძოლველად. ბევრი ექსპერტი გვირჩევს ომეგა 3 უძრაობის შემდეგ გამოვიყენოთ რევმატული ართრიტისგან თავის დასაღწევად. ეფექტი თვალსაჩინო რამნდენიმე კვირაში ან თვეში იქნება.

3. სარგებელი ალერგიის მკურნალობისთვის

თევზის ქონში არსებული მჟავები, გაცილებით გავრცელებული სეზონური ალერგიების მოშორებაში დაგვეხმარება. გარდა ამისა ის იმუნურ სისტემასაც ამაგრებს, თუმცა ის ალერგიისგან არ განგკურნავთ და მხოლოდ საერთო მკურნალობის ფარგლებში გამოიყენეთ.

4. კანის მოვლისთვის

თევზის ქონის შემცველი ლოსიონი ამცირებს ქავილს და იცავს ჩვენს კანს. ის ასევე ეფექტურად მოქმედებს კანის სხვადასხვა პრობლემების ქონისას, მაგალითად, როგორიცაა ფსორიაზი, აკნე, ეგზემა, სიწითლე ან გამონაყარი.

თუ მშრალი კანი გაქვთ, ომეგა 3 მას იდეალურად დაატენიანებს. თუ მზეზე დიდხანს აპირებთ ყოფნას და შესაბამისი დამცავი კრემი არ გაქვთ, შეგიძლიათ დამწვრობისგან თავის ასაცილებლად თევზის ქონი გამოიყენოთ.

5. თევზის ქონი ალერგიის წინააღმდეგ

კვლევები ამტკიცებენ, რომ თევზის ქონს თუ მშობლები ორსულობისას გამოიყენებენ ეს მათ შვილებს ალერგიის განვითარებისგან დაიცავს. აღმოჩენილ იქნა, რომ თევზის ქონი სინუსური ინფექციებისგანმ, ასთმისგან, საკვების ალერგიისა და კანის ალერგიული დაავადებებისგან, ჭინჭრის ციებისა და ეგზემისგანაც კი დაგიცავთ.

6. ომეგა 3 მჟავები ღვიძლის მკურნალობისთვის

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავდებას თან ჭარბი წონა და ინსულინის მიმართ რესისტენტულობა ერთვის. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 85% ჭარბწონიანობისკენ არის მიდრეკილი, ომეგა სამი ცხიმების წვას აჩქარებს და ხელს უწყობს ღვიძლის გაჯანსაღებასაც!