Connect with us

ჯანმრთელობა

თევზის დიეტა ბრწყინვალე თმისთვის

ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ განსაზღვრეს, რომ თმის ცვენა და გაუარესება ადამიანისთვის მიმზიდველობის დაკარგვასთან ასოცირდება, რასაც სტრესამდე და დეპრესიამდე მივყავართ.

მნიშვნელოვანი პროდუქტები სქელი თმისთვის: თევზი, ხაჭო, მწვანილი, თხილი,მარცვლეული.

საუზმე

  • მოხარშული კვერცხი
  • უცხიმო ხაჭო ან უშაქრო იოგურტი
  • მწვანე ჩაი

მეორე საუზმე

  • თევზი 200 გრამი
  • 15 წუთის შემდეგ რომელიმე ციტრუსი უნდა მიირთვათ (ფორთოხალი, 2 კივი ან ნახევარი გრეიფრუტი)

პირველ და მეორე საუზმეს შორის ორი ჭიქა წყალი ან მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ.

სადილი

  • 250 გრამი მოხარშული თევზის ფილე ან ამდენივე ზღვის პროდუქტები
  • ბოსტნეულის სალათი კომბოსტოს, ლობიოს, კიტრის და წიწაკის შემადგენლობით, უცხიმო იოგურტი.

სადილიდან 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ წყალი მიირთვათ.

ვახშამი

  • წითელი თევზი და ყავისფერი ბრინჯი;
  • მწვანე ფოთლების სალათი 100 გრამი.

ვახშმის შემდეგ 1 ჭიქა მწვანე ჩაი ან კეფირი მიირთვით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტასთან ერთად საკმარისი წყალი და ვიტამინები უნდა მიიღოთ!