Connect with us

ჯანმრთელობა

თბილი თუ ცივი წყალი? გააკეთეთ არჩევანი და შეამოწმეთ, რა ცვლილებები წარიმართება თქვენს ორგანიზმში

დღეში რვა ჭიქა წყლის დალევა საკმარისია, რომ იყოთ ჯანმრთელი, ძლიერი და 100 წელი იცოცხლოთ! ასე ამბობენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამ რჩევის გათვალისწინებით  განრიგს ვადგენთ, ჭიქებს ვითვლით და შედეგს ველოდებით. ერთი შეხედვით აქ დაბნევა შეუძლებელია, ეს ხომ ჩვეულებრივი წყალია, მაგრამ მუხთლობა ყოველთვის არსებობს. თუ წყალს არასწორად სვამთ, შედეგს ნუ დაელოდებით.

ადუღებული წყალი სიიდან გამორიცხეთ. ჩვენ ცივ ან თბილ წყალზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი მათგანი საზიანოა, მეორე კი ნაკლებად. ამას როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული მედიცინა ამტკიცებს. მაგალითად, ძველი ჩინური შეხედულების თანახმად, ცივი წყლის მიღება საერთოდ არ ღირს, რადგან მას შემანელებელი და შემკვრელი ეფექტი აქვს. როგორ წყალს სვამთ თქვენ?

რა ხდება, როცა თქვენ ცივ წყალს სვამთ

როცა ორგანიზმი წყლის დეფიციტს განიცდის, 1-2 ჭიქის დალევა მარტივ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, სადაც ეზოში ჭა ან წყლის ჭაბურღილი გაქვთ, შეგიძლიათ წყალი პირდაპირ აქედან დალიოთ. ქალაქის მაცხოვრებელი ბოთლის სითხეს სვამს. აი, წყლის ტემპერატურაზე არავინ ფიქრობს. ცივი წყალი სჯობს საერთოდ არ დალიოთ, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

1. სისხლძარღვები ვიწროვდება და ორგანოებს ჟანგბადის ნორმალურ მიწოდებაში ხელს უშლის. ის საჭმლის მომნელებელ შესაძლებლობას ამცირებს.

2. ცივი წყალი ჭარბ ცხიმს კვებავს, აქედან მოდის გასუქება.

3. იმის ნაცვლად, რომ წყალი ენერგიად ვაქციოთ, ორგანიზმი ტემპერატურის დარეგულირებაზე მუშაობს.

4. ნახველის რაოდენობა იზრდება და დაავადების რისკი იზრდება.

ახლა დაფიქრდით, რამდენად ხშირად სვამთ ცივ წყალს, რომ გაგრილდეთ, წყურვილი მოიკლათ და ზაფხულის ცხელი დღეები გადაიტანოთ… ერთი მხრივ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობთ, მხნეობა გემატებათ და ახალი მწვერვალის დაპყრობისთვის მზად ხართ, მაგრამ ასეთი ეფექტი დიდხანს გრძელდება?

რა ხდება, როცა თბილ წყალს სვამთ

ერთხელ ჩემი მეგობარი უზბეკეთში ნათესავებთან გაემგზავრა. 50 გრადუს სიცხეში ადგილობრივები ცხელ ჩაის სვამდნენ და თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. პიტერ მაკნოტონი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ამ ფენომენს მეცნიერულად განმარტავს. როცა თქვენ ცხელ სასმელს სვამთ, რეცეპტორები ტვინს სიგნალს აძლვენ და ორგანიზმი გაგრილების მექანიზმს რთავს.

ადამიანი ოფლდენას იწყებს და ამის წყალობით შინაგანი სისტემა გრილდება. ასე ორგანიზმს სიცხის გადატანა უფრო უადვილდება, ვიდრე ბოთლიდან ცივი წყლის დალევის შემდეგ. უზბეკეთის მოსახლეობა ამ დასკვნამდე საუკუნის წინ მივიდნენ, მაგრამ ჩვენ ცხელი ჩაის დალევას არ გირჩევთ. ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, რომ ცივი წყლის ნაცვლად უპირატესობა თბილ წყალს მიანიჭოთ. თბილი წყლის უპირატესობებია:

1. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ნივთიერება ცვლა უფრო სწრაფი ხდება და სჯობს დილიდანვე გაუშვათ. უბრალოდ 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ს/კ ლიმონის წვენთან ერთად უზმოზე დალიოთ. ამის შემდეგ, რაც არ უნდა ჭამოთ, თქვენი ნივთიერებათა ცვლა მაღალ დონეზე იქნება.

2. ტოქსინების გამოდევნა. თბილი წყალი ორგანიზმს ტოქსინების და მავნე ცხიმების გამოდევნაში უფრო ეხმარება, ვიდრე ცივი წყალი. ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ 1 ჭიქა თბილი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

3. ქოლესტერინს ებრძვის. თბილი წყლის და ლიმონის წვენის ნარევი სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთაც ჭარბი წონა და ქოლესტერინის მაღალი დონე აწუხებთ. ის არტერიებს ასუფთავებს, წონას და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

4. სისხლს წმენდს. დილით თბილი წყალი თაფლთან ერთად თერმოსში ჩაასხით. საღამომდე გააჩერეთ. ძილის წინ კი 1-2 ჭიქა დალიეთ. ასეთი სითხე დეტოქსიკაციის პროცესს გააძლიერებს.

5. სისველეს ამცირებს. თბილი წყალი ნახველის გადატანას იწვევს, ბაქტერიების ზრდას თავიდან აგაცილებთ და ამით ორგანიზმის ისეთი სტრესისგან დაიცავს, როგორიცაა სურდო.

სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. ორგანიზმი მის გათბობაზე ენერგიას არ დახარჯავს და არანაირი უარყოფითი შედეგი არ შეგაწუხებთ.

ორგანიზმში ძალიან ცივი წყლის მოხვედრამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა და სპაზმები გამოიწვიოს. თბილ წყალზე გადადით და ცვლილებები დიდხანს არ დააყოვნებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.