Connect with us

თავის მოვლა

თაფლი თმის მოსავლელად  – 5 საუკეთესო რეცეპტი

თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. ის ვიტამინებით მდიდარია და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. კულინარიის გარდა თაფლს კოსმეტიკაშიც ფართოდ იყენებენ. თაფლის ნიღაბი თმის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ფუტკრის ნაწარმი თმის მოვლის პროცედურებში ხშირად გამოიყენება. თაფლი ერთ-ერთი ღირებული კომპონენტია. ის B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს, სპილენძს, რკინას, თუთიას, რიგ უცვლელ ამინომჟავებს შეიცავს. თაფლში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები თმას აძლიერებს, თმის ცვენას აფერხებს, ზრდას ხელს უწყობს, ასევე თავის კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.

თაფლის და კვერცხის ნიღაბი თმის მტვრევადობის დროს

სახლის პირობებში თმის მოსავლელად თაფლის და კვერცხის გულის მკვებავი ნიღაბი გამოგადგებათ. ის მშრალი და მტვრევადი თმის მხსნელი გახდება. 3 ს/კ თაფლი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. კვერცხის გული ათქვიფეთ და თაფლს აურიეთ. 1 კოვზი თმის ზეთი და ალოეს წვენი შეგიძლიათ დაუმატოთ. ნიღაბი სუფთა, მშრალ თმაზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ზეთით, თაფლით და კვერცხით მშრალი თმისთვის

წინა ნიღბის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ზეითუნის ზეთს შეიცავს. თაფლი და ზეთი თანაბარი პროპორციით აიღეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. შემდეგ თმაზე გადაინაწილეთ. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კონიაკით და თაფლით თმის ზრდის დასაჩქარებლად

კონიაკი და თაფლი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი თერაპია იქნება. 2 ჩ/კ თაფლი და 2-3 ს/კ კონიაკი აურიეთ. ნარევი ჯერ თავის კანზე, შემდეგ მთელ სიგრძეზე წაისვით. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ხახვით და თაფლით თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

ხახვის და თაფლის კომბინაცია თმის ზრდის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ნახევარი ხახვი დააბლენდერეთ. ხახვის პიურეს 3 ს/კ თაფლი და ამავე რაოდენობის ზღვის მარილი დაუმატეთ. ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ და თმაზე და თავის კანზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი თაფლით და დარიჩინით ღია ფერის თმისთვის

თაფლის და დარიჩინის ნიღაბს იყენებენ იმისთვის, რომ თმა ოდნავ გააღიავონ და განაახლონ. 2 ს/კ თაფლი, 1 ს/კ დარიჩინი, გვირილის ნახარში და ლიმონი აიღეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, თმაზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.