Connect with us

თავის მოვლა

თაფლის ნიღაბი სახისთვის, გაგისუფთავებთ კანს და ჯანმრთელ ფერს დაუბრუნებს

თაფლის ნიღაბი თაფლის ფასეული სამკურნალო თვისებების გამოყენების საშუალებაა. ძველები ტყუილად არ თვლიდნენ თაფლს ღმერთების დელიკატესად, რადგან უხსოვარი დროიდან მას საკვებში იყენებდნენ. მის დადებით თვისებებზე ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ.

მას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. ისტორიულად თაფლს დამწვრობის და სხვა ტიპის ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. ის ამავდროულად კანის მოვლის ძალიან ეფექტურ საშუალებადაც ითვლება. მისი სახეზე დატანის შემდეგ, დადებითი ცვლილებები მალევე ხდება შეამჩნევი. ის კანს ჯანმრთელ და ცოცხალ იერსახეს უბრუნებს.

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები

ზედაპირზე სადაც თაფლია ბაქტერიები ვერ იზრდებიან და ვერც მრავლდებიან, ეს კი მისი მჟავური pH-ის დამსახურებაა. შესაბამისად თაფლი სახეზე დატანისას ასუფთავებს ფორებს. მისი ცვილური კონსისტენცია აშორებს ჭუჭყს და მკვდარი უჯრედების ფენას, რომლებიც ფარავენ მას.

როგორ გავიკეთოთ თაფლის ნიღაბი

მოამზადეთ თაფლის ნიღაბი ძალიან მარტივად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თაფლზე ალერგია არ გაქვთ!

როგორც კი დარწმუნდებით, აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი თაფლი და თეფშზე გადაიტანეთ. ის სახეზე თითებით წაისვით, დაიტოვეთ 10-დან 20 წუთამდე. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ბევრი წყლით სანამ ბოლომდე არ მოგშორდებათ.

როდესაც მორჩებით, შეამჩნევთ როგორი მბზინვარე და გამოცოცხლებული კანი გაქვთ!