Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ყოველთვის უმართლებთ

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთ ადამიანს მუდმივად უმართლებს. გაიგეთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანია იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული და ვის შეიძლება პრობლემები შეექმნას.

ვერძი

მისი მმართველი პლანეტა მარსი ომთან ასოცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერძს ცხოვრებაში ბრძოლების გადატანა უწევს. სინამდვილეში, მას ნებისმიერ ბრძოლაში გამარჯვება უწერია. ის ჭკვიანი, მიზანდასახული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მქონე ადამიანია. თქვენი იღბალი უფრო ძლიერი პიროვნების ასახვაა, ვიდრე ბედი.

კურო

კუროს ეჩვენება, რომ კუთხეში ყოველთვის მოულოდნელი დარტყმა ელოდება. მას ნაკლებად უმართლებს. თავად ფაქტი, რომ კურო ცოცხალია და ყველა ცხოვრებისეული სირთულის გადალახვას ცდილობს, იმის მტკიცებულებაა, რომ მას პრობლემების მოსაგვარებლად არა იღბალი, არამედ მიზანსწრაფვა და სურვილი სჭირდება.

ტყუპები

ტყუპები იღბლიანებს შორის არაა. მათი ცხოვრება უსაზღვრო გამოწვევებით და დაბრკოლებებით არის სავსე. თუმცა ცოდნის წყურვილი წინსვლას აიძულებს.

კირჩხიბი

ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ეს ნიშანი იღბლიანებს შორისაა. ცხოვრების გზაზე შექმნილი პრობლემების მიუხედავად, კირჩხიბს თანდაყოლილი მიმართულების შეგრძნების და სათნოება სწორი გზის პოვნაში ეხმარება.

ლომი

ლომი გონიერია და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მას იმაზე ნერვიულობა არ სჭირდება, იღბლიანია თუ არა. ლომის ცხოვრება თიხას ჰგავს, თავად კი მოქანდაკეა, რომელსაც ნებისმიერი რამის შექმნა შეუძლია, რასაც მოისურვებს.

ქალწული

იღბალი მათთვის ყოველთვის მიუღწეველი რამ იყო. შეიძლება უსამართლოდ მოგეჩვენოთ, რომ მათ უფრო რთული ცხოვრება აქვთ, ვიდრე სხვებს. ამას თავისი მიზეზი აქვს. ქალწულს ძლიერი მხრები აქვს. მზადაა ისწავლოს და სირთულეები გამოსცადოთ, შემდეგ კი სამყაროს აჩვენოს, თუ მის დასაძლევად რისი გაკეთება დასჭირდა.

სასწორი

საიდუმლო არაა, რომ სასწორი გამოუსწორებელი ოპტიმისტია და მისი ცხოვრება ისე ლაგდება, როგორც თავად სურს. თუ გიჩნდებათ კითხვა, რატომ ხდება ისე, როგორც მას სურს, პასუხი მათ აღქმაშია. მან მმართველ პლანეტას, ვენერას მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ეხმარება ჭიქა ნახევრად სავსე დაინახოს და თავი ბედნიერად იგრძნოს.

მორიელი

მორიელი ცხოვრებაში უარყოფითის დანახვისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ სინამდვილეში მას ძალიან უმართლებს. მცირე ძალისხმევის გაღებით სასურველის მიღწევას ყოველთვის ახერხებს. არავის შეუძლია გემის ისე სწრაფად და მარტივად მართვა, როგორც მორიელს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანია. ბედნიერების პლანეტა იუპიტერის დახმარებით ცხოვრებაში სასურველის მიღწევას ადვილად ახერხებს. ცხოვრებაში რთული დღეებიც მათაც აქვთ, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზებს ადვილად პოულობენ.

თხის რქა

თხის რქა, როგორც ლიდერი, დაბრკოლების და სირთულის გადალახვას პირველი ცდილობს. ის პრობლემების მარტივად გადალახვას ახერხებს. სანამ ეს ნიშანი საქმეში ემოციურ და გონებრივ ძალას დებს, იღბალი მის მხარეს იქნება.

მერწყული

სიმართლე რომ ვთქვათ, მას არასდროს არ უმართლებს. ცხოვრება მის მიმართ სამართლიანი არასდროს იყო. მერწყული ნამდვილი მეომარია, რომელიც ცდილობს ნაპირზე დარჩეს მაშინაც კი, როცა ხვდება რომ წარუმატებლობაში ჩაფლულია.

თევზები

ოდესღაც ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მისი მმართველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახლანდელი მმართველი შთაგონების და ექსტრავენტული შესაძლებლობების პლანეტა ნეპტუნია, იუპიტერი მასზე გავლენას მაინც ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი პლანეტა ამ ნიშნის ცხოვრებას ბედნიერებით ავსებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.