Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. ქალწულის ზოდიაქოში მომხდარი ახალმთვარეობა ნაყოფს გამოიღებს

ქალწულის ზოდიაქოში მომხდარი ახალმთვარეობა წლის ყველაზე პრაგმატული მოვლენა იქნება. თქვენ თქვენი ცხოვრების ყველა შემადგენლის ინსპექტირებასა და ინვენტარიზაციას დაიწყებთ, დაითვლით ყველა რესურსს, დაიწყებთ წესრიგის დამყარებას და დაკადებით პრაქტიკული საქმეებით.

ვერძი

ბევრს იმუშავებთ. სამსახურსა და ცხოვრებაში ახალი საქმეები და ვალდებულებები გამოგიჩნდებათ. შეიძლება ვინმესთვის დახმარების გაწევამ მოგიწიოთ პრაქტიკულ საქმეებში, ან ვინმეზე ზრუნვის საჭიროება გაჩნდეს. ეს დრო სასიკეთოა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის: დაიცავით დიეტა, მომატებული ყურადღება დაუთმეთ ჰიგიენას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

კურო

შეეცებით თავისუფალი დრო რაც შეიძლება სასარგებლოდ და გონიერად გაატაროთ. ბევრ დროს დაუთმობთ პრაქტიკულ ჰობის. გაგჩნდებათ ახალი გატაცება, რომელიც მიმართული იქნება გარკვეული, კონკრეტული შედეგისკენ.

ტყუპები

თქვენი მთავარი საზრუნავი საოჯახო საქმეები იქნება. ეცდებით სწორად გადაანაწილოთ საოჯახო რესურსები, იზრუნოთ სახლში არსებულ სისუფთავეზე. შეიძლება რემონტი წამოიწყოთ რათა სახლი უფრო ფუნქციონალური იყოს. კარგი იდეა იქნება გაჯანსაღებას დაუთმოთ მეტი ყურადღება და ამაში ოჯახის სხვა წევრებიც ჩართოთ.

კირჩხიბი

დაიწყებთ კონტაქტების დლაგაებასა და მოწესრიგებას. გაეცნობით ახალ ადამიანებს, ამ ნაცნობობის მიზანი კი ძალიან პრაგმატული იქნება – ეს იქნებიან ადმაიანები რომლებტან ურთიერთობაც პრაქტიკულ საგებელს მოგიტანთ. შეგიძლიათ სასწავლო კურსებზე შეხვიდეთ ან გაიაროთ მასტერ კლასი – გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად.

ლომი

გაგიჩნდებათ ახალი ამოცანები, რომლებიც ფულსა და ქონებას უკავშირდება. თქვენ ყურადღებით მიუდგებით საოჯახო ბურალტერიას და მოახდენთი იმის რევიზიას რაც გაქვთ, მოახდენთ იმის შეძენას რაც გჭირდებათ. ამ დროს კარგია შემოსავლის ახალი წყაროების ძიება და მოფიქრებას, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ფული და რესურსები.

ქალწული

თვითრეალიზაციისა და განვითარების თვე დაგეწყებათ. პედანტურად გადათვლით ტქვენს შინაგან რესურსებს და მოიფიქრებთ თუ როგორ უნდა მართოთ ისინი ყველაზე ოპტიმალურად. სხვა ცვლილებები კი შეიძლება ნებისმიერ რამეს შეეხოს, სამსახურის ცვლილებით დაწყებული – იმიჯის შეცვლით დამთავრებული.

სასწორი

დაგეწყებათ თვე, როდესაც აქტიური ცხოვრებისგან იზოლირებული იქნებით. ეს ირბლიანი პერიოდია სახლში დასარჩენად და იმ საქმეების დასასრულებლად რომლებიც დიდი ხნის დასამთავრებელი გქონდათ. შეგიძლიათ სანატორიუმში გამგზავროთ და ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნოთ. ჯანმრთელობისთვის ბუნებაში დასვენებაც სასარგებლოა.

მორიელი

საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ადამიანების ჯგუფებთან აქტიურ ურთიერთმქედებას დაიწყებთ. დაგაინტერესებთ გარკვეული ჯგუფური შეკრებები – ექსკურსები, ტრენინგები და ა.შ., რომელთა საერთო მახასიათებელი პრაქტიკული სარგებლიანობა იქნება. შეგიძლიათ ისეთი ორგანიზაციის ან ჯგუფის წევრი გახდეთ, რომლის მოღვაწეობაც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.

მშვილდოსანი

სამსახურში ახალი მოვლენები გელით. დაიწყება ახალი საქმიანი პროექტების აქტიური განვითარება. შეიძლება დასაქმებაზე ან ახალი ბიზნეის წამოწყებაზე მიდგეს საუბარი. ეს წარმატებული თვეა იმისთვის, რომ საქმიან ცხოვრებაშ პროგრესს მიაღწიოთ, აიწიოტ ახალ საფეხურზე, დაკავდეთ ამოცანებით რომლებთანაც ადრე შეხება არ გქონიათ.

თხის რქა

გააქტიურდება კონტაქტები სხვა ქვეყნებთან. გაგიჩნდებათ ახალი უცხოელი ნაცნობები. სიტუაცია ისე დალაგდება, რომ საზღვარგარეთ შეიძლება მოგიწიოთ წასვლა, ეს ყველაფერი პრაქტიკურლი მიზნით მოხდება, მიზეზი ან სამსახური იქნება ან მკურნალობა. ზოგიერთი თქვენგანისთვის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების საკითხები გახდება მნიშვნელოვანი.

მერწყული

ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ფინანსური საკითხების დალაგება მოგიწევთ. მოახდენთ კომუნალური გადასახადების გადამოწმებას, მოაწესრიგებთ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებს, გაივლით რამდენიმე ბანკში რათა გაარკვიოთ თუ რომელ პროდუქტებს გთავაზობენ ისინი.

თევზები

თქვენ ახალი საქმეები გამოგიჩნდებათ ან უკვე არსებული საქმეები და ურთიერთობები კარგად განვითარდებიან. თვის მტავარ მოვლენად შეიძლება ბიზნეს პარტნიორობა, რაიმე მსხვილი გარიგების დადება ან ქორწილი იქცეს. თქვენს ცხოვრებაში ამ თვეში, უდიდეს როლს სხვა ადამიანები, მათი საქციელები და გადაწყვეტილებები ითამაშებენ.