Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს ნიშნები აპრილში ყველა უსიამოვნებას იოლად გადალახავენ

გამარჯვების წყურვილი, მიზანსწრაფულობა და წარმატება აპრილში განსაკუთრებით 6 ზოდიაქოს ნიშანს ელის. ესენია: ვერძებს, კუროებს, კირჩხიბებს, ლომებს, თხის რქებს და მერწულს

თხის რქა

აპრილის პირველ რიცხვებში იუპიტერისა და პლუტონის შეერთება თქვენს ამბიციებს უფრო გააძლიერებს. წარმატებით თქვენი დაინტერესება ძალიან დიდი იქნება. ამ ასპექტის გავლენამ შეიძლება პიროვნების კარდინალური ტრანსფორმაციამდე მიგიყვანოთ და გარემოცვის სრული ცვლილებაც გამოიწვიოს.
წარმატებისთვის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო როდესაც ეს მოხდება აუცილებლად მოიკრიბეთ გამბედაობა და გადადგით ნაბიჯი – წარმატებისკენ!!!

მერწყული

მერწყულში გადასული მარსი, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ენერგიულობასა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას თხოვს. ცხოვრება თქვენი მხრიდან მეტ აქტიურობას ითხოვს, გინდათ ეს თუ არა – მნიშვნელოვანის საქმეებით დაკავება მოგიწევთ. გამოავლინეთ ბრძოლის უნარი, კონკურენტუნარიანობა, მეტი მუხტი და მისწრაფება! თუმცა ამავდროულად ეცადეთ არავის აწყენინოთ.

ვერძი

19 აპრილამდე მზე ვერძის ზოდიაქოშია, შესაბამისად ისინი მასისგან გამორჩეულები და პირველ ადგილზე მდგომნი იქნებიან. მათ არანტირებული პირველი ადგილი ექნებათ სპორტში, სამსახურში, სწავლაში. იქნებიან ძალიან ინიციატივიანები და თამამები.

მათი თვითშეფასება იმდენად ამაღლდება, რომ საზღვრებს ვერ შეამჩნევენ. მოკლედ რომ ვთქვათ: ვერძები აპრილში ყველა მიზანს მარტივად აღწევენ.

კურო

19 აპრილს მზე კუროში გადადის, შესაბამისად ისინი უფრო საინტერესოები და შესამჩნევები გახდებიან. წარმატებაც მათ მხარეს იქნება. კუროს ფინანსური ყნოსვა, კარგი გემოვნება, სიჯიუტე, საიმედოობა და მიზანსწრაფულობა ძალიან დასაფასებელი გახდება. გაიზრდება საქმეების რაოდენობაც რომელთა მიმართ კუროები დიდ ინტერესს გამოავლენენ. კუროებისთვის მნიშვნელოვანი იქნება წარმატების მიღწევა, გამარჯვება და პირველობა, რასაც ნამდვილად მიაღწევენ.

კირჩხიბი

ყველა საკითხში რაც კარიერასა და სოციალურ წინსვლას ეხება კირჩხიბები წარმატებულები იქნებიან მინიმუმ – 19 აპირლამდე. მათ ვარსკვლავები ენერგიულად მუშაობას და ბიზნესის განვითარებას ურჩევენ, იყავით სოციალურად აქტიური, დიდი შანსი გაქვთ რომ შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.

ლომი

19 აპრილიდან თქვნი საქმიანი რეპუტაცია გაიზრდება. გააკეთებთ კარიერას, მიიღებთ წოდებას ან დაწინაურდებით , გაიმარჯვებთ კონკურსებში, მარტივად, რომ ვთქვათ: იაქტიურეთ და იყავით პრაქტიკულები, რადგან სამყარო თქვენს მხარეს არის, ეს კი დიდი მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ.ა