Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდაიქოს ნიშანთა ენერგიის სახეები

ხშირად ხდება, რომ ერთმანეთს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ხვდება და ერთად მტელს ცხოვრებას ატარებენ. როგორ ხდება ასე?! საქმე იმაშია, რომ მათ ერთად ყოფნას ხელს ენერგია უწყობს, რომლის არსებობაზეც თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ.

ზოდიაქოს ნიშნათა სახეობები

იცოდით, რომ ასტროლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოდიაქოების ერთმანეთთან დამოკიდებულის განსასაზღვრად არა მხოლოდ სტიქიებს არამედ ენერგიებსაც აქვთ მნიშვნელობა?! არსებობს სამი ენერგია – კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური, აი ენერგიები რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას თქვენი ხასიათის ფორმირებაში. მათ ასევე კარმულ ენერგიებსაც უწოდებენ.

კარდინალური ენერგია – ეს არის იმპულსი და მოქმედება. მათ ვისაც მისი მბრძანებლობის ქვეშ დაბადება მოუწია ძლევამოსილი შიდა დინამიკით არიან დაჯილდოებული და შეუძლიათ მკვდარი წერტილიდან ნებისმიერი რამ დაძრან. სწორედ ეს ხალხი აკეთებს პირველ ნაბიჯს განუსაზღვრელობაში და პირისპირ ხვდებიან ახალ გამოწვევებს. ისინი წმნიან ახალ მიმართულებებს და უკრავენ პირველ ნოტებს, რომელისაც წყალობიტაც შემდეგ მთელი კომპოზიცია იქმნება.

1. ვერძი

კარდინალური ენერგიისა და დამწყებთა პირველი წარმომადგენელი. ვერძი ეს არის – თვითგამოხატვა. ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანია, რომელსაც სასურველისკენ ფენომენალური ძალით სწრაფვა შეუძლია. მართალია ის გზადაგზა შეიძლება დაიღალოს მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის დანებდება ან შეწყვეტს მოქმედებებს. ვერძი შეცდომებზე სწავლობს.

2. ჩხიბი

უკეთეს მეოჯახეს ვერ ნახავთ. ეს ხალხი მიჯაჭვულია თავის ფესვებზე და საკუთარ ძალებს უბრალო ადამიანური ბედნიერებებიდან იღებენ: სახლი, ოჯახი და სამშობლოსადმი სიყვარული. მათი ერთ-ერთი ფარული ნიშანთვისებებია – ამბიციურობა, რომელიც მათ წინსვლაში ეხმარებათ

3. სასწორი

ნამდვილი დიპლომატი და გაწონასწორებული ლავირება ცხოვრების ყველა სფეროში. სასწორები კარგად ეგუებიან არსებულ სიტუაციას მაგრამ ახლისკენ სწრაფვაც ახასიათებთ. ის საუკეთესო ჯგუფური მოთამაშეა: აქტიური, გავლენიანი, წარმატებული. ყოველთვის იპოვის კეთილ მეგობრებს, საჭირო კავშირებს და კონტაქტებს. რამდენადაც სასწორები სილამაზეს, ეთეტიკას და ზრდილობას აღმერთებენ, საკმაოდ ხშირად წარმოადგენენ გალანტურ და დახვეწილი მანერების მქონე ნატურას.

4. თხის რქა

აქტიური და მიზანსწრაფული კარიერისტი, რომელიც მუხლჩაუხრელად მიისწრაფის დასახული მიზნისკენ. ამასთანავე თხის რქა ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოზომილი და გათვლილი ნაბიჯებით მოძრაობს, იმიტომ, რომ ინტუიციურად იცის თუ რა იოლად შეიძლება აცდეს აღებულ გეზს. ამ ხალხს დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ იმუშავონ საჭირო მიმართულებით. ვერძებისგან განსხვავებით ძალებს ინახავენ, რომლებიც შესაძლოა გადამწყვეტი ზალპისთვის დაჭირდეთ.

ფიქსირებული ენერგია აგრძელებს და ამაგრებს იმას რაც მათ კარდინალურმა ენერგიამ მისცა. ამ ენერგიის ქვეშ არსებულ ნიშნებს ცხოვრებაში ისეთი პროექტებისა და ჩანაფიქრების განხორციელება ძალუძთ რომლებსაც ძალისა და კონცენტრაციის დიდი მარაგი ესაჭიროება. ეს ყველაზე მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალის მქონე ნიშნებია. შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ გადამწყვეტ გასროლას ელოდენ მარგრამ, ეს გასროლა აუცილებლა ათიანში მოხვდება!!!

1. კურო

ეს ნიშნები გაქანცვამდე შრომობენ და ყველა ბარიერს აუცილებლად გადალახავენ. საკმაოდ ინერტული ნიშანია, რომელიც შეიძლება ვაკუუმში აღმოჩნდეს მაგრამ, თუ ცხოვრება საკმაოდ შესამჩნევი ზეწოლის გაკეთებას დაიწყებს ძალიან სწრაფად მობილიზდება, რათა მოკლე დროში “გადააადგილოს მთები”. გარდა ამისა ის ყველაფრისგან მოგებას იღებს. უყვარს ფული და იცის როგორ გამოიმუშავოს ის.

2. ლომი

ეს ძალაუფლების მოყვარული ნიშანი ხელოვნებისკენ სწრაფვით გაგაოცებთ. ეს ის კარმული იდეალია რომლისკენაც ლომი ქვეცნობიერად მიილტვის. ის არ დაიწყებს წვრილმანების დევნას, მაგრამ დიდხანს ემზადება ნაბიჯის გადასადგმელად – რათა შემოქმედებითი პოტენცილი გახსნას. რეალიზებული ლომი სიამოვნებით დაგეხმარებათ და მხარს დაგიჭერთ.

3. მორიელი

ამ ნიშანს ემოციების ძალა გააჩნია, მას მათი დაგროვება უზარმაზარი რაოდენობით შეუძლია, ეს კი მას ცხოვრებათა შეცვლისა და სხვათა ბედზე გავლენის მოხდენაში ეხმარება. ეს შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს, სამაგიეროდ ძალიან ეფექტური იქნება. მორიელის მეორე ძალა – ტრანსფორმაციაა. გარდა იმისა, რომ ის თავად იცვლება, ის გარშემომყოფებსაც ცვლის. მისგან იმდენი ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, რომ შეიძლება მას ხანგრძლივი ტაიმ აუტი დაჭირდეს, რის შემდეგაც კვლავ აღდგება ფერფლიდან როგორც მითიური ფენიქსი.

4. მერწყული

მერწყულს არ უყვარს შეცდომების დაშვება და ყოველთვის იზღვევს თავს შეცდომის დაშვების შესაძლო შედეგებისგან. ეს ნიშანი მიმართულია მომავლისკენ და ამჯობინებს კონტროლირებად ობიექტურობას. ამაში ის ვერძს გავს, უბრალოდ ვერძი უფრო იმპულსური და სიფრთხილეს მოკლებულია. მერწყული – ეს არის იდეა, რომელიც თითქმის ყოველთვის პოულობს განხორციელებას, ხოლო სისტემატური და მეცნიერული მიდგომამას ყოველთვის უხვ ჯილდოს ჰპირდება.

მუტაბელური ენერგია პირველი ორის ლოგიკური დასასრულია, მას შეუძლია ხარისხიანად შეცვალოს ყველაფერი რაც მათ დაიწყეს და განავიტარეს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კარგად ეგუებიან გარემოს და სტრატეგიას ტაქტიკით ცვლიან. ესენი თავისებური “ქამელეონები” არიან რომლებიც სწრაფად გადახედავენ თავიანთ პრინციპებს და ბრუნდებიან ზურდის ქარისკენ: იქ სადაც სხვები საკუთარ ენთუზიაზმს კარგავენ, ისინი ახალ არსს პოულობენ. არსებობს აზრი, რომ ესენი სხვებთან შედარებით ყველაზე მდიდარი ნიშნები არიან.

1. ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლები სამყაროს არსს იოლად წვდებიან, ერწყმიან ნებისმიერ საზოგადოებას, იოლად იღებენ ტრადიციებს. ცოცხალი ინტელექტი და სხვადასხვა ინფორმაციის ნაკადები მათ არაჩვეულებრივ პოლემისტებად და მრჩევლებად აქცევს. მათ დაბადებიდან აქვთ საკითხის სხვადასხვა კუთხით განჭვრეტისა და საუკეთესო გამოსავლის პოვნის უნარი.

2. ქალწული

ქალწული პრაქტიკულად ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ყველაფერი კი იმიტომ, რომ მას უნიკალური გარჩევის უნარი აქვს, რაც საშუალებას აძლევს გაერკვეს ცხოვრებისეულ მდგომარეობაში და იოლად შეიცვალოს კურსი, თუ წინ წყალქვეშა კლდეები ელის. ქალწულს უყვარს დისციპლინა და საკმაოდ პრაქტიკულია ბევრ საკითხებში. შრომობს სიამოვნებით და სრული ცართულობით.

3. მშვილდოსანი

განათლებული მშვილდოსანი თავის კარმულ ენერგიას სულიერებითა და ფილოსოფიის მეშვეობით ავლენს. თუ ის მიმდინარე მოვლენებს ისე შეხვდება როგორც მოცემულობას, ცხოვრება და მისი შიდა ჰუმანურობა მას არაჩვეულებრივ მენტორად აქცევს. ან ძალიან ეფექტურ მმართველად. მშვილდოსნები აღმერთებენ ინტელექტუალურ მრავალფეროვნებას და სიამოვნებით შეისწავლიან ახალს. ხშირად მიჰყავთ თავიანთი უნარ-ჩვევები სრულყოფილებამდე.

4. თევზები

ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ ტევზები მხოლოდ თავიანთი ემოციებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ, ასე არ არის, ლოგიკაც მონაწილებს! თევზებს საუკეთესო ფსიქოლოგებს უწოდებენ, ისინი ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს. თევზები, მეთორმეტე და დამასრულებელი ნიშანია. ითვლება, რომ მათ ნებისმიერი საქმის დასრულება ძალუძთ, რომელ სტადიაზეც არ უნდა იმყოფებოდნენ.

ზოდიაქოს ნიშნების აღწერა შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ მაგრამ, როგორც ამბობენ, კარმას ვერ გაექცევი. რომელ სტიქიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდე, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი რომელიც თქვენს ხასიათს საჭირო ენერგიით შეავსებს. იმით, რომელიც არ გყოფნით სრული ბედნიერებისათვის!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.