ჯანმრთელობა
ვიშნევსკის მალამოს გამოყენების 8 რეცეპტი, რომლებსაც ექიმი არასდროს გაგიმხელთ
1. ვიშნევსკის მალამო სახის გაწმენდის შემდეგ დაგეხმარებათ, მართალია მოგიწევთ მისი მძაფრი სუნი აიტანოთ, მაგრამ შედეგად – სუფთა და ჯანმრთელ კანს მიიღებთ.
2. თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ, აიღეთ ნებისმიერი ქსოვილი, გადაკეცეთ ის ოთხად, მეოთხე ფენას კი მალამო წაუსვით, სწორედ კომპრესის ეს ნაწილი დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. შემდეგ ბინტით შეიხვიეთ რათა კომპრესი არ ჩამოვარდეს. სახვევი 6 საათის შემდეგ შეცვალეთ.
3. როდესაც მოზარდს აკნე უჩნდება, კარგი იქნება თუ ვიშნევსკის მალამოს ნიღაბს გაიკეთებთ. სუფთა ქსოვილზე გამოვჭრათ თვალები, ცხვირი და ტუჩები. ქსოვილი გავჟღინთოთ ვიშნევსკის მალამოთი და დავიდოთ სახეზე, ნიღაბი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა გედოთ. ასეთი პრობლემის დროს, ეს მალამო ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა კომპრესების გაკეთება კვირაში მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება.
4. თუ კანზე ძირმაგარა გამოგივიდათ, მას ვიშნევსკის მალამოწასმული, რამდენიმე ნაწილად გადაკეცილი მარლა დააკარით. ეს სახვევი მთელი დღე უნდა ატაროთ, შემდეგ მოიხსენით და კანი სპირტით გაიწმინდეთ.
იმისთვის, რომ სახვევმა ეფექტურად იმუშაოს, მარლა ბინტით გადაიკარით. გახსოვდეთ, ვიშნევსკის მალამო ეფექტურია ჩირქის გამოდევნისთვის. როდესაც ჩირქი გამოჩნდება, დაიწყეთ ანტიბაქტერიული მალამოების მოხმარება.
5. ვიშნევსკის მალამო დამწვრობის, მოყინვის და სილურჯეების დროსაც დაგეხმარებათ.
6. ვიშნევსკის მალამო შეუცვლელია მწოლიარე ავადმყოფებისთვის ნაწოლების დამუშავებისას, რადგან ის სისხლის ცირკულირებას აუმჯობესებს.
7. ტროფიკული წყლულები რომლებიც, ხშირად უჩნდებათ დიაბეტით დაავადებულებს – წარმატებით იკურნება ამ მალამოთი. ის ასტიმულირებს ნერვულ დაბოლოებებს და სწრაფად ახდენს კანის რეგენერაციას, წყლულები სწრაფად ხორცდება.
8. დამწვრობებსა და მოყინვებსაც ვიშნევსკის მალამოთი კურნავენ. კანი სწრაფად ხორცდება და არ ტოვებს ნაწიბურებს.