Connect with us

თავის მოვლა

ვიშნევსკის მალამოს გამოყენების მეთოდები, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ვიშნევსკის მალამოს გამოყენების მეთოდები:

1. ვიშნევსკის მალამო სახის გაწმენდის შემდეგ კარგად დაგეხმარებათ. სუნის მოთმენა მოგიწევთ, მაგრამ შედეგად სუფთა და ჯანსაღ სახის კანს მიიღებთ.

2. თუ გაფართოებული ვარიკოზული ვენები გაქვთ, ნებისმიერი ქსოვილი აიღეთ და ოთხად გაკეცეთ. მალამო ბოლო ფენას წაუსვით და კომპრესი მტკივნეულ ფეხზე დაიდეთ. შემდეგ ბინტით შეიხვიეთ, რომ სახვევი არ ჩამოვარდეს. 6 საათში სახვევი გამოცვალეთ.

3. სახეზე ფერისმჭამელების გამოსვლის დროს ვიშნევსკის მალამოს ნიღაბი უნდა გაუკეთოთ. სუფთა ქსოვილიდან თვალების, ცხვირის და ტუჩის ადგილი ამოჭერით. მიღებული ნიღაბი მალამოთი გაჟღინთეთ და სახეზე დაიდეთ. ნიღაბი რამდენიმე საათით გაიჩერეთ. ასეთი პრობლემის დროს ძალიან ეფექტური საშუალებაა, თუმცა კვირაში მაქსიმუმ ორჯერ გამოიყენეთ.

4. კანზე ძირმაგარის გაჩენის დროს მალამოში გაჟღენთილი რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლა დაიდეთ. სახვევი მთელი დღე გაიჩერეთ, შემდეგ კანის ანთებული ნაწილი სპირტით გაწმინდეთ. სახვევმა ეფექტურად რომ იმოქმედოს, მარლას ზემოდან საკვები ცელოფანი დააფარეთ და სახვევი ბინტით დააფიქსირეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ვიშნევსკის მალამო ჩირქის გამოსაღებად ეფექტური საშუალებაა, თუმცა უკვე გაჩენილი ჩირქის დროს სჯობს ანტიბაქტერიული მალამო გამოიყენოთ.

5. ვიშნევსკის მალამო დამწვრობის, ნაკაწრების დროს დაგეხმარებათ.

6. ვიშნევსკის მალამო მწოლიარე პაციენტებისთვის ნაწოლარების დასამუშავებლად შეუცვლელია. ის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.

7. დიაბეტის მქონე ადამიანებს ტროფიკული წყლულები ხშირად აწუხებთ. მის მკურნალობას ამ პრეპარატით წარმატებით შეძლებთ. მალამო ნერვულ დაბოლოებებს სტიმულირებს, კანი სწრაფად აღდგება, ხოლო წყლულები კი ნელ-ნელა მოშუშდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.