Connect with us

თავის მოვლა

ვიტამინები თმისა და ფრჩხილებისთვის: მათი დალევა ღირს თუ არა?

ვიტამინების დალევას ექიმებიც და ინტერნეტში გავრცელებული სტატიებიც გირჩევენ. დროთა განმავლობაში იმაში გარკვევას იწყებთ, თუ ორგანიზმს ბედნიერებისთვის რა და რამდენი სჭირდება. თუმცა ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინების მიღება კაფსულების ან აბების სახით ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს საერთოდ არ სჭირდება.

1. ბიოტინი (B7)

ბიოტინი ცილების ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ეხმარება მათ, ვისაც თმის ცვენა და ეგზემა აწუხებთ. თუ რეკომენდებულ დღიურ დოზას 30 მგ-ს ისედაც იღებთ, ბიოტინის დამატებითი მიღება ორგანიზმის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. თუ მეტნაკლებად სწორად იკვებებით, B7 ვიტამინის დოზას სავარაუდოდ საკვებიდან იღებთ: კვერცხი, თევზი, ღორის ხორცი, მზესუმზირას თესლი, ნუში, ბროკოლი და ისპანახი.

2. კომპლექსური ვიტამინები ორსულებისთვის

ორსულობის დროს ქალების უმეტესობას თმა სწრაფად ეზრდებათ და უბრწყინავთ. ეს ვიტამინების დამსახურება არაა! უმეტეს წილად ამაში „დამნაშავე“ ჰორმონებია.

3. კერატინი

სტრუქტურული ცილა, რომელიც კანის და ფრჩხილების შიდა ფენის და თმის გარეთა ფენის შექმნაში მონაწილეობს. ორგანიზმი მას მცირე რაოდენობით აწარმოებს, მაგრამ ითვლება, რომ დამატებითი მიღება თმას უფრო ბზინვარეს გახდის. არადა დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს! ამასთან კერატინი კუჭის წვენთან ცუდად ურთიერთქმედებს, მისგან უფრო მეტ ზიანს მიიღებთ, ვიდრე სარგებელს. მაგალითის სახით მეცნიერებს კატები მოჰყავთ, რომლებიც მუდმივად ილოკებიან, ბეწვი კუჭში ბურთის სახით იხვევა და ცხოველი მას აბოყინებს, რადგან კერატინის გადამუშავება არ შეუძლია.

4. კოლაგენი

კოლაგენი თავისი არსით კერატინს ჰგავს. ის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ასაკთან ერთად ნაოჭები ჩნდება იმის გამო, რომ კოლაგენის წარმოება მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კოლაგენის მიღება სიბერეს შეაფერხებს? ვიტამინების მწარმოებლების კვლევამ აჩვენა, რომ ქალები კოლაგენის მიღების შემდეგ 2 თვის განმავლობაში ნაოჭების შემცირებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას აღნიშნავენ. მეცნიერები ასეთი ოპტიმისტები არ არიან: ნაწლავებში კოლაგენი ამინომჟავებად იშლება და შემდეგ ორგანიზმი თავად წყვეტს, თუ სად წავიდეს. შეიძლება სისხლის მიმოქცევას, ღვიძლის, ტვინის მუშაობას ხელი შეუწყოს და კანს არ დაეხმაროს. ასე რომ, კოლაგენი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს, მაგრამ ყოველთვის არ ხვდება იქ, სადაც საჭიროა.

5. C ვიტამინი

ეს ანტიოქსიდანტი დაბერებას აფერხებს, კოლაგენის წარმოების გაძლიერებით კანის სიმსივნის ალბათობას ამცირებს და კანის პიგმენტაციას ებრძვის. პრობლემა იმაშია, რომ კანი ამ ვიტამინის მხოლოდ მცირე პროცენტს ითვისებს. ტროპიკული ხილი C ვიტამინით უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ მუდმივი მიღების აუცილებლობა არ არსებობს.

6. ომეგა 3

სასარგებლო რამ! ცხიმოვანი მჟავები თმის და კანის უჯრედებს კვებავენ. თუ ცოტა თევზს ჭამთ, ყოველდღე 500 მგ ყველაზე მნიშვნელოვანი მჟავა უნდა მიიღოთ: DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტაენოის მჟავა).

7. რესვერატროლი

შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, რომელიც წითელ ღვინოში დიდი რაოდენობითაა, ახლახანს სიმსივნესთან ბრძოლის და გულის დამხმარე საშუალებად აღიარეს. კანზე კარგ გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ ის დაბერებას აფერხებს, ახალი უჯრედების წარმოებას სტიმულირებს. ექიმები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ იმ რეტინოიდებს, რომლის ეფექტურობაც მაღალია: ტრეტინოინი, ადაპალენი, ტაზაროტინი. სპეციალისტები თვლიან, რომ მზისგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

8. თუთია

თუთიის როლი განისაზღვრება იმით, რომ მინერალი უჯრედული ცილების სინთეზში მონაწილეობს, ასევე A და E ვიტამინების ათვისებას ხელს უწყობს. მისი დეფიციტის დროს ფრჩხილის ფირფიტა უხეშ ფორმას იღებს, იქერცლება და უფრო მტვრევადი ხდება. სწორედ ამიტომ, გარეგნული მხარით შეძლებთ ამ ვიტამინების დეფიციტი განსაზღვროთ. თუთია ხსნადი აბების სახით ამ ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების აღმოსაფხვრელად გამოიყენება.

ამრიგად, ვიტამინების მიღება ცუდი არაა, მაგრამ წარმოუდგენელ სარგებელსაც ვერ მიიღებთ. ასე რომ, თუ მორიგი ქილა „თმის გამაძლიერებლის“ ნაცვლად თინუს და 1 პაკეტ კაკალს შეიძენთ, უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.