Connect with us

ჯანმრთელობა

ვაფრთხილებ ოჯახის ყველა წევრს და ახლობელს! არასდროს გადაყაროთ გარგარის კურკები, ის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა

გარგარის წვნიანი და ტკბილი ნაყოფი უფროსებს და ბავშვებს ერთნაირად უყვართ. სასიამოვნო ფერი, ძლიერი არომატი და ნაზი გემო გარგარს ბევრი დესერტის სასურველ ინგრედიენტად აქვს, მაგრამ ცოტა თუ აფასებს იმას, რაც მის რბილობში იმალება.

გარგარის ჭამის შემდეგ კურკას დაუფიქრებლად ვაგდებთ, რომელიც ვიტამინების შემცველობით ნაყოფს ბევრად აჭარბებს. დღეს გარგარის კურკის შეუფასებელ თვისებებზე გიამბობთ.

გარგარის კურკის სასარგებლო თვისებები

გარგარის კურკის სასარგებლო თვისებებს უძველესი დროიდან იყენებენ. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში კურკას აქუცმაცებდნენ და ხმის დაკარგვისა (ლარინგიტის) და ნაწლავების სისუსტის დროს იყენებდნენ.

ჩინელი მკურნალები გარგარის კურკის ზეთს კანისა და სახსრების დაავადების დროს იყენებდნენ. შუა საუკუნეების მკურნალი ავიცენი გარგარის კურკას ბრონქების სამკურნალოდ იყენებდა. ყველაფერი ეს კი კურკაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებისა და ნაერთების წყალობით გახდა.

სასარგებლო ნივთიერებები გარგარის კურკაში

1. ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ნაადრევ დაბერებას აფერხებს.

2. კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და რკინა იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს. კალიუმის და რკინის მაღალი შემცველობის წყალობით ანემიას მოგაშორებთ.

3. იოდი და მაგნიუმი თავის ტვინის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს და ჰიპერტონიის ნიშნების გაქრობა შეუძლია.

4. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კუნთებს ინტენსიური ფიზიკური მუშაობის შემდეგ აღდგენაში ეხმარებათ, ასევე კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია.

5. ვიტამინი B17 (ამიგდალინი) სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის.

6. ვიტამინი B15 (პანგამონის მჟავა) სისხლძარღვებს აფართოებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ღვიძლის და თირკმლების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.

7. ვიტამინი PP ორგანიზმში მჟავე-აღდგენით პროცესს მხარს უჭერს.

8. საკვები ბოჭკოები ნაწლავებიდან ტოქსინებს გამოდევნის, მის ტონუსს ზრდის და სასარგებლო მიკროფლორის მუშაობას არეგულირებს.

გარგარის კურკის ბირთვი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის

გარგარის, როგორც ატმის, ქლიავის, ალუბლის და ვაშლის კურკა გარკვეული რაოდენობით ამიგდალინი, ან ვიტამინი B17 შედის, ასევე ცნობილია, როგორც „ლაეტრილი“. სწორედ ეს გლიკოზიდი კურკის ბირთვის მწარე გემოს აძლევს.

მიკროელემენტებს შორის ამიგდალინზე უფრო ურთიერთგამომრიცხავი ნივთიერების პოვნა რთულია. ზოგი მეცნიერი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მის წარმოუდგენელ ეფექტურობას აწერს, ზოგი კი თანამშრომლებს დასცინის.

მიუხედავად იმისა, ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ლაეტრილს რიგი მტკიცებულები აქვს, ოფიციალური მედიცინა მას ეფექტურად არ თვლის.

უფრო მეტიც, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციამ ამიგდალინზე დაფუძნებული მედიკამენტების გაყიდვა აკრძალა.

მიუხედავად ამისა, ბევრი მას ტრადიციული ქიმიოთერაპიის დამატებით სამკურნალო საშუალებად და სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით იყენებს. თუ სააფთიაქო B17 ვიტამინის ყიდვა შეუძლებელია, მის მიღებას კურკიდან ძალიან მარტივად შეძლებთ.

სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით კურკის ბირთვი ნედლი სახით უნდა მიიღოთ: 1 ბირთვი წონის ყოველ 5 კგ-ზე. ბირთვის ჭამა დილით არის რეკომენდებული. ამის შემდეგ 1 საათი არაფერი არ უნდა ჭამოთ.

მკურნალობის პერიოდში ექიმები გირჩევენ უარი თქვათ შაქრის და ყავის მოხმარებაზე, რადგან ასე ბირთვის სამკურნალო ეფექტი გაიზრდება. აღსანიშნავია რომ გარგარის კურკის ბირთვით მკურნალობა დამხმარე საშუალებას წარმოადგენს და მკურნალი ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებსა და პროცედურებზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.

გარგარის კურკის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

1. გულის არითმიის დროს

ხალხში არითმიის სამკურნალოდ ასეთი რეცეპტი არსებობს: 0,5 კგ ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში ან სახეხზე გახეხეთ. 20 გამხმარი კურკის ბირთვი დაუმატეთ და 0,5 კგ თაფლი დაასხით.

კარგად აურიეთ და რამდენიმე დღით გრილ ადგილას დააყენეთ. 1 ს/კ დილით, უზმოზე და საღამოს, ვახშმის წინ მიიღეთ.

2. ნეფრიტის დროს

30 გრ გარგარის კურკის ბირთვს 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დაახლოებით 4 საათით დააყენეთ. დღეში სამჯერ, ჭამამდე მიიღეთ. დღეში 65 მლ სასმელი მიიღეთ.

3. ჭიების საწინააღმდეგოდ

ჭიების საწინააღმდეგოდ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ნედლ ბირთვშია შენარჩუნებული. დღეში მაქსიმუმ 40 ბირთვი უნდა შეჭამოთ, ეს რაოდენობა რამდენიმე მიღებაზე გადაანაწილეთ.

4. გულის დაავადების დროს

10 გრ დაქუცმაცებულ ბირთვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ოდნავ გააგრილეთ, შემდეგ გარგარის ჩაი შეგიძლიათ დალიოთ. დალიეთ ყოველდღე, ძილის წინ.

5. ბრონქიტის დროს

ხმელი კურკის ბირთვი დააქუცმაცეთ ისე, რომ ფხვნილი მიიღოთ. შემდეგ 3-5 გრ ფხვნილს 200 მლ რძე ან ჩაი დაასხით. დღეში 2-ჯერ მიიღეთ.

გარგარის კურკის მომზადება და მათი შენახვა

შესანახად მწიფე ნაყოფის კურკებს იყენებენ. მოუმწიფებელი გარგარის კურკები მშრალია და შენახვის დროს როგორც გარეგნულ მხარეს, ასევე ხარისხს კარგავს.

პირველ რიგში, კურკები უნდა გაახმოთ. გასაშრობად მშრალ ადგილას ქაღალდზე ერთ ფენად გაფინეთ. ასევე შეგიძლიათ ჩირების და ხილის სპეციალური საშრობი აპარატი დაბალ ტემპერატურაზე გამოიყენოთ.

შეგიძლიათ მთელი ბირთვი შეინახოთ ან დააქუცმაცოთ. გასუფთავებული უფრო გემრიელი იქნება, მაგრამ გაუსუფთავებელი უფრო დიდხანს შეინახება.

რედაქციის რჩევა

კურკის გატეხვის დროს ნამსხვრევები მთელ სამზარეულოში რომ არ მიმოიფანტოს. კურკები ქსოვილში გაახვიეთ და ისე გატეხეთ.

შესანახად, უმჯობესია ქსოვილის ან ქაღალდის ჩანთა გამოიყენოთ, ასე ნესტისგან დაცული იქნება. შეგიძლიათ მინის ან პლასტმასის კონტეინერი აიღოთ, მაგრამ სახურავის ნაცვლად მარლა ან ქსოვილი გამოიყენეთ. პროდუქტი ბნელ და გრილ ადგილას მაქსიმუმ 12 თვით შეინახეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან პოტენციური საფრთხე

შეიძლება თუ არა გარგარის კურკის ჭამა? შეიძლება, ოღონდ არ უნდა გადააჭარბოთ.

ჰიდროქსიანური მჟავა და მისი მარილები, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს აწერენ, დიდი რაოდენობით შეიძლება საზიანო იყოს.

სპეციალისტები ამბობენ. რომ მოწამვლის რისკი დიდია, თუ დღეში 40 გრ პროდუქტზე მეტს მიიღებთ. მოწამვლის ნიშნებია თავის ტკივილი, სუნთქვის პრობლემა, საერთო სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და კუჭის ტკივილი.

შესაძლებლობის მიხედვით, უფრო ტკბილი გარგარის კურკა შეარჩიეთ, რომელიც ამდენ ორგანულ შხამს არ შეიცავს. დაზღვევის მიზნით, კურკა შეგიძლიათ თერმულად დაამუშაოთ, რომ ყველა მავნე ნივთიერება განადგურდეს.

გარგარის კურკის გამოყენების უკუჩვენებაც არსებობს: ორსულობა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.