Connect with us

ჯანმრთელობა

ვარჯიში “ხანგრძლივი სიცოცხლე და მარადიული სილამაზე”. მკურნალმა მომითხრო, როგორ უნდა მოვიქცე

დღე რომ კარგად წარიმართოს, იგი სწორად უნდა დაიწყოთ. საწოლიდან ყოველთვის ფხიზლად ვერ ვდგებით და არც ყოველ დილით ვართ მზად დიადი გამოწვევებისთვის, თუმცა, ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება. ალექსანდრე დროჟენიკოვი დარწმუნებულია, რომ დილა კარგი ტანვარჯიშით უნდა დაიწყოთ.

თუ გამოფხიზლება და ენერგიით დამუხტვა, ამასთან ერთად კი ხერხემლის, მხრის სახსრებისა და კისრის გახურებაც გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეასრულოთ მოთელვის ეს კომპლექსი ჩვენთან ერთად. ჩვენ უკვე მოვასწარით მისი ეფწქტურობის შეფასება, ახლა თქვენი დროა.

როგორ მოვითელოთ

ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს ორ სავარჯიშოს, ქვემოთ მოცემულია ვიდეო, რომელიც უკეთ დაგეხმარებათ ვიზუალურ აღქმაში.

1. პირველი სავარჯო

დადექით კედელთან მაქსიმალურად ახლოს. მჭიდროდ მიდგით ქუსლები, დუნდულები, ბარძაყები, ზურგი და თავი. ახლა ხელები აწიეთ თავზემოთ და ისინიც მჭიდროდ მიადეთ კედელს. ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა, დაიწყეთ ზემოთ აზიდვა ჯერ თითებით, შემდეგ მტევნებით, წინამხრით და ა.შ…

არ იჩქაროთ, ყურადღება გაამახვილეთ კუნთების სხვადასხვა ჯგუფზე, რიგ-რიგობით გაწელეთ თითოეული მათგანი. გაწელეთ არამხოლოდ ხელები, არამედ ხერხემალი და ფეხებიც კი. მთელი სხეული აიზიდეთ ზემოთ. შემდეგ ამოისუნთქეთ, მოდუნდით, დაუშვით ხელები. შეასრულეთ რამდენიმე ღრმა სუნთქვითი ციკლი და გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ 3-5ჯერ.

2. მეორე სავარჯიშო

დადექით სწორად, გაასწორეთ ზურგი, მოხარეთ ხელები იდაყვებში და გაწიეთ თქვენ წინ, ხელის გულებით ზემოთ. ჩასუნთქვისას, ერთი ხელი წამოწიეთ ზემოთ, ხელის გულით ზემოთ, თითქოს რაღაცას აწვებით. თავი მიაბრუნეთ ხელთან ერთად, გაუსწორეთ მზერა ხელის მტევანს. მეორე ხელი გაწელეთ ქვემოთ. ერთდროულად მიიზიდეთ ერთი ხელი ზემოთ, მეორე – ქვემოთ.

ამოისუნთქეთ და ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ახლა გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. ეცადეთ, მაქსიმალურად გაიწელოთ, რათა ხელებსა და ხერხემალში დაჭიმულობა წარმოიქმნას.

ეს ორი მარტივი სავარჯიშო აგავსებთ ენერგიით, თქვენს ხერხემალს კი სასურველ მოქნილობას მიანიჭებს. იხილეთ ვიდეო უკეთესი წარმოდგენისთვის.

ეს სავარჯიშოები კარგია, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ დილის სავარჯიშოების კომპლექსი უფრო დიდხანს უნდა გრძელდებოდეს. დაუმატეთ კომპლექსს ის სავარჯიშოები, რომლებიც თავად მოგწონთ, ჩვენ კი გთავაზობთ ჩვენ მიერვე გამოცდილ ეფექტურ სავარჯიშოებს:

1. დაჯექით ხალიჩაზე და გაშალეთ ფეხები, ხელები დადეთ თეძოებთან, ტერფები შეატყუპეთ, ცერები თქვენკენ მომართეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით. ახლა მოხარეთ მარჯვენა ფეხი და გადაადეთ ტერფი მარცხენა ფეხს. მარცხენა ხელით მოეჭიდეთ მარჯვენა თეძოს, ნელა მოაბრუნეთ კორპუსი მარჯვნივ, მეორე ხელი გადაიტანეთ ზურგუკან და დადეთ იატაკზე.

ამ მდგომარეობაში გაჩერდით 5-7 სუნთქვითი ციკლის შესრულებამდე. შემდეგ მოდუნდით, მოაბრუნეთ კორპუსი და გაასწორეთ ფეხები. გაიმეორეთ მეორე მხარესაც. შეასრულეთ სულ 3-4 გამეორება.

2. დაჯექით სწორად, გაშალეთ ფეხები წინ, ხელები დაიდეთ თეძოების გასწვრივ. შეაერთეთ ტერფები, მაქსიმალურად გაასწორეთ ფეხები მუხლებში. ახლა მომართეთ ცერები მაქსიმალურად თქვენკენ, შემდეგ კი განიზიდეთ. გაიმეორეთ სწრაფი ტემპით, 10-12ჯერ.

3. დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ ფართოდ. მარცხენა ტერფი მოაბრუნეთ მარცხნივ, მოხარეთ ფეხები. მარცხენა ხელის გული მოათავსეთ შესაბამისი ტერფის გვერდით. მარჯვენა ხელის გული წამოწიეთ ზემოთ, მიმართეთ მზერა მისკენ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5-7 სუნთქვითი ციკლის შესრულებამდე. გაასწორეთ ზურგი და გაიმეორეთ მეორე მხარესაც.

4. დადექით სწორად, ჩასუნთქვისას წამოწიეთ ხელები გვერდებიდან ზემოთ, ამოსუნთქვისას ტალღოვნად დაიხარეთ. გაასწორეთ მუცლები. დაიხარეთ მაქსიმალურ წერტილამდე ისე, რომ ხერხემლის ტკივილი ვერ იგრძნოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე სუნთქვითი ციკლის შესრულებამდე.

შემდეგ წამოწიეთ ზურგი და ნიკაპი, თითები შეახეთ იატაკს. ამ მდგომარეობაშიც გაჩერდით რამდენიმე სუნთქვითი ციკლის შესრულებამდე და ფრთხილად გადადით მწოლარე მდგომარეობაში, დაუშვით მენჯები და ფეხები იატაკზე. დაეყრდენით ხელებს, ჩააღრმავეთ წელი და გადაწიეთ თავი უკან. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამით.

ახლა ფრთხილად გასწორდით, ნელ-ნელა გაასწორეთ თითოეული მალა. გაიმეორეთ სუნთქვითი ციკლები და თან მოდუნდით.

ამ სავარჯიშოს შესრულებისას კუნთების ყველა ჯგუფი მოქმედებს. საკმარისია მისი შესრულება კომპლექსის ბოლოს ერთხელ ან ორჯერ.

ეს მარტივი სავარჯიშო არ წაგართმევთ დიდ დროს, ხოლო სამაგიეროდ, მაშინვე მიიღებთ ენერგიის ზღვას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

გახსოვდეთ, რომ სავარჯიშოების შესრულებისას არ უნდა იგრძნოთ ტკივილი. ამასთან, ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ, არ უნდა გჭირდებოდეთ საკუთარი თავის იძულება სავარჯიშოდ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.