Connect with us

ვიდეო

ეფექტური, ნატურალური საშუალებები ქერტლის საწინააღმდეგოდ

ქერტლი ერთ-ერთი ყველზე მეტად გავრცელებული ესთეტიკური პრობლემაა, რომელსაც ბაქტერიების და სოკოს გამო თავის კანის აქერცვლა ახასიათებს.

ამ ბაქტერიების გავრცელებას შამპუნის ყოველდღიური ან ჭარბი რაოდენობით გამოყენება იწვევს, რომელიც თმის ფოლიკულებს ასუსტებს. ბაქტერიების გამრავლება შეიძლება ჰორმონალურ ან კვებით პრობლემებს უკავშირდებოდეს.

ხშირად, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი და სპეციალური საშუალებები სასურველ შედეგს ვერ გვაძლევენ.

1. ზეითუნის ზეთი

სიმშრალე – ქერტლის გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ზეითუნის ზეთს მრავალი წლის განმავლობაში ქერტლის საწინააღმდეგოდ იყენებენ. უბრალოდ, რამდენიმე წვეთი ზეთი თმაზე შეიზილეთ.

ზომიერება დაიცავით. ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება თმა ზედმეტად ცხიმიანი გახადოს. მთელი ღამით გაიჩერეთ და მეორე დღეს ჩამოიბანეთ. გაუმჯობესებას მალე შეამჩნევთ!

2. თეთრი ძმარი

ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ქერტლის მოსაშორებლად, რადგან თავის კანის ph ბალანსს არეგულირებს. მას პილინგის ეფექტიც აქვს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ასე გამოიყენეთ: თმაში 1 კოვზი თეთრი ძმრის და 3 კოვზი წყლის ნარევი შეიზილეთ. თითის ბალიშებით თავის კანი წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ.

თუ რამდენიმე კვირაში ქერტლი არ გაქრება, ნარევი პირდაპირ თავის კანზე წაისვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. მეორე დილით თმა ყოველდღიური შამპუნით დაიბანეთ. გახსოვდეთ, რომ შამპუნი და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც თმისთვის იყენებთ, მაქსიმალურად ნატურალური, ქიმიკატების და ტოქსიკური ნივთიერებების გარეშე უნდა იყოს.

3. ალოე ვერა

ალოე ვერას კანისთვის ბევრი უპირატესობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, კოსმეტიკური პროდუქტებში მას ხშირად იყენებენ. მისი ანტიბაქტერიული თვისება ქერტლის გაკონტროლებასა და სებორეას მკურნალობაში დაგეხმარებათ.

ალოე ვერას წვენი თავის კანზე წაისვით. დაიმასაჟეთ და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით და რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.