Connect with us

ჯანმრთელობა

ეს 4 ხრიკი შესიებულ ვენებს, კაპილარულ ბადეს და ვარიკოზს სწრაფად მოგაშორებთ

ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ხშირად ვარსკვლავები, კვანძები და სხვადასხვა ფერის ლაქები წარმოიქმნება. ეს ვარიკოზული გაფართოებული ვენების პირველი ნიშნებია. ვარიკოზის მთავარი მიზეზი სისხლის ცუდი ცირკულაცია, ასევე სისხლძარღვების სუსტი მოქნილობა და სარქვლის უკმარისობაა.

ვარიკოზული ვენები მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს არ იწვევს. ეს სერიოზული დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში შესიებული ვენების და სისხლძარღვების კვანძების სახით ვლინდება.

ვარიკოზმა შეიძლება დისკომფორტი და ტკივილი გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა ვარიკოზული გაფართოებული ვენების სამკურნალოდ ზოგიერთი ბუნებრივი საშუალების წარმოუდგენელი ეფექტურობა დაადასტურა.

ძირითადად, ისინი ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას ხელს უწყობენ. აი, რამდენიმე ეფექტური საშუალება:

1. ვაშლის ძმარი

ამ მეთოდით მკურნალობის დროს ვაშლის ძმარი სტაფილოს და ალოე ვერას აურიეთ. კარგად დააბლენდერეთ, რომ რბილი, კრემიანი მასა მიიღოთ.

შემდეგ ეს ნარევი დაზიანებულ ადგილას წაისვით და მინიმუმ 30 წუთით მოქმედება აცადეთ, ამის შემდეგ დიდი რაოდენობით გრილი წყლით მოიშორეთ.

2. ალოე ვერას გელი

ალოე ვერას გელს მცენარის ფოთლების შიგნით იპოვით. მას უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, მათ შორის დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ვარიკოზის დროს ფოთლებიდან გელი ამოიღეთ, ოდნავ გაახურეთ და დაზიანებულ ადგილას ძილის წინ წაისვით.

3. ვაშლის ძმარი და მარილი

ვედრო ან კონტეინერი აიღეთ, სადაც ფეხების ჩაყოფას შეძლებთ. ამის შემდეგ ვედრო თბილი წყლით აავსეთ და ვაშლის ძმარი და მარილი დაუმატეთ.

ამ ნარევში ფეხის აბაზანა მინიმუმ 20 წუთით გაიკეთეთ, ამასთან მუდმივად დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ ფეხები სუფთა წყლით დაიბანეთ.

4. გინკგო ბილობა

გინკგო ბილობა ნატურალური მცენარეა, რომელიც სისხლძარღვებზე ზემოქმედებას ახდენს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამით ვარიკოზული გაფართოებული ვენების მკურნალობას ხელს უწყობს.

ვარიკოზის სამკურნალოდ პრეპარატი გელის, კაფსულის, ფხვნილის და აბის სახით იწარმოება.

ვარიკოზული გაფართოებული ვენების შესამცირებლად ეს საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ. ამ 4 საშუალებას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ. თუ ვარიკოზი გაწუხებთ, ეს ნატურალური საშუალებები აუცილებლად სცადეთ.

მნიშვნელოვანია: მოცემული სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ექიმთან კონსულტანციას, დიაგნოზს ან პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას ვერ ჩაანაცვლებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს შესაბამისს სპეციალისტს აუცილებელ მიმართეთ.