Connect with us

თავის მოვლა

ეს 11 იაფი სააფთიაქო პრეპარატი ელიტურ კოსმეტიკაზე ცუდად არ მოქმედებს

სილამაზის ფასი საკმაოდ მაღალია. როგორც მინიმუმ, ამაში ჩვენი დარწმუნება სურთ. რეკლამების უსასრულო ნაკადი კოსმეტიკურ საშუალებებს, თავის მოვლის საშუალებებს და მედიკამენტებს გვთავაზობს, რომლებიც ერთი მეორეზე უფრო ძვირია. ჩაკეტილი კომერციული წრიდან გამოსვლა შესაძლებელია, ოღონდ უნდა იცოდეთ როგორ.

დღეს ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების იაფ სააფთიაქო ანალოგებს გაგაცნობთ. ისინი საიმედო, დროში გამოცდილი საშუალებებია, რომლებიც თქვენს საფულეზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ფიქრობთ, რომ იაფი ცუდს ნიშნავს? მოდით, ეს მითი დავამსხვრიოთ.

1. წყალბადის ზეჟანგი

ცნობილი ანტისეპტიკური საშუალება სახის კანს კარგ სამსახურს გაუწევს. წყალბადის ზეჟანგი წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ და სახის ლოსიონის სახით გამოიყენეთ. წყალბადის ზეჟანგი პიგმენტურ ლაქებს გააღიავებს და კანის დაავადების განვითარების რისკს შეამცირებს.

ასევე დეზოდორანტის ეფექტს გააძლიერებს ან მას საერთოდ ჩაანაცვლებს. ის ოფლდენაზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ უსიამოვნო სუნისგან დაზღვეული იქნებით.

2. ბადიაგა

კოსმეტიკური მიზნით ბადიაგას ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ის კანზე ადგილობრივ აქერცვლის ზემოქმედებას ახდენს. ნაოჭებს, ნაწიბურებს და დაჭიმულობას აქრობს. ბადიაგას ნიღბის მოსამზადებლად თქვენ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი
  • 1 პაკეტი ბადიაგა

გამოყენება:

პატარა თასი აიღეთ, მასში ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მიღებული მასა კანის პრობლემურ ადგილზე წაისვით. 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ბევრი წყლით ჩამოიბანეთ.

3. გულყვითელას სპირტიანი ნაყენი

შეუცვლელი საშუალება აკნეს დროს. პრობლემურ ზონაზე ბამბის ჩხირით დღეში 3-4-ჯერ წაისვით. გულყვითელას ნაყენი ფერიმჭამელის მომწიფების პროცესს შეაფერხებს და ანთების გამომწვევ ბაქტერიებს გაანადგურებს.

4. სალიცილის მალამო

ძალიან ბევრი აკნეს საწინააღმდეგო და ანტი-სებორეული პრეპარატების უნივერსალური კომპონენტი. პრაქტიკულად, კანის ყველა კოსმეტიკური პრობლემის პანაცეა. სალიცილის მალამო რბილად მოქმედებს, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს.

5. თუთიის მალამო

მას ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ძალიან ბევრ რეკლამირებულ პრობლემური კანის საშუალებებში შედის და მათგან განსხვავებით თეთრები ღირს.

6. ინგლისური მარილი

ცნობილია სახელწოდებით „მაგნეზია“. კოსმეტიკური მიზნით ინგლისური მარილი ფხვნილის სახით გამოიყენება. აბაზანები ინგლისური მარილით თვეში ერთხელ გამოიყენეთ, თუ ზურგის და მკერდის პრობლემური კანი და ფსორიაზი გაწუხებთ.

7. კოსმეტიკური თიხა

თიხის ჯადოსნური მოქმედების შესახებ ყველას სმენია. ყველაფერი დაგეხმარებათ – ნიღაბი, აბაზანა, სახვევი. თიხა შეიძლება იყოს სხვადასხვა: თეთრი, მწვანე, ცისფერი. კანის ინდივიდუალური განსაკუთრებულობა გაითვალისწინეთ და აუცილებლად სცადეთ!

8. პასტა „სულსენა“

„სულსენა“ სელენის დისულფიდზე დაფუძნებული ემულსიაა. საშუალება წლების მიერ გამოცდილია. თუ თმის პრობლემები გაწუხებთ, პასტაში შემავალი გოგირდი თმას შიგნიდან გააძლიერებს და გაამკვრივებს. თავის კანი ასევე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

9. რომაზულონი

სამკურნალო გვირილაზე დაფუძნებული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეგიძლიათ დაუმატოთ შამპუნს, საპონს, შხაპის გელს, ნიღაბს, აბაზანას. „რომაზულონზე“ დაფუძნებული ლოსიონი ცხიმიან, პრობლემურ კანზე ეფექტური იქნება. მას წარმოუდგენელი არომატი აქვს!

10. აბუსალათინის ზეთი

უნიკალური საშუალება თმის ზრდის დასაჩქარებლად. შეგიძლიათ წარბზე, წამწამებზე და თავის კანზე გამოიყენოთ. სჯობს ზეთი ღამით წაისვათ. განსაკუთრებით ეფექტური წამწამებზე იქნება – შეღებვის აუცილებლობა 1 თვის შემდეგ აღარ გექნებათ!

11. კალციუმის ქლორიდი

მისი დახმარებით შეგიძლიათ სახის ჰოლივუდური პილინგი ჩაიტაროთ. ამისთვის 1 ამპულის შემადგენლობა ხელისგულზე დაისხით, შეათბეთ და სახის გაწმენდილ სახეზე წაისვით. როგორც კი გაშრება, კვლავ წაისვით და ასე 3-ჯერ მოიქეცით. შემდეგ ხელები ჩვეულებრივი საპნით გაიქაფეთ და სახე მასაჟური ხაზით ენერგიულად გაიწმინდეთ.

საპნის კომპონენტები კალციუმის ქლორიდს შეუერთდება. მიღებული სქელი პასტა კანის ზედა ფენის გარქოვანებულ უჯრედებს მოგაშორებთ და სახეს დაარბილებს.

ასე ხელმისაწვდომი სააფთიაქო საშუალებების დახმარებით ზარალის გარეშე ნებისმიერ ასაკში სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას შეძლებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.