ვიდეო
ეს ჩაი იმუნიტეტს ზრდის, თავის ტკივილს და სტრესს ამცირებს
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს ჩაი დაძაბულობასთან დაკავშირებული თავის ტკივილის მოსაშორებლად ბუნებრივი საშუალებაა.
მას ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს.
ავსტრალიაში, გრიფიტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩაი ლემონგრასით ძლიერი თავის ტკივილის შესამცირებლად განსაკუთრებით ეფექტურია. სასმელი რამდენიმე მცენარეულ ნაერთს შეიცავს, რომლებიც ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით მოქმედებენ.
ლემონგრასის ჩაი – სასარგებლო სასმელი
ადგილობრივი ავსტრალიელები უძველესი დროიდან ლემონგრასის ჩაის სვამდნენ, რომ დისკომფორტი, მათ შორის თავის ტკივილი შეემცირებინათ.
მას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
ლემონგრასი შაკიკის დროს
თავის ტკივილი და შაკიკი თქვენს ტვინში არანორმალურ აქტივობას იწვევენ. მაგალითად, სეროტონინის დონე იცვლება, რომელიც თრომბოციტების ფუნქციას არეგულირებს.
თუ სეროტონინის ცვლილების გამო თრომბოციტების რაოდენობა იზრდება, ეს თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის, რაც ტვინის ჟანგბადით სწორად გაჟღენთვას საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტვინის ირიგაცია დარღვეულია, ამ დროს მოსალოდნელია ინსულტი.
ლემონგრასის ჩაი თრომბოციტების ფუნქციის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ამასთან მათ დაგროვებას აფერხებს და სეროტონინის განთავისუფლებას აკონტროლებს.
სეროტონინი განწყობასაც არეგულირებს. გავლენას ახდენს მადაზე, ძილზე, კუნთების შეკუმშვასა და ზოგიერთ კოგნიტურ ფუნქციებზე, მათ შორის მეხსიერებაზე. ამრიგად, ლემონგრასის ჩაის დალევით ამ უპირატესობებს მიიღებთ.
მზა ჩაი შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში დიეტურ პროდუქტებს შორის იპოვოთ. ჩვეულებრივ ხმელი სახით იყიდება. ამასთან შეგიძლიათ ახალი მცენარე გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ტოტი დაგჭირდებათ, რომელსაც შემდეგ ნაყენის მოსამზადებლად დაჭრით.
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ (10 გრ) ხმელი ლემონგრასი
- 1 ჭიქა (250 მლ) წყალი
- დამატებით: 1 ჩ/კ (7,5 გრ) თაფლი
მომზადება:
წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა დუღილს დაიწყებს, ხმელი მცენარე დაუმატეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და 10-15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.
მომზადება ახალი მცენარით
წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა დუღილს დაიწყებს, ლემონგრასის ტოტი ჩადეთ და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ. მიღებული სითხე გადაწურეთ და ზომიერად დალიეთ.
მნიშვნელოვანი შენიშვნა!
ბუნებრივმა საშუალებამ ექიმი ან მისი მკურნალობა არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. თუ ნებისმიერი ნატურალური საშუალების გამოყენება გსურთ, პროფესიონალთან კონსულტანცია იდეალური ვარიანტი იქნება.