Connect with us

თავის მოვლა

ეს მარტივი ხრიკი თმის 3 მთავარ პრობლემას გადაწყვეტს

ზღვის მარილი, ძირითადად, შედგება ქიმიური ნივთიერებისგან – ნატრიუმის ქლორიდისგან – რომელიც უფრო დიდი მარილოვანი კლასის ნაწილია.

ზღვის მარილი – ეს მარილის ტიპია, რომელიც ზღვის წყალის აორთქლებისას ყალიბდება.

მარილი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იგი მთელი მსოფლიოს სამზარეულოებში გამოიყენება. თუმცა, მას სილამაზის სფეროშიც დიდი სარგებელი მოაქვს. მარილის დამატება კოსმეტიკურ საშუალებებში ნამდვილ სასწაულს ჩადის.

ცხიმიანი თმისთვის

თავის კანზე არსებული ზედმეტად აქტიური ქონის ჯირკვლების გამო, თმა უფრო სწრაფად ცხიმიანდება. თუმცა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მარილის გამოყენებითაა შესაძლებელი. დაუმატეთ 2-3 ს.კ. მარილი შამპუნს და დაიბანეთ თმა. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ მიიღებთ და თქვენი თმა უფრო დიდხანს შეინარეჩუნებს ახალ იერს.

ქერტლის მკურნალობა

მარილი ასტიმულირებს  სისხლის მიმოქცევას და აშორებს ქერტლს. იგი არამხოლოდ ხელს უშლის სოკოების ზრდას, არამედ იცავს თავის კანსაც. დაიყავით თმა რიგებად, დაიტანეთ 1-2 ჩ.კ. წვრილი მარილი და დაიზილეთ თავის კანი სველი თითებით. შემდეგ გაიჩერეთ 10 წუთით და დაიბანეთ თავი ჩვეულებრივად.

თმის ზრდა

ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა თმის ზრდისთვის. თუ თმისცვენა ან შეთხელება გაწუხებთ, გამოიყენეთ ეს მარილი თმის ზრდის სტიმულირებისთვის.

დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად და დაიზილეთ თავის კანი მარილით, 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ თმა ხელახლა დაიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში, და შედეგი დაუჯერებელი იქნება.

ამასთან, ზღვის მარილი ძალიან კარგად მოქმედებს კანზე. მარილი იდეალურია კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შეურიეთ ზღვის მარილი 2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთს და კარგად მოურიეთ. ფრთხილად გაიწმინდეთ სხეული ამ მასით და მოიშორეთ კანის მკვდარი უჯრედები.

ამის შემდეგ, უბრალოდ ჩამოიბანეთ სხეული შხაპის გელით. ეს დაგეხმარებათ კანის სილამაზის შენარჩუნებაში, დაატენიანებს მას და მიანიჭებს ბუნებრივ ელვარებას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.