Connect with us

საკითხავი

ეს მამაკაცი 70 წლისაა და ორივე ქვედა კიდური აკლია. 19 წლის განმავლობაში მან 17 000 ხე დარგო

ჩინელმა ვეტერანმა, რომელმაც ორივე ფეხი დაავადების შედეგად დაკარგა, 19 წლის განმავლობაში 17 000-ზე მეტი ხე დარგო.

70 წლის მა სანსაომ ხშირი ტყე გააშენა ნულიდან, ნიჩბის, თოხისა და თავისი რკინის ნებისყოფის გამოყენებით. ამ ადამიანმა, ამპუტირებული კიდურებით, ხეების დარგვა 2000 წელს დაიწყო ვალების დაფარვის მიზნით, თუმცა ახლა უკვე თვლის, რომ ეს საზოგადოების გამოღვიძების საშუალებაა.

იგი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ ორი ფეხი არ მაქვს და ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია, სანამ ცოცხალი ვარ, ხეების რგვას არ შევწყვეტ.”

მა სამხრეთი პროვინციის ცზინის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაიუში ცხოვრობს. 20 წლის ასაკში იგი ფუცზიანის პროვინციის დანაყოფს შეუერთდა, რათა სამეხდრო სადაზვერვო ოფიცერი გამხდარიყო.

სამი წლის შემდეგ, დავალების შესრულებისას, იგი დაინფიცირდა და სეფსისი განუვითარდა – ეს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა. დაავადების გამო, 1974 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ამის შემდეგ კი ფერმერობას მიჰყო ხელი. 1984 წელს დაავადებამ მარჯვენა ფეხის ანთება გამოიწვია, რის გამოც 1985 წელს ტერფის ამპუტირება გახდა საჭირო.

შემდეგ წელს ასეთივე ანთება განვითარდა მარცხენა ფეხშიც. კიდურის გადასარჩენად, მას ოჯახმა 200 000 იუანი(დაახლოებით 80 000ლარი) ისესხა სამედიცინო ხარჯებისთვის. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც მარცხენა კიდურის გადარჩენა ვერ მოახერხეს და 2004 წელს მისი ამპუტირებაც გახდა საჭირო.

2000 წლიდან მამ ხეების დარგვა დაიწყო სამკურნალოდ აღებული ვალების დასაფარავად. ყოფილი ჯარისკაცი დილის 5 საათზე, მზის ამოსვლამდე გადის სახლიდან თავისი სოფლის დასავლეთ ნაწილში, ტაიხანის მთათა სისტემის ერთ-ერთ მთაზე ხის დასარგავად. მას თან მიაქვს საკვები და მთელ დღეს ამ უდაბურ ადგილას დამოუკიდებლად ატარებს.

ბატონი მა სახლიდან მთამდე მოტორიქშით მიდის. როგორც კი ნაკვეთამდე მიაღწევს, რომელზეც ხის დარგვა უნდა, პროტეზებს იხსნის, იცვამს სქელ ხეთათმანებს და ცოცავს ინსტრუმენტებთან ერთად საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე.

ხეების დარგვა მარტივი დავალება არაა ახალგაზრდა და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინვალიდ პენსიონერზე. მა ამბობს, რომ რამდენიმე სერიოზული ტრავმაც მიუღია მუშაობისას ღრმა ნაპრალებში ჩავარდნისას. სწორედ მუშაობის დროს დაკარგა მან ნეკა თითი.

მამ თქვა, რომ თავიდან ხეებს გასაყიდავად და ოჯახის გამოსაკვებად რგავდა. 2008 წელს ჩინურმა მედიამ მისი ისტორია გააშუქა, სახელმწიფომ კი მას ფინანსური დახმარება გაუწია. თუმცა, ამის შემდეგ კი, მოხუცმა განაგრძო თავისი საქმიანობა, რათა, მისი თქმით, “საზოგადოებასა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადოს დახმარებისთვის”.

იგი ამბობს, რომ თავს დაცულად და დამიწებულად გრძნობს, როცა დროს ხეებთან ატარებს.

-“ჩემთვის ისინი ხეები არაა. მე მათ ჯარისკაცებად ვთვლი, რომლებსაც მე ვმართავ. მათი ცქერისას თავს ძალიან კმაყოფილად ვგრძნობ და, სანამ ცოცხალი ვარ, ხეების დარგვას გავაგრძელებ მომავალი თაობებისთვის”.

თქვენ დაგირგავთ ერთი ხე მაინც? თუ არა, ამ ისტორიის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, გაქვთ საპატიო მიზეზი ამისთვის?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.