Connect with us

თავის მოვლა

ეს თვალების გარშემო არსებული ნაოჭების მოცილებაში დამეხმარა!

ამ სტატიაში თვალების გარშემო არსებული ნაოჭების, სახლის პირობებში და ძვირადღირებული პროცედურების გარეშე მოშორებას გასწავლით!

თვალები – სულის სარკეა. ისინი ჩვენს შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ. როგორი მდგომარეობაც გაქვთ, ისეთივეა თქვენმი მზერაც… მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ თვალების გარშემო ნაოჭების ბადე გაჩნდა?! თიტქოს სახეზე საშინელი დარდი და დაღლილობა გვაწერია…

ბევრი მეთოდი ვცადე, მაგრამ, ეს ყველაზე ეფექტურია! ის სულ 2-3 ინგრედიენტისგან შედგება, რომლებიც ყოველთვის მოეპოვება დიასახლისს.

სახის გარშემო კანის დასატენიანებლად და მცირე ნაოჭების გასასწორებლად პრობლემურ ადგილებზე კვერცხის გული წაისვით, დაიტოვეთ 15 – 20 წუთი, შემდეგ დაიბანეთ პირი გრილი წყლით. თუ ნაოჭები საკმაოდ ღრმაა, კვერცხის გულს ხარისხიან ზეითუნის ან ნუშის ზეთს უმატებენ. მისთვის Е ვიტამინის დამატებაც შეიძლება.

დაგჭირდებათ 1 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (აჯობებს ზეითუნის), 1 ჩაის კოვზი 1 კოვზი Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი (იყიდება აფთიაქებში). ვიტამინი Е ზეთს აურიეთ და უკვე შემდეგ შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის გულს. დაიდეთ თითის ბალიშებით, რბილი შეხებით, ოდნავ დაიმასაჟეთ კანი და 15 – 20 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ კი ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი გამდინარე წყლით.

თუ ალერგიული ხართ რომელიმე ზემოხსენებული პროდუქტის მიმართ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.