Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ბალახი ქალურ დაავადებას სამუდამოდ მოგაშორებთ

ქალებს ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ და ეს განსაკუთრებით სამართლიანი ქალის ჯანმრთელობის მიმართ არის. მისი დაკარგვა სწრაფად და მარტივად შეიძლება და აღდგენა საკმაოდ რთულია.

საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი დაავადება შეგიძლიათ სამკურნალო ბალახების დახმარებით დაამარცხოთ.

ფიტოთერაპია მკურნალობის კარგი დანამატია. სამკურნალო ბალახები ორგანიზმში ბევრ ფუნქციას აღადგენენ და მათ მდგომარეობას ასტაბილურობენ.

ცნობილი ფაქტი – ქალური დაავადებების, როგორიცაა მიომა, საშვილოსნოს ფიბრომა, ენდომეტრიოზი, კისტა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნე, მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, რომელსაც თავის დროს ყურადღება არ მივაქციეთ და რომელიც ქრონიკულ ფორმაში გადავიდა. ესაა ანდექსიტი (საშვილოსნოს დანამატების ანთება) და ქრონიკული კოლიტი, რომელთაც, როგორც წესი, არავინ მკურნალობს.

სწორედ ამიტომ, კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, პირველ რიგში მათი გაჩენის მიზეზი უნდა აღმოფხვრათ. მკურნალობა სწრაფად არ სრულდება და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აქ გონივრულია სამკურნალო ბალახების გამოყენება, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აღადგენენ, იმუნიტეტს ზრდიან, ანთებით პროცესებს აქრობენ და შინაგანი ორგანოების მუშაობას არეგულირებენ. ბალახების ნაყენსა და ნახარშში თაფლის ჩამატება ძალიან სასარგებლოა, ის თითოეულ ორგანოზე დადებით გავლენას ახდენს, მათ შორის ორგანიზმის უჯრედებზე.

რამდენიმე ეფექტური, ხალხური რეცეპტი ქალური დაავადების სამკურნალოდ

საშვილოსნოს დანამატების ანთების შემთხვევაში მკურნალობა გინეკოლოგმა აუცილებლად უნდა დაგინიშნოთ, მაგრამ პრეპარატების მიღებასთან ერთად შეგიძლიათ სამკურნალო ბალახები დალიოთ. მაგალითად ასეთი: 1 ს/კ ბალახების ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. 3 ს/კ დღეში 5-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.

საკვერცხეებისა და საშვილოსნოს დარეგულირებას ხელს უწყობს მცენარე, რომელიც მენჯის ღრუში მდებარე ორგანოებში ჰიპერემიას იწვევს და საშვილოსნოს კუნთების ტონუსს ზრდის: თავშავა, აბზინდა, ალოე, ოხრახუში. ასეთი რეცეპტები დაიმახსოვრეთ.

3 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული თავშავა აიღეთ და თერმოსში 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 1 საათით დააყენეთ. 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ დალიეთ.

მიომას, ფიბრომას, მასტოპათიის დროს რეგულარულად 1-2 თვის განმავლობაში რეგულარულად პროპოლის ნაჭერი დაღეჭეთ, როგორც საღეჭი რეზინა, ან მოწუწნეთ, როგორც ყინულკარამელი.

საშვილოსნო ყელის ეროზიის დროს ასეთი რეცეპტები ეფექტურია:

  1. 1 ს/კ ბეგქონდარა და პიტნა აიღეთ, 0,5 მდუღარე წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
  2. ნახევარი გვირილას ყვავილები, ჟოლო, ასფურცელა, კრაზანა, წითელი მოცვი და ჭინჭარი აურიეთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ ან 15 წუთით წყლის ორთქლზე აადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და თბილი სახით 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ დალიეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.