Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ბალახები და ექსტრაქტები საკმარისად ძლიერია კიბოს დროს ტკივილის გასაყუჩებლად

ბუნებრივი გაუტკივარების უპირატესობა ტკივილის უბრალო შემსუბუქების ჩარჩოებს საგრძნობლად სცდება. იგი, აგრეთვე, გვაძლევს ემოციურ შვებასა და კმაყოფილებას. თუ თქვენ მუდმივ ტკივილს განიცდით დროთა განმავლობაში, დიდი ალბათობით, ნაკლები მოთმენის უნარი გექნებათ იმ გვერდითი მოვლენების მიმართ, რომლებიც ტრადიციული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებითაა გამოწვეული.

ტკივილგამაყუჩებელი ბალახების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ტკივილთან გამკლავება არ გსურთ – თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ იგი ან სრულად მოიშოროთ, თანაც გვერდითი მოვლენების გარეშე.

კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ბალახები ამარტივებს საკვების მიღებას, იმის ნაცვლად, რომ რბილი საკვები მიიღოთ. თქვემ შეგიძლიათ ბალახეული ნებისმიერი სახის საკვებს დაუმატოთ. ეს მარტივი და სასარგებლო მეთოდია თქვენს ცხოვრებაში კრეატიულობის დასაბრუნებლად, თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი კიბოს გადააწყდით.

ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი ბალახები მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების მოთხოვნილებას. მათი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ბალახების რეგულარულად მიღება, რამდენადაც ისინი არ იწვევს მიჩვევას და უამრავი უპირატესობა აქვს, წამლებისგან განსხვავებით.

მაგალითად, ფერმენტები ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებია, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ. მათ მძლავრი კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტი აქვთ და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ბრომელაინის მოხმარებამ შეამცირა ქოლესტერინის დონე და საშუალება მისცა, სტატინებზე უარი ეთქვა.

თუ ქრონიკული ტკივილი გაწუხებთ, ტკივილგამაყუჩებლისგან 3 რამ უნდა გინდოდეთ:

  • იგი უნდა იყოს ნატურალური
  • უნდა იყოს ეფექტური
  • და უსაფრთხო, დიდხნიანი გამოყენების შემთხვევაში.

ბალახები და ექსტრაქტები კიბოს დროს ტკივილის სამკურნალოდ

კორიდალის იან ხუ სუო – ჩინური ყაყაჩოსებრი მცენარის ფესვი ცნობილი თავისი ლამაზი, იისფერი ყვავილით – ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია ჩინურ მედიცინაში. იზრდება ჩინეთში, იაპონიასა და ციმბირში.

ოლივიე სიველმა, კალიფორნიის ირვინის უნივერსიტეტის პროფესორმა,  პრეს-რელიზში თქვა: “ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, მათ შორის, ასპირინი და აცეტამინოფენი, ხსნის ანთებით ტკივილს. ჩვენ არ გაქვს კარგი წამლები ქრონიკული ტკივილების წინააღმდეგ.

Corydalis შეიცავს ნაერთ დეჰიდროკორიბულბინს (DHCB), რომელიც მცენარეს ამ მოთხოვნად ტკივილგამაყუჩებელ თვისებას ანიჭებს. DHCB აგენტია, რომელსაც მცენარის ფესვი გამოყოფს და რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ტკივილის 3 ძირითად სახეობაზე – მწვავე, ანთებითი და ქრონიკული/ნევროპათული ტკივილი.

Corydalis იმდენად მძლავრია, რომ დასავლელი ექიმები იწყებენ მის გამოყენებას უკურნებელი კიბოს ტკივილების სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოპიოიდის სახით მოქმედებს, მას ცოტათი განსხვავებული მოქმედება აქვს.

ეს გავლენას არ ახდენს თქვენს მორფინის რეცეპტორებზე, რომლებიც ზრდის თქვენი მიჯაჭვულობის რისკს. ნაცვლად ამისა, იგი უკავშირდება თქვენს ტვინში დოფამინის რეცეპტორებს. დოფამინი – ესაა თქვენი ტვინის “დაჯილდოვების” სისტემა, რომელიც აკონტროლებს სიამოვნების შეგრძნებასა და ემოციურ რეაგირებას.

ოპიოიდებისგან განსხვავებით, თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს ტოლერანტულობას ბუნებრივი ნაერთის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ მეტი და მეტი საშუალების მიღება პირვანდელი შვების მისაღებად.

საკმევლის ზეთი

ეს ზეთი მრავალი ათასწლეულის განმავლობაში გამოიყენებოდა ანთების ჩასაცხრობად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საშიში ინფექციების პროფილაქტიკისთვის. ბევრმა არ იცის ამ ძვირფასი შრატის პოტენციალის შესახებ, კიბოსთან ბრძოლის დროს.

საკმეველი შეიცავს უნიკალურ ნაერთს, ცნობილს, როგორც აცეტილ-11-კეტო-ბეტა-ბოსველიური მჟავა, იგივე AKBA. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ AKBA კიბოს დაუძინებელი მტერია.

ანთების დარეგულირებით, საკმევლის ზეტი მძლავრი საშუალებაა არამხოლოდ მწვავე, არამედ ქრონიკული და ავტოიმუნური დაავადებების დროსაც, მათ შორის, კრონის დაავადების, რევმატოიდული ართრიტის, წყლულოვანი კოლიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს.  წონა და სხვა მეტაბოლისტური პრობლემებიც ანთებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ აუცილებელია მონიტორინგი და პროფილაქტიკა.

კურკუმას ექსტრაქტი

კურკუმა ინდონეზიიდან და სამხრეთი ინდოეთიდანაა წარმოშობით. იგი ცნობილია, როგორც მთავარი სანელებელი კარისთვის. კურკუმა ხშირად გვხვდება ინდურ საკვებში, კარის ფხვნილში ან ყვითელ მდოგვში.

კურკუმინი კურკუმას ფესვის ექსტრაქტია. თუ თქვენ კურკუმას სუფთა ფხვნილს აიღებთ, კურკუმინი მის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. კურკუმასაც და მის ექსტრაქტსაც ანთებისაწინააღმდეგო და მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. კურკუმინი, კერძოდ, კიბოსსაწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, რაც გამოიხატება მის ტკივილის შემამცირებელ და კიბოს განვითარების შემფერხებელ მოქმედებაში.

ეს გასაოცარი ბალახი ეძებს თავისუფალ რადიკალებს და ანადგურებს მათ ჩვენს სხეულში. კვლევის თანახმად, კურკუმა უფრო ზუსტია, ვიდრე ასპირინი, როცა საქმე ეხება ანთების შეწყვეტას.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ მედიკამენტებს იღებთ და კურკუმის მიღებასაც აპირებთ.

მორინგა ოლეიფერი

Moringa Oleifera მცენარის მკვებავი გარემოა და შეიცავს 92-მდე მკვებავ ნივთიერებას. რეალურად, ეს ყველაზე უფრო მჭიდრო მცენარეა, რაც ოდესმე აღმოუჩენიათ.

მორინგას ხე სავსეა საკვების იმდენი რაოდენობით, რომ იგი, ალბათ, ნებისმიერს დაეხმარებოდა განკურნებაში. ანალიზი აჩვენებს, რომ მორინგას ფოთლები შეიცავს არანაკლებ 92 სხვადასხვა მკვებავ ნივთიერებას, მათ შორის, 36-ჯერ მეტ მაგნიუმს, ვიდრე კვერცხი, 50-ჯერ მეტ B3-ს, ვიდრე მიწისთხილი, 25-ჯერ მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი და ოთხჯერ მეტ კალციუმს, ვიდრე რძე.

აღმოჩნდა, რომ მორინგას არანაკლებ 36 ანთებისსაწინააღმდეგო, ბუნებრივი წარმომავლობის თვისება აქვს, რომლებიც სასარგებლოა ანთების “ცეცხლის” ჩასაქრობად. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებისა და ტკივილის მრავალ სახეობას.

ჯანჯაფილის ექსტრაქტი

ეს მცენარე ცნობილი ნატურალური საშუალებაა გულისრევის წინააღმდეგ, თუმცა იგი ანთებასა და ტკივილსაც აქვეითებს.

იგი ამცირებს პროსტაგლანდინების, მოლეკულ-მესენჯერების, რაოდენობას, რომლებიც გვატყობინებენ, რომ ტკივილს განვიცდით(ხანდახან, უმჯობესია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდეთ).

ჯანჯაფილი, როგორც საკვები, უნივერსალურია. მისი პროდუქტი მოიცავს ჯანჯაფილის უმ ან გამომშრალ ფესვს, მისი მიღება შესაძლებელია კაფსულების, ნაყენების, ექსტრაქტებისა და ზეთის სახით.

გვერდითი მოვლენები იშვიათია, თუ ჯანჯაფილს დაუჯერებლად დიდი დოზებით არ იღებთ.

ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები და ექსტრაქტები, სწორი გამოყენების შემთხვევაში, მძლავრი, საიმედო საშუალეებია. თუმცა, თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა არაა რეკომენდებული ქრონიკული, განმეორებადი ან სერიოზული დაავადებების დროს. საუკეთესო შედეგის უზრუნველსაყოფად და გვერდითი მოვლენების ალბათობის მინიმუმამდე დასაყვანად, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ ექიმთან.