Connect with us

თავის მოვლა

ერთი უბრალო პროდუქტი თმასაც გაგიმაგრებთ და ქერტლისგანაც გიხსნით. სავარცხელზე ერთი ღერი თმაც აღარ დარჩება!

თმის ხალხური საშუალებებით მოვლა ძალიან პოპულარულია, რადგან მათში შემავალი ინგრედიენტები ნებისმიერ დიასახლისს მოეპოვება. ნაკლებად ხარჯიანი და კარგი შედეგის მომტანი ბალზამები თმასა და თავის კანთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ყველა შინაურულ თმის ნიღაბს შორის განსაკუთრებული ადგილი კვერცხის ბაზაზე დაფუძნებულ ნარევებს უკავიათ. ეს პროდუქტი ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც ქერტლის გაჩენას უშლიან ხელს, ასევე შეიცავს ლეციტინს და ვიტამინებს თმის ზრდისთვის. ლეციტინი კარგად აღადგენს თმის სტრუქტურას შეღებვის შემდეგ. ასეთი ნიღბების დახმარებით თმა უფრო ძლიერი, ჯანმრთელი, კარგად შეფერილი და სწრაფად ზრდადი ხდება.

როგორ მოვამზადოთ თმის ნიღაბი კვერცხით

  • აურიეთ კვერცხი და რძე, რათა თმა აბრეშუმისებრი გახდეს და დატენიანდეს.
  • ღია ფერის თმის მბზინვარებისთვის, კვერცხს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ.
  • თაფლთან არეული კვერცხი თმის ზრდას ასტიმულირებს.
  • მუქი თმისთვის მბზინვარების შესამატებლად, ერთმანეთს კვერცხი და ყავისფერი შაქარი აურიეთ.
  • კვერცხი ბანანით თხელ თმას მოცულობას შესძენს.
  • ზეითუნის ზეთი – კვერცხთან ერთად, გაყოფილ და მტვრევად თმას აღადგენს.
  • ოროვანდის ზეთი და კვერცხი ამაგრებს ცვენისკენ მიდრეკილ თმას და ასტიმულირებს მათ ზრდას.
  • იგივე თვისება გააჩნია კვერცხის ნიღაბს, კონიაკსა და ზეითუნის ზეთს.
  • პუდრასავით დაფხვენით მწვანე ჩაი, აურიეთ კვერცხთან – თმა უფრო სქელი გახდება, ხოლო მათი ფერი კი უფრო მკვეთრი. ეს ერთ-ერთის აუკეთესო ნიღაბია დაზიანებული თმისთვის.
  • ქერტლისგან აბუსალათინის ზეთთან შერეული კვეცხი და ზეითუნის ზეთი გიხსნით, მათ ლიმონის რამდენიმე წვეთიც დაუმატეთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.